გემომეტრის სტუმრები ''პალიტრა TV''-ის წამყვანი ნატალია ტყეშელაშვილი და იუმორისტი გიგა ტაბიძე-ორლოვი საყვარელი სილამაზის სალონებისა და სამოსის მაღაზიების შესახებ ისაუბრებენ.
- შოპინგი ერთგვარი თერაპიაა. ძალიან გემოვნებიანი მაღაზიათა ქსელია ''პოდიუმი'', სადაც დიდი სიამოვნებით ვიცვამ, ასევე ჩემი ფავორიტი მაღაზიებია, No Name და ''ლოლა'', ''პოდიუმთან'' ერთად.
- ზოგადად ქართულ ბაზარზე, თუნდაც ახალგახსნილ მაღაზიებზე, მოლებზე რას ფიქრობ?
- კარგია, რომ თბილისში ხელმისაწვდომი გახდა ''ზარა'', ''მასიმო დუტი'' და სხვა მსგავსი ბრენდების მაღაზიები, ასევე გაიხსნა ''თბილისი მოლი'', სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი გემოვნებისა და საშუალებიდან გამომდინარე შეარჩიოს სამოსი.
- ხშირად ამბობენ, საქართველოში სამოსი უფრო ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთო.
- კი, სამწუხაროდ, ასეა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი არ იწარმოება, ძირითადად, შემოტანილი პროდუქცია იყიდება, ამას სჭირდება განბაჟება, გარდა ამისა, ადამიანს მოგებაც ხომ უნდა დარჩეს, ეს კი თავისთავად ფასს მაღლა სწევს. თუ საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, ჯობს, თან იმოგზაუროს და თან იშოპინგოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე ხელი ყველას არ მიგვიწვდება.
- რაც შეეხება სილამაზის სალონებს, სად დადიხარ ყველაზე ხშირად?
- ''პოდიუმში'', იმიტომ რომ იქ ჩემი ყველაზე საყვარელი სტილისტი ლევან ხმალაძე მუშაობს. გარდა ამისა, კარგია ''ლა ჟოლი''.
- ექსპერიმენტები გიყვარს ამ კუთხით?
- კი, მაქვს ხოლმე შემოტევები და ასეთ დროს ლევანი იცინის და მეკითხება, რა იყო, დეპრესიაში ხარო?! ხშირად მიჩნდება სურვილი, თმა დავიმოკლო, ფერი შევიცვალო, ვიყავი ქერა, ჟღალი, მაგრამ ვერაფერი მოვირგე, ისევ ბუნებრივ ფერზე დავრჩი, ეს მიხდება.
- ვარცხნილობის, ფერის შეცვლა არის ერთგვარი შვება დეპრესიის დროს?
- არა, რა თქმა უნდა, თავის მოტყუებაა. საკუთარ თავს ვერანაირ თმის ფერში ვერ გაე-ქცევი. როდესაც ქალი ლამაზად დავარცხნილია, კარგი მაკიაჟი აქვს და მომხიბვლელად გამოიყურება, ეს განწყობას ამაღლებს, მაგრამ პრობლემების დაძლევაში ვერ დაგეხმარება.
გიგა ტაბიძე:
- მომწონს მაღაზიებში სიარული და მაქვს საყვარელი ბრენდები და მაღაზიები. ''თბილისი მოლში'' დავდივარ ხშირად, ასევე ''ზარაში'', ''ბერშკაში'', ''კოლინზში''. მიყვარს სპორტული ტანსაცმელი, ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ ''ადიდასს'', ''ნაიკის''.