სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა
რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა და რა­მაზ ნო­ზა­ძე მშობ­ლე­ბი მე­სა­მედ გახ­დნენ, მე­სა­მეც გო­გოა, ევან­გე­ლია. ხა­ტი­ას ძა­ლი­ან მოს­წონს ეს სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც მის­მა დე­დამ­თილ­მა შეს­თა­ვა­ზა. ხა­ტი­ას სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ, ევას, რო­გორც მას მშობ­ლე­ბი ეძა­ხი­ან, მთე­ლი ჩვე­ნი სტუმ­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტკბი­ლად ეძი­ნა, არც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბამ შე­აშ­ფო­თა და არც სხვა რა­მემ.

- გი­ლო­ცავ მე­სა­მე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნას. მახ­სოვს, გე­გო­ნა, რომ ბიჭი გე­ყო­ლე­ბო­და.

- მერე გა­ვი­გეთ, რომ გო­გო­ნა იყო. პირ­ვე­ლად ბიჭი მი­თხრეს, მერე - გო­გო­ნა. და­ვი­ძა­ბე, როცა მი­თხრეს, გო­გო­ნა­აო. სა­ხე­ზე რომ შე­მე­ტყო შე­წუ­ხე­ბა, ექიმ­მა მი­ზე­ზი მკი­თხა და ვუ­პა­სუ­ხე, მე­სა­მე გო­გო­ნაა უკვე-მეთ­ქი. მერე მი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა, და­გეგ­მვის შე­დე­გად ბიჭი შე­გე­ძი­ნოს. ახლა გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე­ო­თხეს აუ­ცი­ლებ­ლად დავ­გეგ­მავ. პირ­ვე­ლი სამი და­უ­გეგ­მა­ვი იყო. ჩემს მე­უღ­ლეს არა აქვს მა­ინ­ცდა­მა­ინც ის მო­თხოვ­ნა, რომ ბიჭი გვყავ­დეს, გო­გო­ნე­ბით ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, მე მაქვს სურ­ვი­ლი, რომ მას ბიჭი ვა­ჩუ­ქო. დილა-სა­ღა­მოს მა­კო­კოს გა­ი­ძა­ხი­ან, ანუ მა­მი­კოს, კოც­ნი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვართ. მითი იმის შე­სა­ხებ, რომ გო­გო­ნე­ბი მა­მებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან, ჩემს ოჯახ­ში გა­მოვ­ცა­დე, მე ცოტა და­ვი­ჩაგ­რე, ბიჭს გა­ვა­ჩენ და მერე ვნა­ხავთ (იღი­მის). სამი წე­ლია უკვე, ორ­სუ­ლად ვარ. არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს, უბ­რა­ლოდ, მუ­ცე­ლი მე­ბე­რე­ბა. ამას წი­ნათ მე­გობ­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნე­ტავ, ორ­სუ­ლო­ბას სამი თვე სჭირ­დე­ბო­დეს-მეთ­ქი, გა­მომ­ხე­დეს და მი­პა­სუ­ხეს, აუ, შენ რამ­დე­ნი შვი­ლი გე­ყო­ლე­ბო­დაო (იცი­ნის).

პირ­ვე­ლი შვი­ლი 30 წლი­სამ გა­ვა­ჩი­ნე, ასეთ დროს სრუ­ლი­ად მზად ხარ. ის მო­მენ­ტი აღარ გაქვს, რომ გარ­თო­ბა გინ­და და შვი­ლი ხელს გიშ­ლის. შვი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე მა­გა­რი ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რია. ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რომ იყო ან დიდი პრობ­ლე­მა გქონ­დეს, რო­გორც კი გა­ი­გებ სი­ტყვებს, დე­დი­კო, მიყ­ვარ­ხარ, არა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი აღარ გახ­სოვს. სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ ოჯა­ხის შექ­მნა 30 წლამ­დე არ ღირს. უნდა ნახო ცხოვ­რე­ბა, ის­წავ­ლო, გა­ერ­თო. არ ვიცი, სხვე­ბი რო­გორ აზ­როვ­ნე­ბენ, მაგ­რამ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქმა­რი არა­ფერს მიკ­რძა­ლავს, რა­ღა­ცებ­ში თა­ვად ვი­ზღუ­დავ თავს. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ღა­მის ორ სა­ა­თამ­დე ვი­ჯე­ქი ხოლ­მე ბარ­ში, ვსვამ­დი, ვცეკ­ვავ­დი, ვერ­თო­ბო­დი. პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, მეო-თხე წე­ლია, სა­ერ­თოდ არ ვიცი, სას­მე­ლი რა არის. ჩემ­და უნე­ბუ­რად კომ­პლექ­სი გა­მიჩ­ნდა, რომ ალ­კოჰო­ლის სუ­ნით ჩემს შვი­ლებს შე­ვა­წუ­ხებ. შე­საძ­ლოა, ჩემს და­ქა­ლებ­თან ჯდო­მაც მინ­დო­დეს, მაგ­რამ 12 სა­ა­თი არის მაქ­სი­მუ­მი, კონ­კი­ა­სა­ვით ვარ სწო­რედ ამ დროს სახ­ლში. ისე­თი აღარ ვარ, რო­გო­რიც გა­თხო­ვე­ბამ­დე ვი­ყა­ვი. ამით იმას არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა ასე იქ­ცე­ვა. კარ­გი გა­ვა­კე­თე, რომ 30 წლის გავ­თხოვ­დი და არა, ვთქვათ, 25-ის. ჩემს შვი­ლებ­საც ავუხ­სნი, რომ ადრე გა­თხო­ვე­ბა არ არის კარ­გი.

- რა­მა­ზიც, ალ­ბათ, ამ აზ­რზე იქ­ნე­ბა.

- (იცი­ნის) რა­მაზს ვე­უბ­ნე­ბი, ცალი თვა­ლით შე­მა­ხე­და, ჩვე­ნი შვი­ლი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს რომ მო­გიყ­ვანს გა­საც­ნო­ბად-მეთ­ქი.

- ხა­ტია, ევას სა­ხე­ლი რო­გორ შე­ურ­ჩიე?

- როცა გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნა მე­ყო­ლე­ბო­და, და­ვუ­რე­კე ჩემს ქმარს, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხეთ­ში იყო და ვუ­თხა­რი, ესეც გო­გოა და გინ­და ბი­ჭის სა­ხე­ლი და­არ­ქვი, გინ­და გო­გო­ნა­სი-მეთ­ქი (იცი­ნის). რომ ჩა­მო­ვი­და, ჩემს დე­დამ­თილს ვეს­ტუმ­რეთ და დიდი ბე­ბი­ის სა­ხე­ლი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, რა ერ­ქვა დიდ ბე­ბი­ას-მეთ­ქი, ფიქ­რებ­ში წა­ვე­დი. მაგ­რამ როცა თქვა, ევან­გე­ლი­აო, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლია და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ჩემს გო­გო­ნებს უცხო სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ. ვი­ფიქ­რე, მე­სა­მე შვი­ლი არ და­მე­ჩაგ­როს-მეთ­ქი.

ჩემი სა­მი­ვე შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან რო­გორც ხა­სი­ა­თით, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. მგო­ნია, რომ ევა რა­მაზს და­ემ­სგავ­სე­ბა, ფე­რე­ბით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­მის­კენ არის. პირ­ვე­ლი არის თეთ­რი და მუქი თმა აქვს, მე­ო­რე შავგვრე­მა­ნია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მშობ­ლებ­საც არ გვგვა­ნან ერთი ერ­თში. მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მხიბ­ლავს, როცა ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მშობ­ლებს, მე დე­და­საც ძა­ლი­ან ვგა­ვარ და დე­ი­და­საც.

სა­ოც­რე­ბა მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ევა ხა­სი­ა­თით მშვი­დია, ჩემს პირ­ველ-ორ შვილს არც დღე ეძი­ნათ, არც ღამე. მე­ო­რეს დღემ­დე არ სძი­ნავს ღამე. არ ვიცი, მგო­ნია, ასა­კია ასე­თი, ოთხი წლი­დან ეზა­რე­ბათ დი­ლას გაღ­ვი­ძე­ბა და ამ დროს ვე­ლო­დე­ბი. ევას შემ­თხვე­ვა­ში ღმერ­თმა და­მინ­დო (იღი­მის).

- დამ­ხმა­რე­ე­ბი გყავს?

- ორი ძიძა, ერთი პა­ტა­რას უვ­ლის, მე­ო­რე - ორ დიდს.

- რა­მა­ზი, რო­გორც მივ­ხვდი, კარ­გი მა­მაა.

- სა­ღა­მოს ბავ­შვებს აძი­ნებს, ზღაპ­რებს უყ­ვე­ბა, ეს მგო­ნი, ის ფუნ­ქცი­აა, რაც დე­დას უნდა და­ე­კის­როს, მაგ­რამ ჩემ­მა შვი­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მა­მის მო­ყო­ლი­ლი ზღაპ­რე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ (იცი­ნის). დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქეთ მიყ­ვე­ბი­ან მა­მის მო­ყო­ლილ ზღაპ­რებს. რა­მა­ზი ცდი­ლობს, მის­მა შვი­ლებ­მა ბავ­შვუ­რად იცხოვ­რონ. დღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­ო­ბა გვყავს, მცი­რე ასა­კის ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ სე­რი­ა­ლებს, რაც არ მეს­მის. ჩე­მე­ბი მხო­ლოდ სა­ბავ­შვო არხს უყუ­რე­ბენ, ძა­ლი­ან უყ­ვართ სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა. მხი­ა­რუ­ლად ვა­ტა­რებთ დროს. არა­ნა­ი­რი აგ­რე­სი­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, სა­დაც სის­ხლის­მსმე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­დი­ან. ჩემი მე­გობ­რის შვი­ლე­ბი შე­დი­ან ინ­ტერ­ნეტ­ში და უყუ­რე­ბენ ფილ­მებს ვამ­პი­რებ­სა და ზომ­ბებ­ზე, არა მგო­ნია, რომ რე­კო­მენ-დე­ბუ­ლი იყოს ბავ­შვე­ბის ასე დატ­ვირ­თვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

- შენ და რა­მა­ზი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე თუ ფიქ­რობთ, ანაბ­რე­ბი ხომ არ გა­გიხ­სნი­ათ მათ­თვის?

- მახ­სოვს მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ჩემს სა­ხელ­ზე ანა­ბა­რი ბე­ბი­ამ გახ­სნა და ფუ­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შემ­დეგ მთე­ლი თან­ხა და­ი­კარ­გა. ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რე და მე და ჩემ­მა ქმარ­მა მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ოქრო შე­ვუგ­რო­ვოთ. არ­სე­ბობს ოქ­როს ანა­ბა­რი, შე­გიძ­ლია სე­ი­ფის აღე­ბა და იქ დაგ­რო­ვე­ბა, ოქრო არ ფუჭ­დე­ბა, არ იკარ­გე­ბა. ფუ­ლად ანა­ბარს ეს ვარ­ჩიე. დო­ლარს ებ­რძვი­ან და ჩვენ სა­ერ­თოდ სად ვართ. აქე­დან­ვე რომ და­ვი­წყო, 18 წლამ­დე ალ­ბათ რა­ღაც და­უგ­როვ­დე­ბათ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა

რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მშობლები მესამედ გახდნენ, მესამეც გოგოა, ევანგელია. ხატიას ძალიან მოსწონს ეს სახელი, რომელიც მისმა დედამთილმა შესთავაზა. ხატიას სახლში ვესტუმრეთ, ევას, როგორც მას მშობლები ეძახიან, მთელი ჩვენი სტუმრობის განმავლობაში ტკბილად ეძინა, არც ფოტოების გადაღებამ შეაშფოთა და არც სხვა რამემ.

- გილოცავ მესამე ქალიშვილის შეძენას. მახსოვს, გეგონა, რომ ბიჭი გეყოლებოდა.

- მერე გავიგეთ, რომ გოგონა იყო. პირველად ბიჭი მითხრეს, მერე - გოგონა. დავიძაბე, როცა მითხრეს, გოგონააო. სახეზე რომ შემეტყო შეწუხება, ექიმმა მიზეზი მკითხა და ვუპასუხე, მესამე გოგონაა უკვე-მეთქი. მერე მითხრეს, რომ შესაძლოა, დაგეგმვის შედეგად ბიჭი შეგეძინოს. ახლა გადავწყვიტე, რომ მეოთხეს აუცილებლად დავგეგმავ. პირველი სამი დაუგეგმავი იყო. ჩემს მეუღლეს არა აქვს მაინცდამაინც ის მოთხოვნა, რომ ბიჭი გვყავდეს, გოგონებით ძალიან განებივრებულია, მე მაქვს სურვილი, რომ მას ბიჭი ვაჩუქო. დილა-საღამოს მაკოკოს გაიძახიან, ანუ მამიკოს, კოცნიან, ძალიან უყვართ. მითი იმის შესახებ, რომ გოგონები მამებზე გიჟდებიან, ჩემს ოჯახში გამოვცადე, მე ცოტა დავიჩაგრე, ბიჭს გავაჩენ და მერე ვნახავთ (იღიმის). სამი წელია უკვე, ორსულად ვარ. არანაირი გართულება არ მაქვს, უბრალოდ, მუცელი მებერება. ამას წინათ მეგობრებს ვეუბნებოდი, ნეტავ, ორსულობას სამი თვე სჭირდებოდეს-მეთქი, გამომხედეს და მიპასუხეს, აუ, შენ რამდენი შვილი გეყოლებოდაო (იცინის).

პირველი შვილი 30 წლისამ გავაჩინე, ასეთ დროს სრულიად მზად ხარ. ის მომენტი აღარ გაქვს, რომ გართობა გინდა და შვილი ხელს გიშლის. შვილის სიყვარულზე მაგარი ამქვეყნად არაფერია. ძალიან გაბრაზებული რომ იყო ან დიდი პრობლემა გქონდეს, როგორც კი გაიგებ სიტყვებს, დედიკო, მიყვარხარ, არანაირი ტკივილი აღარ გახსოვს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნა 30 წლამდე არ ღირს. უნდა ნახო ცხოვრება, ისწავლო, გაერთო. არ ვიცი, სხვები როგორ აზროვნებენ, მაგრამ გათხოვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არაფერს მიკრძალავს, რაღაცებში თავად ვიზღუდავ თავს. მეგობრებთან ერთად ღამის ორ საათამდე ვიჯექი ხოლმე ბარში, ვსვამდი, ვცეკვავდი, ვერთობოდი. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, მეო-თხე წელია, საერთოდ არ ვიცი, სასმელი რა არის. ჩემდა უნებურად კომპლექსი გამიჩნდა, რომ ალკოჰოლის სუნით ჩემს შვილებს შევაწუხებ. შესაძლოა, ჩემს დაქალებთან ჯდომაც მინდოდეს, მაგრამ 12 საათი არის მაქსიმუმი, კონკიასავით ვარ სწორედ ამ დროს სახლში. ისეთი აღარ ვარ, როგორიც გათხოვებამდე ვიყავი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ყველა ასე იქცევა. კარგი გავაკეთე, რომ 30 წლის გავთხოვდი და არა, ვთქვათ, 25-ის. ჩემს შვილებსაც ავუხსნი, რომ ადრე გათხოვება არ არის კარგი.

- რამაზიც, ალბათ, ამ აზრზე იქნება.

- (იცინის) რამაზს ვეუბნები, ცალი თვალით შემახედა, ჩვენი შვილი თავის შეყვარებულს რომ მოგიყვანს გასაცნობად-მეთქი.

- ხატია, ევას სახელი როგორ შეურჩიე?

- როცა გავიგე, რომ გოგონა მეყოლებოდა, დავურეკე ჩემს ქმარს, რომელიც ყაზახეთში იყო და ვუთხარი, ესეც გოგოა და გინდა ბიჭის სახელი დაარქვი, გინდა გოგონასი-მეთქი (იცინის). რომ ჩამოვიდა, ჩემს დედამთილს ვესტუმრეთ და დიდი ბებიის სახელი შემოგვთავაზა. ვიფიქრე, ნეტავ, რა ერქვა დიდ ბებიას-მეთქი, ფიქრებში წავედი. მაგრამ როცა თქვა, ევანგელიაო, ძალიან გამიხარდა. იშვიათი სახელია და ძალიან მომეწონა, ჩემს გოგონებს უცხო სახელები ჰქვიათ. ვიფიქრე, მესამე შვილი არ დამეჩაგროს-მეთქი.

ჩემი სამივე შვილი ერთმანეთისგან როგორც ხასიათით, ასევე ფიზიკურად, ძალიან განსხვავდება. მგონია, რომ ევა რამაზს დაემსგავსება, ფერებით, ყოველ შემთხვევაში, მამისკენ არის. პირველი არის თეთრი და მუქი თმა აქვს, მეორე შავგვრემანია. ძალიან მიხარია, რომ მშობლებსაც არ გვგვანან ერთი ერთში. მაინცდამაინც არ მხიბლავს, როცა ძალიან ჰგვანან მშობლებს, მე დედასაც ძალიან ვგავარ და დეიდასაც.

საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ევა ხასიათით მშვიდია, ჩემს პირველ-ორ შვილს არც დღე ეძინათ, არც ღამე. მეორეს დღემდე არ სძინავს ღამე. არ ვიცი, მგონია, ასაკია ასეთი, ოთხი წლიდან ეზარებათ დილას გაღვიძება და ამ დროს ველოდები. ევას შემთხვევაში ღმერთმა დამინდო (იღიმის).

- დამხმარეები გყავს?

- ორი ძიძა, ერთი პატარას უვლის, მეორე - ორ დიდს.

- რამაზი, როგორც მივხვდი, კარგი მამაა.

- საღამოს ბავშვებს აძინებს, ზღაპრებს უყვება, ეს მგონი, ის ფუნქციაა, რაც დედას უნდა დაეკისროს, მაგრამ ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ მამის მოყოლილი ზღაპრები ურჩევნიათ (იცინის). დღის განმავლობაში აქეთ მიყვებიან მამის მოყოლილ ზღაპრებს. რამაზი ცდილობს, მისმა შვილებმა ბავშვურად იცხოვრონ. დღეს კომპიუტერული თაობა გვყავს, მცირე ასაკის ბავშვები უყურებენ სერიალებს, რაც არ მესმის. ჩემები მხოლოდ საბავშვო არხს უყურებენ, ძალიან უყვართ სიმღერა და ცეკვა. მხიარულად ვატარებთ დროს. არანაირი აგრესიული კომპიუტერული თამაშები, სადაც სისხლისმსმელი პერსონაჟები დადიან. ჩემი მეგობრის შვილები შედიან ინტერნეტში და უყურებენ ფილმებს ვამპირებსა და ზომბებზე, არა მგონია, რომ რეკომენ-დებული იყოს ბავშვების ასე დატვირთვა ფსიქოლოგიურად.

- შენ და რამაზი შვილების მომავალზე თუ ფიქრობთ, ანაბრები ხომ არ გაგიხსნიათ მათთვის?

- მახსოვს მწარე გამოცდილება, ბავშვობაში ჩემს სახელზე ანაბარი ბებიამ გახსნა და ფულის გაუფასურების შემდეგ მთელი თანხა დაიკარგა. ამიტომაც ვიფიქრე და მე და ჩემმა ქმარმა მოვილაპარაკეთ, რომ ოქრო შევუგროვოთ. არსებობს ოქროს ანაბარი, შეგიძლია სეიფის აღება და იქ დაგროვება, ოქრო არ ფუჭდება, არ იკარგება. ფულად ანაბარს ეს ვარჩიე. დოლარს ებრძვიან და ჩვენ საერთოდ სად ვართ. აქედანვე რომ დავიწყო, 18 წლამდე ალბათ რაღაც დაუგროვდებათ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება