აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში "ბოევიკები" და რუსი სამხედროები უკრაინელი სამთავრობო ძალების პოზიციებზე შეტევებს აგრძელებენ. უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და სარაკეტო არტილერიიდან.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ დრომდე დაძაბული ვითარება რჩება მარიუპოლის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, თუმცა წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა დონეცკში.