მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს
ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, მი­ხე­ილ მეს­ხი და თი­ნა­თინ და­ლა­ქიშ­ვი­ლი ყა­ზა­ხეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რა­ზი­ულ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­ა­ჯილ­დო­ვეს.

სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო თი­ნა­თინ და­ლა­ქიშ­ვილს გა­და­ე­ცა ფილმში "ვარ­სკვლა­ვი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის. ფილ­მი ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა უნდა, ცნო­ბილ ადა­მი­ანს რომ და­ემ­სგავ­სოს. "გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვა, ერთი მხრივ, სა­თა­მა­შოდ რთუ­ლი როლი იყო, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ მშვე­ნი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე ფილ­მის რე­ჟი­სორ ანა მე­ლიკ­ვა­ნას­თან მუ­შა­ო­ბი­სას", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო "მან­და­რი­ნებ­ში" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ოთხ მსა­ხი­ობს გა­და­ე­ცა (ლემ­ბიტ ულფ­საკს, ელმო ნი­უ­გა­ნენს, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს და მი­ხე­ილ მესხს). ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ომის მე­ქა­ნიზ­მის ამოხ­სნას ცდი­ლობს და სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი ის­რა­ელ­ში გა­და­ღე­ბულ ფილ­მს გა­და­ე­ცა. სუ­რა­თის სა­ხელ­წო­დე­ბაა "მის გვერ­დით", რე­ჟი­სო­რი ასაფ კორ­მა­ნია, სცე­ნა­რი კი მის მე­უღ­ლეს ლი­რონ ბენ შლუშს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე თა­მა­შობს ფილმში.

სა­უ­კე­თე­სო რე­ჟის­ო­რად ბე­ნე­დიქტ ერ­ლინგსო­ნი და­სა­ხელ­და ფილ­მის­თვის "ცხე­ნებ­ზე და ადა­მი­ა­ნებ­ზე". ის­ლან­დი­უ­რი დრა­მა­ტუ­ლი კო­მე­დია ის­ტო­რი­ე­ბის ნაკ­რე­ბია ის­ლან­დი­ე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ცხე­ნებ­თან და ერ­თმა­ნეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია georgianews.ge-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

ქართველი მსახიობები გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი და თინათინ დალაქიშვილი ყაზახეთში გამართულ ევრაზიულ კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო თინათინ დალაქიშვილს გადაეცა ფილმში "ვარსკვლავი" შესრულებული როლისთვის. ფილმი ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის გაკეთება უნდა, ცნობილ ადამიანს რომ დაემსგავსოს. "გულახდილად რომ ვთქვა, ერთი მხრივ, სათამაშოდ რთული როლი იყო, თუმცა მეორე მხრივ მშვენიერი გამოცდილება მივიღე ფილმის რეჟისორ ანა მელიკვანასთან მუშაობისას", - განაცხადა თინათინ დალაქიშვილმა.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო "მანდარინებში" მთავარი როლის შემსრულებელ ოთხ მსახიობს გადაეცა (ლემბიტ ულფსაკს, ელმო ნიუგანენს, გიორგი ნაკაშიძეს და მიხეილ მესხს). ფილმის სიუჟეტი ომის მექანიზმის ამოხსნას ცდილობს და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალის მთავარი პრიზი ისრაელში გადაღებულ ფილმს გადაეცა. სურათის სახელწოდებაა "მის გვერდით", რეჟისორი ასაფ კორმანია, სცენარი კი მის მეუღლეს ლირონ ბენ შლუშს ეკუთვნის, რომელიც აგრეთვე თამაშობს ფილმში.

საუკეთესო რეჟისორად ბენედიქტ ერლინგსონი დასახელდა ფილმისთვის "ცხენებზე და ადამიანებზე". ისლანდიური დრამატული კომედია ისტორიების ნაკრებია ისლანდიელების ურთიერთობაზე ცხენებთან და ერთმანეთთან მიმართებაში.

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება