სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს
მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს

მეც­ნი­ე­რე­ბი დე­და­მი­წის აღ­სას­რუ­ლის ახალ თა­რიღს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ­ჯე­რად წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა როლ­ში ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც კა­ცობ­რი­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის თა­რიღს ამ­ხე­ლენ. 2880 წლის 16 მარტს დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლე აღარ იქ­ნე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­მოთ­ვა­ლეს, რომ სწო­რედ ამ დღეს დაგ­ვე­ჯა­ხე­ბა გი­გან­ტუ­რი ას­ტე­რო­ი­დი და შე­სა­ბა­მი­სად დად­გე­ბა სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი. ას­ტე­რო­იდს სა­ხე­ლიც უწო­დეს, მას 1950 დიეი ჰქვია.

თუ შე­ჯა­ხე­ბა მოხ­დე­ბა, აფეთ­ქე­ბის სიძ­ლი­ე­რე მათი მო­ნა­ცე­მე­ბით 45 000 მე­გა­ტო­ნი ტრო­ტი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. შე­ჯა­ხე­ბა გი­გან­ტურ აფეთ­ქე­ბას და ცუ­ნამს გა­მო­იწ­ვევს, რის შე­დე­გა­დაც შე­იც­ვლე­ბა დე­და­მი­წის კლი­მა­ტი და კა­ცობ­რი­ო­ბა გა­ნად­გურ­დე­ბა.

ბო­ლოს დე­და­მი­წა­ზე აპო­კა­ლიფ­სის­თვის აქ­ტი­უ­რად 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მა­შინ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი არ დამ­დგა­რა. ცოტა ხნის წინ კი შოტ­ლან­დი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ერ­თოდ "გა­და­დეს" არ­მა­გე­დო­ნის დად­გო­მის თა­რი­ღი. ხოლო სენტ ენ­დრი­უს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზე­ბით, ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი მხო­ლოდ ერთი მი­ლი­არ­დი წლის შემ­დეგ გა­ნად­გურ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ს მი­ხედ­ვით.
დდდ
1

რა განადგურებაზეა საუბარი როცა ცოცხალი ხარ, იხარე , იბედნიერე და იცხოვრე ადამიანურად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს

მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს

მეცნიერები დედამიწის აღსასრულის ახალ თარიღს ასახელებენ. ამჯერად წინასწარმეტყველთა როლში ამერიკელი მკვლევარები გვევლინებიან, რომლებიც კაცობრიობის აბსოლუტური განადგურების თარიღს ამხელენ. 2880 წლის 16 მარტს დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება.

სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ სწორედ ამ დღეს დაგვეჯახება გიგანტური ასტეროიდი და შესაბამისად დადგება სამყაროს აღსასრული. ასტეროიდს სახელიც უწოდეს, მას 1950 დიეი ჰქვია.

თუ შეჯახება მოხდება, აფეთქების სიძლიერე მათი მონაცემებით 45 000 მეგატონი ტროტილის ექვივალენტური იქნება. შეჯახება გიგანტურ აფეთქებას და ცუნამს გამოიწვევს, რის შედეგადაც შეიცვლება დედამიწის კლიმატი და კაცობრიობა განადგურდება.

ბოლოს დედამიწაზე აპოკალიფსისთვის აქტიურად 2012 წლის 21 დეკემბერს ემზადებოდნენ, თუმცა მაშინ სამყაროს დასასრული არ დამდგარა. ცოტა ხნის წინ კი შოტლანდიელმა მეცნიერებმა საერთოდ "გადადეს" არმაგედონის დადგომის თარიღი. ხოლო სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ექსპერტების პროგნოზებით, ჩვენს პლანეტაზე ყველანაირი ცოცხალი ორგანიზმი მხოლოდ ერთი მილიარდი წლის შემდეგ განადგურდება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.