პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქრიკამ" ლაშას მკვლელობამდე დოლიძის ქუჩაზე ბიჭები დაჭრა - რას ჰყვება აბაშიძის ქუჩაზე მოკლული მახარაძის დედა
"ოქრიკამ" ლაშას მკვლელობამდე დოლიძის ქუჩაზე ბიჭები დაჭრა - რას ჰყვება აბაშიძის ქუჩაზე მოკლული მახარაძის დედა

აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 27 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, პრო­კუ­რორ­მა ლაშა ცქვი­ტა­რი­ამ სა­სა­მარ­თლო­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა მის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე და მისი ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბიც გა­იხ­სე­ნა.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ("ოქ­რი­კა") გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვი­სა და ქურ­დო­ბის­თვის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბით, 16 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლი ოდ­ნავ შე­უმ­ცი­რა და 13 წელი და 5.000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. რო­გორც ყვე­ლას, ოქ­რო­პი­რი­ძე­საც შე­ე­ხო სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტია. შეკ­რე­ბი­თო­ბაც გა­უქ­მდა და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ 6 წლი­თა და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრეს. არც ამით დაკ­მა­ყო­ფილ­და, შე­წყა­ლე­ბა სთხო­ვა პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს, მა­ნაც სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა, ამის შემ­დეგ ოქ­რო­პი­რი­ძემ კი­დევ ერთი გზა გა­მო­ი­ყე­ნა ცი­ხი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად - ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ას მი­მარ­თა და ის ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, პი­რო­ბი­თად მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა ოქ­რო­პი­რი­ძემ 2 სექ­ტემ­ბერს ლაშა მა­ხა­რა­ძე მოკ­ლა და მი­ი­მა­ლა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ის ცხინ­ვალ­ში და­ა­კა­ვეს და ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ცეს.

ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ოქ­რო­პი­რი­ძის მე­გო­ბა­რი ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლიც იხ­დის სას­ჯელს. მას და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი. სწო­რედ მისი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ოქ­რო­პი­რი­ძე და­ნა­შა­უ­ლის დღეს.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის ჩვე­ნე­ბი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"ჩემს მშობ­ლებს მე ვყა­ვარ მხო­ლოდ და რო­გო­რია, მი­ა­ძა­ხონ, მკვლე­ლი შვი­ლი გა­გიზ­რდი­ა­თო. ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია მომ­ხდა­რი, მაგ­რამ ტრა­გე­დი­ას ტრა­გე­დი­ას ნუ და­ა­მა­ტებთ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ვარ, სპორ­ტსმე­ნი, ცოლი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო და ვი­ცხოვ­რო. არა­ვის მოკ­ვლა არ მნდო­მე­ბია, მით უმე­ტეს, ლაშა მა­ხა­რა­ძის. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ჰქონ­დათ ჩემ მი­მართ ინ­ტე­რე­სი და ეს მო­მი­წყვეს... მე იქ არ ვყო­ფილ­ვარ. მა­შინ მო­ტი­ვი მი­თხრას პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რა­ტომ მოვ­კლავ­დი ლაშა მა­ხა­რა­ძეს?"..

ლაშა მა­ხა­რა­ძის დედა, ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი ოქ­რო­პი­რი­ძემ მო­უკ­ლა.

- ოქ­რო­პი­რი­ძე ჩემი შვი­ლის ახლო ამ­ხა­ნა­გი არ ყო­ფი­ლა. ის ჩვე­ნი უბ­ნე­ლია. არც ის ინ­ფორ­მა­ცი­აა სი­მარ­თლე, თით­ქოს ჩემს უფ­როს შვილ­თან, თენ­გოს­თან ჰქონ­და ცი­ხე­ში კონ­ფლიქ­ტი და მერე ლა­შა­ზე იძია შური. ისი­ნი ერთ სა­კან­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლან, მაგ­რამ ვიცი, რომ თენ­გო, რო­გორც უმ­ცროს უბ­ნელ ბიჭს, პა­ტივს სცემ­და, უყოფ­და შა­ქარს, ჩაის, ტან­საც­მელს. ამ არა­კაც­მა კი ასე და­ა­ფა­სა ის ურ­თი­ერ­თო­ბა... მკვლელ­მა კარ­გად იცო­და, რა უბე­დუ­რე­ბაც დაგ­ვა­ტყდა თავს - შარ­შან თენ­გო მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და სა­მი­ვე და­ი­ღუ­პა. ლაშა ამ ტრა­გე­დი­ას სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. მთე­ლი დღე­ე­ბი იჯდა გა­რინ­დუ­ლი და ხმას არ იღებ­და. იმ ტკი­ვილს რა მოგ­ვი­შუ­შებს, ახლა ლა­შას მკვლე­ლო­ბა... არ ვიცი, რო­გორ ას­წია იმ არა­კაც­მა ლა­შა­ზე ხელი, რო­გორ და­ა­ხა­ლა ტყვი­ე­ბი. ოქ­რო­პი­რი­ძე უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. დე­და­მის­მა ცი­ხე­ში წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი და­იხ­ვია ხელ­ზე და იმ­დე­ნი გა­ა­კე­თა, მკვლე­ლი გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ოქრიკამ" ლაშას მკვლელობამდე დოლიძის ქუჩაზე ბიჭები დაჭრა - რას ჰყვება აბაშიძის ქუჩაზე მოკლული მახარაძის დედა

"ოქრიკამ" ლაშას მკვლელობამდე დოლიძის ქუჩაზე ბიჭები დაჭრა - რას ჰყვება აბაშიძის ქუჩაზე მოკლული მახარაძის დედა

აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. თუმცა, პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის ბრალეულობაზე და მისი ძველი დანაშაულებიც გაიხსენა.

გიორგი ოქროპირიძე ("ოქრიკა") განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული. სასჯელთა შეკრებითობით, 16 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ოდნავ შეუმცირა და 13 წელი და 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ყველას, ოქროპირიძესაც შეეხო საყოველთაო ამნისტია. შეკრებითობაც გაუქმდა და არჩევნების შემდეგ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრეს. არც ამით დაკმაყოფილდა, შეწყალება სთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს, მანაც სასჯელი გაუნახევრა, ამის შემდეგ ოქროპირიძემ კიდევ ერთი გზა გამოიყენა ციხიდან გამოსასვლელად - ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართა და ის ციხიდან გამოუშვეს. პროკურატურის მტკიცებით, პირობითად მსჯავრდადებულმა ოქროპირიძემ 2 სექტემბერს ლაშა მახარაძე მოკლა და მიიმალა. რამდენიმე დღეში ის ცხინვალში დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ამ საქმეზე ბრალდებული ოქროპირიძის მეგობარი ვლადიმერ ბერძენიშვილიც იხდის სასჯელს. მას დანაშაულის დამალვაში ედება ბრალი. სწორედ მისი მანქანით გადაადგილდებოდა ოქროპირიძე დანაშაულის დღეს.

გიორგი ოქროპირიძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ჩემს მშობლებს მე ვყავარ მხოლოდ და როგორია, მიაძახონ, მკვლელი შვილი გაგიზრდიათო. ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედიას ნუ დაამატებთ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვარ, სპორტსმენი, ცოლი მინდა მოვიყვანო და ვიცხოვრო. არავის მოკვლა არ მნდომებია, მით უმეტეს, ლაშა მახარაძის. მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ჩემ მიმართ ინტერესი და ეს მომიწყვეს... მე იქ არ ვყოფილვარ. მაშინ მოტივი მითხრას პროკურატურამ, რატომ მოვკლავდი ლაშა მახარაძეს?"..

ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ შვილი ოქროპირიძემ მოუკლა.

- ოქროპირიძე ჩემი შვილის ახლო ამხანაგი არ ყოფილა. ის ჩვენი უბნელია. არც ის ინფორმაციაა სიმართლე, თითქოს ჩემს უფროს შვილთან, თენგოსთან ჰქონდა ციხეში კონფლიქტი და მერე ლაშაზე იძია შური. ისინი ერთ საკანში არასოდეს ყოფილან, მაგრამ ვიცი, რომ თენგო, როგორც უმცროს უბნელ ბიჭს, პატივს სცემდა, უყოფდა შაქარს, ჩაის, ტანსაცმელს. ამ არაკაცმა კი ასე დააფასა ის ურთიერთობა... მკვლელმა კარგად იცოდა, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს - შარშან თენგო მეუღლესა და შვილთან ერთად ავარიაში მოყვა და სამივე დაიღუპა. ლაშა ამ ტრაგედიას საშინლად განიცდიდა. მთელი დღეები იჯდა გარინდული და ხმას არ იღებდა. იმ ტკივილს რა მოგვიშუშებს, ახლა ლაშას მკვლელობა... არ ვიცი, როგორ ასწია იმ არაკაცმა ლაშაზე ხელი, როგორ დაახალა ტყვიები. ოქროპირიძე უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დედამისმა ციხეში წამების ფაქტები დაიხვია ხელზე და იმდენი გააკეთა, მკვლელი გარეთ გამოიყვანა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ