ამერიკელი დეილ დეკერი მუდმივი გენიტალური გამოღვიძების სინდრომით იტანჯება. ამ დაავადების გამოვლინება არის ის, რომ მამაკაცი დღეში ასჯერ განიცდის ორგაზმს. "წარმოიდგინეთ, რომ მუხლებზე დგახართ საკუთრი მამის საფლავის ქვასთან და გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამთ, როდესაც მოულოდნელად ზედიზედ ცხრა ორგაზმს განიცდით. თან მთელი ოჯახი უყურებს ამ ფაქტს", - ყვება საკუთარი გასაჭირის შესახებ დეკერი.
დეილ დეკერი და მისი მეუღლე ცალ-ცალკე საწოლებში წვანან. სექსი ძალიან რთულად აქვთ. მას არ შეუძლია სამსახურის შენარჩუნება და ოჯახის რჩენა. მას გარეთ გასვლისაც კი ეშინია, რადგან გარდაუვალი ორგაზმი შეიძლება ძალიან სამარცხვინო საზოგადო ადგილას მოუვიდეს.
დეკერი ამ სიტუაციას სპაზმს ადარებს და ამბობს, რომ არანაირ სიამოვნებას ამ დროს არ განიცდის. მას არ შეუძლია ორგაზმის კონტროლი და ძილშიც კი რამდენჯერმე აღწევს ეაკულაციას. დეილ დეკერს იმედი აქვს, რომ ამ დაავადებისგან განიკურნება და შეძლებს ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელებას.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.