პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები
ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები

რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში "სა­ბას" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მოვ­ლინ­დნენ: სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი - ლია ლი­ქო­კე­ლი, დე­ვის ცო­ლის სი­ცი­ლი, პო­ე­ზია (გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­უნ­ჯე"); პრო­ზა­უ­ლი ნა­წი­ლი - Toresa Mossy, "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა" ("პა­ლიტ­რა L"); სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა - თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე, გან­სჯა­ნი (ილი­ე­ლი); სა­უ­კე­თე­სო ეს­სე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა - გოგი გვა­ხა­რია, ცრემ­ლი­ა­ნი სათ­ვა­ლე (ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა); სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნი - გი­ორ­გი გო­კი­ე­ლი - ლუის კე­რო­ლის "ელი­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" (ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა); სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა - და­ვით გა­ბუ­ნია, პი­ე­სე­ბი ("დი­ო­გე­ნე"); სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი - არ­ჩილ ქი­ქო­ძე, ჩი­ტის და კა­ცის ამ­ბა­ვი (სი­ეს­ტა); სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი, სახ­ლის გა­ყიდ­ვა ("სა­უნ­ჯე"); სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი - ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლია, ფორ­მა N100 ("ინ­ტე­ლექ­ტი"); ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი თარ­გმა­ნი - დო­ნალდ რე­ი­ფილ­დი, ოთარ ჭი­ლა­ძის "ავე­ლუ­მი" (ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნი); პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის გა­და­ე­ცა და­ვით წე­რე­დი­ანს.

სა­ბას ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ჟი­უ­რი­ში შე­დი­ოდ­ნენ მწე­რა­ლი ან­დრო ბუ­ა­ჩი­ძე, ფი­ლო­ლო­გი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, დრა­მა­ტურ­გი მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი და პუბ­ლი­ცის­ტი ბი­ძი­ნა მა­ყაშ­ვი­ლი.

წელს საპ­რე­მიო ფონ­დი 44 ათას ლარს შე­ად­გენ­და, რო­მელ­საც გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტო­რებს "სა­ბას" კონ­კურ­სის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, "თი­ბი­სი" ბან­კი გა­დას­ცემს.

ყო­ველ­წლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "საბა" 2003 წელს და­ფუძნ­და და მისი მი­ზა­ნი გა­სუ­ლი ერთი წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები

ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "საბას" ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი, პოეზია (გამომცემლობა "საუნჯე"); პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, "სიბრძნე სიცრუისა" ("პალიტრა L"); საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი (ილიელი); საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო თარგმანი - გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია, პიესები ("დიოგენე"); საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი (სიესტა); საუკეთესო პოეტური კრებული - ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა ("საუნჯე"); საუკეთესო რომანი - ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 ("ინტელექტი"); ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის "აველუმი" (ინგლისური თარგმანი); პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა დავით წერედიანს.

საბას ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე გასაიდუმლოებული იყო. ჟიურიში შედიოდნენ მწერალი ანდრო ბუაჩიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი.

წელს საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენდა, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს "საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "თიბისი" ბანკი გადასცემს.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია