სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტის მდედრობითი სქესის მომხმარებლების გული, ამერიკელმა კრიმინალმა დაიპყრო, რომელმაც თავისი ფოტოგენურობით მსოფლიო აალაპარაკა. ამის შემდეგ, არ გასულა დიდი დრო და ინტერნეტს მეორე ტალღამ გადაუარა. ამჯერად, ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღება 21 წლის სექსუალურმა მძარცველმა ქალმა მიიპყრო.
მონრეალელი გოგონა, სახელად სტეფანი ბოდუა, ასზე მეტ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის 48 - საცხოვრებელ სახლში უკანონო შეჭრაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გოგონას თანამზრახველები 15-17 წლის ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც სტეფანი, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარების სანაცვლოდ, ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა.