მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ გადადის ნაჩუქარ ბინაში სალომე ტეტიაშვილი
რატომ ვერ გადადის ნაჩუქარ ბინაში სალომე ტეტიაშვილი

"ნა­ნუ­კას შოუმ" სე­ზო­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბით გახ­სნა. მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი, ერთ-ერთი ბან­კის დახ­მა­რე­ბით, ბი­ნით და­ა­სა­ჩუქ­რა. მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­ლო­მე­სა და მისი დე­დის, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი ჯერ კი­დევ გა­და­ცე­მის რეკ­ლა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ნახა. ეჭვი ჩვენც გაგ­ვიჩ­ნდა, რომ სა­ლო­მეს ბინა გა­დას­ცეს, მაგ­რამ მომ­ღე­რალ­მა გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლამ­დე არა­ფე­რი თქვა. სა­მა­გი­ე­როდ, დაგვპირ­და, რომ პირ­ველ ემო­ცი­ებს ჩვენს ჟურ­ნალს გა­უ­ზი­ა­რებ­და და პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა.

მომ­ღე­რალს ახალ სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ.

- სა­ლო­მე, ჩვენ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ნუ­კა სი­ურპრიზს გიმ­ზა­დებ­და...…

- სა­ი­დან გქონ­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- ჩვენც გვყავს ჩვე­ნი ჩი­ტე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ში.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ ნა­ნუ­კამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ კი­დევ ერთ გა­და­ცე­მა­ში მი­მიწ­ვევ­და, რად­გან ჩემ­თვის პა­ტა­რა სი­ურპრი­ზი ჰქონ­და. ამ­ხე­ლა მას­შტა­ბე­ბის სი­ურპრიზს ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. თან ეს ზარი თე­ბერ­ვალ­ში იყო, მას მერე იმ­დე­ნი დრო გა­ვი­და, აღარც ვე­ლო­დე­ბო­დი არა­ფერს.

- რო­დის ჩა­ი­წე­რა გა­და­ცე­მა და თუ გი­თხრეს წი­ნას­წარ?

- გა­და­ცე­მა 31 ივ­ლისს ჩა­ი­წე­რა. რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მი­თხრეს ის, რომ ნა­ნუ­კა იწყებ­და ახალ რე­ა­ლურ შოუს, სა­დაც მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დე­და­ჩე­მი და მე უნდა მემ­ღე­რა შოუს პირ­ველ გა­და­ღე­ბა­ზე. როცა ამ სახ­ლში ამო­ვე­დი, პირ­ვე­ლი კი­თხვა, რაც გა­მიჩ­ნდა, იყო შემ­დე­გი: აქ სად უნდა ვიმ­ღე­რო-მეთ­ქი. ქვე­ვით სა­დარ­ბა­ზოს­თან რომ ვი­დე­ქი, ვი­ღა­ცებ­მა მა­ცი­ვა­რი, ტე­ლე­ვი­ზო­რი მო­ი­ტა­ნეს და მა­ში­ნაც ვერ მივ­ხვდი ვე­რა­ფერს. ხომ ვი­ცო­დი, რომ რე­ა­ლუ­რი შოუ იწყე­ბო­და, ვი­ფიქ­რე, მო­ნა­წი­ლე­ებს სახ­ლს უწყო­ბენ-მეთ­ქი. რაც პრინ­ციპ­ში ასეც იყო, ოღონდ ჩვენ გვი­წყობ­დნენ სახ­ლს. ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, ირი­ნა ონაშ­ვილ­მა და სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მაც არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მხო­ლოდ ნა­ნუ­კამ და ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იცოდ­ნენ სი­მარ­თლე.

- რო­დის მიხ­ვდი, რომ ეს სახ­ლი შენი იყო?

- ბო­ლომ­დე ვერ მივ­ხვდი, მეტ­საც გე­ტყვით, ნა­ნუ­კამ რომ თქვა, ახლა ჩვენ თა­მარ­სა და სა­ლო­მეს სახ­ლი და­ვუ­ლა­გე­თო, მა­ში­ნაც ვერ მივ­ხვდი. წი­ნა­და­დე­ბა ვერ გავ­შიფ­რე უცებ. ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც შოკ­ში იყ­ვნენ.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხე, რომ თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სი­ხა­რულს მა­ლავ­დი, შენ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მაც კი არა­ფე­რი იცოდ­ნენ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ?

- აი, ეგ მარ­თლა არ ვიცი. მთხო­ვეს, სა­ნამ გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ უნდა გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, იგი­ვე სთხო­ვეს იმ გა­და­ღე­ბა­ზე მყოფ ყვე­ლა ადა­მი­ანს. მარ­თლა არ ვიცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, ენას კბილს ძლივს ვა­ჭერ­დი, ვფიქ­რობ­დი, ეს რო­გორ არ უნდა ვთქვა-მეთ­ქი... მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა აგ­ვიხ­და. არ ვიცი, რამ­დე­ნი წელი უნდა გვე­მუ­შა­ვა მეც და დე­და­საც, ასე­თი ბინა ან სა­ერ­თოდ, ბინა რომ გვე­ყი­და.

- თან, სა­ბურ­თა­ლო­ზე ხარ, დე­დაც ახ­ლოს არის სამ­სა­ხურ­თან.

- არას­დროს მქო­ნია პრე­ტენ­ზია იმა­ზე, რომ ვა­კე­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე ან ვე­რა­ზე უნდა მე­ცხოვ­რა. როცა სახ­ლი არ გაქვს, მა­შინ უბ­ნებს კი არა, სა­კუ­თარ ჭერს ეძებ, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია ის, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვი­ზარ­დე და ისევ ამ უბან­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა… მოკ­ლედ, ვერ აგიხ­სნით, რა ძალა დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ეს სა­ი­დუმ­ლო ამ­დე­ნი ხნით შე­მე­ნა­ხა. დე­დაც მა­ლავ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც კი არა­ვინ იცო­და. გუ­შინ გვი­რე­კავ­და ყვე­ლა, გვი­ლო­ცავ­დნენ და თან გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ეს რო­გორ და­მა­ლე­თო.

- დე­დას რე­აქ­ცი­ებ­ზეც მი­ამ­ბე ცოტა…...

- დე­და­ჩე­მი დღემ­დე ვერ გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ახ­ლაც რომ მო­დის ამ სახ­ლში, კედ­ლებს ხე­ლით ეხე­ბა და უც­ნა­ურ კი­თხვებს სვამს: ეს მარ­თლა ჩვე­ნია, სახ­ლში წყა­ლი მარ­თლა აღარ ჩა­მოგ­ვი­ვა, აბა­ზა­ნა და სა­პირ­ფა­რე­შო შინ გვექ­ნე­ბა, ზამ­თარ­ში ეზო­ში სა­რე­ცხის რე­ცხვა აღარ მოგ­ვი­წევს, ჭურ­ჭელ­საც ცხელ წყალ­ში დავ­რე­ცხავ? ასეთ კი­თხვებს რომ სვამს, მე­ცო­დე­ბა, თვალ­ზე ცრემ­ლი მად­გე­ბა ხოლ­მე.

- წყა­ლი მარ­თლა ჩა­მოგ­დი­ო­დათ სახ­ლში?

- წყა­ლიც ჩა­მოგ­ვდი­ო­და, თოვ­ლიც და მი­წაც. იმას, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით და ცოტა ხანს კი­დევ მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა, ჭერი არ ერ­ქვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ ვერ გადადის ნაჩუქარ ბინაში სალომე ტეტიაშვილი

რატომ ვერ გადადის ნაჩუქარ ბინაში სალომე ტეტიაშვილი

''ნანუკას შოუმ'' სეზონი ქველმოქმედებით გახსნა. მომღერალი სალომე ტეტიაშვილი, ერთ-ერთი ბანკის დახმარებით, ბინით დაასაჩუქრა. მაყურებელმა სალომესა და მისი დედის, ქალბატონი თამარის გაოგნებული და გახარებული სახეები ჯერ კიდევ გადაცემის რეკლამის საშუალებით ნახა. ეჭვი ჩვენც გაგვიჩნდა, რომ სალომეს ბინა გადასცეს, მაგრამ მომღერალმა გადაცემის ეთერში გასვლამდე არაფერი თქვა. სამაგიეროდ, დაგვპირდა, რომ პირველ ემოციებს ჩვენს ჟურნალს გაუზიარებდა და პირობა შეასრულა.

მომღერალს ახალ სახლში ვესტუმრეთ.

- სალომე, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ნანუკა სიურპრიზს გიმზადებდა...…

- საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია?

- ჩვენც გვყავს ჩვენი ჩიტები ''რუსთავი 2''-ში.

- პირველი გადაცემის შემდეგ ნანუკამ დამირეკა და მითხრა, რომ კიდევ ერთ გადაცემაში მიმიწვევდა, რადგან ჩემთვის პატარა სიურპრიზი ჰქონდა. ამხელა მასშტაბების სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი. თან ეს ზარი თებერვალში იყო, მას მერე იმდენი დრო გავიდა, აღარც ველოდებოდი არაფერს.

- როდის ჩაიწერა გადაცემა და თუ გითხრეს წინასწარ?

- გადაცემა 31 ივლისს ჩაიწერა. რა თქმა უნდა, წინასწარ არაფერი ვიცოდი. მითხრეს ის, რომ ნანუკა იწყებდა ახალ რეალურ შოუს, სადაც მონაწილე უნდა ყოფილიყო დედაჩემი და მე უნდა მემღერა შოუს პირველ გადაღებაზე. როცა ამ სახლში ამოვედი, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო შემდეგი: აქ სად უნდა ვიმღერო-მეთქი. ქვევით სადარბაზოსთან რომ ვიდექი, ვიღაცებმა მაცივარი, ტელევიზორი მოიტანეს და მაშინაც ვერ მივხვდი ვერაფერს. ხომ ვიცოდი, რომ რეალური შოუ იწყებოდა, ვიფიქრე, მონაწილეებს სახლს უწყობენ-მეთქი. რაც პრინციპში ასეც იყო, ოღონდ ჩვენ გვიწყობდნენ სახლს. ვანო ჯავახიშვილმა, ირინა ონაშვილმა და სტეფანე მღებრიშვილმაც არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ნანუკამ და ბანკის წარმომადგენელმა იცოდნენ სიმართლე.

- როდის მიხვდი, რომ ეს სახლი შენი იყო?

- ბოლომდე ვერ მივხვდი, მეტსაც გეტყვით, ნანუკამ რომ თქვა, ახლა ჩვენ თამარსა და სალომეს სახლი დავულაგეთო, მაშინაც ვერ მივხვდი. წინადადება ვერ გავშიფრე უცებ. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ, დანარჩენებიც შოკში იყვნენ.

- როგორ მოახერხე, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ამ სიხარულს მალავდი, შენმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ ამ ამბის შესახებ?

- აი, ეგ მართლა არ ვიცი. მთხოვეს, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ეს ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნებულიყო, იგივე სთხოვეს იმ გადაღებაზე მყოფ ყველა ადამიანს. მართლა არ ვიცი, როგორ მოვახერხე, ენას კბილს ძლივს ვაჭერდი, ვფიქრობდი, ეს როგორ არ უნდა ვთქვა-მეთქი... მთელი ცხოვრების ოცნება აგვიხდა. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გვემუშავა მეც და დედასაც, ასეთი ბინა ან საერთოდ, ბინა რომ გვეყიდა.

- თან, საბურთალოზე ხარ, დედაც ახლოს არის სამსახურთან.

- არასდროს მქონია პრეტენზია იმაზე, რომ ვაკეში, საბურთალოზე ან ვერაზე უნდა მეცხოვრა. როცა სახლი არ გაქვს, მაშინ უბნებს კი არა, საკუთარ ჭერს ეძებ, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია ის, რომ საბურთალოზე გავიზარდე და ისევ ამ უბანში მიწევს ცხოვრება… მოკლედ, ვერ აგიხსნით, რა ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საიდუმლო ამდენი ხნით შემენახა. დედაც მალავდა. ტელევიზიაშიც კი არავინ იცოდა. გუშინ გვირეკავდა ყველა, გვილოცავდნენ და თან გვეკითხებოდნენ, ეს როგორ დამალეთო.

- დედას რეაქციებზეც მიამბე ცოტა…...

- დედაჩემი დღემდე ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ახლაც რომ მოდის ამ სახლში, კედლებს ხელით ეხება და უცნაურ კითხვებს სვამს: ეს მართლა ჩვენია, სახლში წყალი მართლა აღარ ჩამოგვივა, აბაზანა და საპირფარეშო შინ გვექნება, ზამთარში ეზოში სარეცხის რეცხვა აღარ მოგვიწევს, ჭურჭელსაც ცხელ წყალში დავრეცხავ? ასეთ კითხვებს რომ სვამს, მეცოდება, თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე.

- წყალი მართლა ჩამოგდიოდათ სახლში?

- წყალიც ჩამოგვდიოდა, თოვლიც და მიწაც. იმას, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და ცოტა ხანს კიდევ მოგვიწევს ცხოვრება, ჭერი არ ერქვა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება