პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­რი, დო­დო­ნა კი­ზი­რია სან­დრა რუ­ლოვ­სის ბი­ნის და­ყა­და­ღე­ბას და ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის მი­მართ გა­მოთ­ქმულ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ყო­ველ­დღე სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბი იმე­დი მრჩე­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აღარ შე­მო­ხა­ზავს 41-ს შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ში. გუ­შინ გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში, ერთი მხრივ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და, მე­ო­რე მხრივ, მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის კა­მა­თის დროს დარ­ბაზ­ში მსხდო­მი მა­ყუ­რე­ბე­ლი მე­ოც­ნე­ბე­ებს უკ­რავ­და ტაშს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რდო­ბა იყო. მათ­გან კი უფრო ფხი­ზელ გო­ნე­ბას მო­ვე­ლო­დი. ეს მი­თუ­მე­ტეს არის გა­საკ­ვი­რი, რომ მათ შო­რის მხო­ლოდ ერ­თმა ას­წია ხელი კი­თხვა­ზე, ვის სწამს გულ­წრფე­ლად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ივა­ნაშ­ვი­ლი არ მარ­თავ­სო. ანუ ახალ­გაზ­რდო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცი­ან რა უვი­ცი, უკულ­ტუ­რო და ეჭვგა­რე­შე კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უდ­გას ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში.

დღეს კი­დევ უა­რე­სი რამ ვი­ხი­ლე - კო­მენ­ტა­რე­ბი სან­დრა რუ­ლოვ­სის ტე­ლე­გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აი, და­ახ­ლო­ვე­ბით ასე­თი: "მორ­გში რომ დაძ­ვრე­ბო­დი, მა­შინ გვი­კე­თებ­დი სი­კე­თეს, შე წუნ­კა­ლო?" "რა სი­კე­თე გა­გი­კე­თე­ბია, რომ გვა­მად­ლი?" "ჩემ­მა შვილ­მაც გა­ნი­ცა­და ტრავ­მა, როცა ბი­ნი­დან გა­მოგ­ვაგ­დეს მი­შას დროს," და სხვა მრა­ვა­ლი ასე­თი. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ქარ­თვე­ლო­ბა შემ­რცხვე­ბო­და!

ამ კო­მენ­ტა­რებ­მა გა­მახ­სე­ნა ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მოხ­და და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც იცი­ან. ყუმი და ბნე­ლი ხალ­ხი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რია. ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლიც უამ­რა­ვი. ასეა ამე­რი­კა­შიც. მაგ­რამ ერთხელ ერთ ქა­ლაქ­ში მო­მაკ­ვდა­ვი ბავ­შვის (კიბო ჰქონ­და უკა­ნას­კნელ ფა­ზა­ში) დე­დამ ტე­ლე­ვი­ზო­რით მი­მარ­თა მა­ყუ­რე­ბელს, შვი­ლი მიკ­ვდე­ბა და ისურ­ვა, ვინ­მემ სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა ("Silent night, Holy night) მიმ­ღე­რო­სო. ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რაა და მას ყო­ველ­თვის მღე­რი­ან შო­ბის დღე­ებ­ში.

იმა­ვე სა­ღა­მოს ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი თოვლში და სი­ცი­ვე­ში იდგა იმ ბავ­შვის სახ­ლის წინ და უმ­ღე­რო­და მას ამ სიმ­ღე­რას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, იქ სრუ­ლი­ად გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბიც იყ­ვნენ და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც და დე­მოკ­რა­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში მზად იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთს ყელ­ში სწვდე­ნოდ­ნენ. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა შუ­ა­შის­ტე­ბიც ბევ­რნი მი­ვიდ­ნენ, რათა მო­მაკ­ვდა­ვი ბავ­შვის­თვის ემ­ღე­რათ. გა­ა­კე­თებ­დნენ ამას ქარ­თვე­ლე­ბი, ეს ბავ­შვი რომ იმ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე მდგა­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ პო­ზი­ცი­ა­საც ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან?

ეხ, ერთ დროს რო­გორ ვეტ­რა­ბა­ხე­ბო­დი ამე­რი­კე­ლებს, მე ქარ­თვე­ლი ვარ-მეთ­ქი". - წერს კი­ზი­რია.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: |"მე­გო­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­დე­რო­ბის ყნოს­ვა მისი ბოღ­მი­ა­ნო­ბის მწვერ­ვა­ლი იყო" - დო­დო­ნა კი­ზი­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სანდრა რულოვსის ბინის დაყადაღებას და ყოფილი პირველი ლედის მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლები იმედი მრჩება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ შემოხაზავს 41-ს შემდგომ არჩევნებში. გუშინ გრიგოლიას გადაცემაში, ერთი მხრივ, ნაციონალების და, მეორე მხრივ, მეოცნებეების კამათის დროს დარბაზში მსხდომი მაყურებელი მეოცნებეებს უკრავდა ტაშს, თუმცა უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. მათგან კი უფრო ფხიზელ გონებას მოველოდი. ეს მითუმეტეს არის გასაკვირი, რომ მათ შორის მხოლოდ ერთმა ასწია ხელი კითხვაზე, ვის სწამს გულწრფელად, რომ საქართველოს ივანაშვილი არ მართავსო. ანუ ახალგაზრდობა კომფორტულად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ იციან რა უვიცი, უკულტურო და ეჭვგარეშე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი უდგას ქვეყანას სათავეში.

დღეს კიდევ უარესი რამ ვიხილე - კომენტარები სანდრა რულოვსის ტელეგამოსვლასთან დაკავშირებით. აი, დაახლოვებით ასეთი: "მორგში რომ დაძვრებოდი, მაშინ გვიკეთებდი სიკეთეს, შე წუნკალო?" "რა სიკეთე გაგიკეთებია, რომ გვამადლი?" "ჩემმა შვილმაც განიცადა ტრავმა, როცა ბინიდან გამოგვაგდეს მიშას დროს," და სხვა მრავალი ასეთი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!

ამ კომენტარებმა გამახსენა ერთი შემთხვევა, რომელიც ამერიკაში მოხდა და რომელიც შეიძლება საქართველოშიც იციან. ყუმი და ბნელი ხალხი ყველა ქვეყანაში ბევრია. ერთმანეთს პოლიტიკური სიტუაციის გამო დაპირისპირებულიც უამრავი. ასეა ამერიკაშიც. მაგრამ ერთხელ ერთ ქალაქში მომაკვდავი ბავშვის (კიბო ჰქონდა უკანასკნელ ფაზაში) დედამ ტელევიზორით მიმართა მაყურებელს, შვილი მიკვდება და ისურვა, ვინმემ საშობაო სიმღერა ("Silent night, Holy night) მიმღეროსო. ეს საყოველთაოდ ცნობილი სიმღერაა და მას ყოველთვის მღერიან შობის დღეებში.

იმავე საღამოს ნახევარი ქალაქი თოვლში და სიცივეში იდგა იმ ბავშვის სახლის წინ და უმღეროდა მას ამ სიმღერას. დარწმუნებული იყავით, იქ სრულიად გაუნათლებლებიც იყვნენ და განათლებულებიც, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში მზად იყვნენ ერთმანეთს ყელში სწვდენოდნენ. ეჭვი არ მეპარება შუაშისტებიც ბევრნი მივიდნენ, რათა მომაკვდავი ბავშვისთვის ემღერათ. გააკეთებდნენ ამას ქართველები, ეს ბავშვი რომ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგარი ადამიანის შვილი ყოფილიყო, რომელ პოზიციასაც ისინი უპირისპირდებიან?

ეხ, ერთ დროს როგორ ვეტრაბახებოდი ამერიკელებს, მე ქართველი ვარ-მეთქი". - წერს კიზირია.

დაგაინტერესებთ: |"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს