პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)
ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)

ჩვენს გარ­შე­მო ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა, თუმ­ცა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­სა და საქ­მე­ზე იმ­დე­ნად ვართ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ ზოგ­ჯერ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებ­საც კი ვერ ვამ­ჩნევთ.

ცოტა ხნის წინ "პა­ლიტ­რა TV"-მ გა­და­ცე­მა­ში "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი" სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენს თვალ­წინ გამ­ვლე­ლი მა­თხო­ვარს ძარ­ცვავს. რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით? ექ­სპე­რი­მენ­ტი პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას ჩა­ტარ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის საქ­ცი­ელ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა მშვე­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­მაც მა­მა­კა­ცი ამ­ხი­ლა და პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ე­მუქ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ ეს გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, სან­დრა პა­ი­ჭა­ძეა.

ambebi.ge სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და ამ შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მან კო­მენ­ტა­რის სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა:

"მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­ღე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ვიცი, რომ ამ ვი­დე­ოს საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ბევ­რი იმა­საც კი წერს კო­მენ­ტა­რის სა­ხით, რომ ეს კად­რი დად­გმუ­ლია და წი­ნას­წარ ვი­ცო­დი რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არ მსურს ამ თე­მა­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი. იმე­დია, სწო­რად გა­მი­გებთ", - გა­ნა­ცხა­და სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ.

გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი, გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე იხ­სე­ნებს, რომ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და. მი­ნი­მუმ ოცი ადა­მი­ა­ნი შე­ეს­წრო ამ ფაქტს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ან აღ­შფო­თე­ბას მხო­ლოდ მე­გობ­რის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და და უსა­მარ­თლო საქ­ცი­ე­ლის გამო მა­მა­კაცს პა­სუ­ხი არა­ვინ მოს­თხო­ვა:

"საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია, რაც მსგავს ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებთ და ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის მი­მართ მან­დი­ლოს­ნე­ბი უფრო ემო­ცი­უ­რე­ბი და ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე, ვიდ­რე კა­ცე­ბი. რო­გორც წესი, მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­რე­ვის­გან თავს იკა­ვე­ბენ. თუმ­ცა არ მინ­და ისე გა­ი­გოს ხალ­ხმა, რომ, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლია. ნა­ხეთ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი, იქ ხალ­ხს სხვა­დას­ხვა ფაქ­ტზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცია აქვს", - გა­ნუ­ცხა­და გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა ambebi.ge-ს.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)

ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)

ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავი საინტერესო შემთხვევა ხდება, თუმცა საკუთარ პრობლემებსა და საქმეზე იმდენად ვართ კონცენტრირებულები, რომ ზოგჯერ მნიშვნელოვან ფაქტებსაც კი ვერ ვამჩნევთ.

ცოტა ხნის წინ "პალიტრა TV"-მ გადაცემაში "კაცია-ადამიანი" საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თვალწინ გამვლელი მათხოვარს ძარცვავს. როგორ მოიქცეოდით? ექსპერიმენტი პეკინის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა. საზოგადოების რეაქცია ახალგაზრდა მამაკაცის საქციელზე მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს გამოჩნდა მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მამაკაცი ამხილა და პატრულის გამოძახებით დაემუქრა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ეს გოგონა ცნობილი ქართველი მოდელი, სანდრა პაიჭაძეა.

ambebi.ge სანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა და ამ შემთხვევის გახსენება სთხოვა, თუმცა მან კომენტარის საჯაროდ გაკეთება არ ისურვა:

"მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანი. ვფიქრობ, განსაკუთღებული არაფერი გამიკეთებია. ვიცი, რომ ამ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი იმასაც კი წერს კომენტარის სახით, რომ ეს კადრი დადგმულია და წინასწარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ არ მსურს ამ თემაზე ბევრი საუბარი. იმედია, სწორად გამიგებთ", - განაცხადა სანდრა პაიჭაძემ.

გადაცემის პროდიუსერი, გიორგი კაკაბაძე იხსენებს, რომ გადაცემის ჩაწერა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. მინიმუმ ოცი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, თუმცა უმეტესობა უკმაყოფილებას ან აღშფოთებას მხოლოდ მეგობრის თანდასწრებით გამოხატავდა და უსამართლო საქციელის გამო მამაკაცს პასუხი არავინ მოსთხოვა:

"საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსგავს ექსპერიმენტებს ვატარებთ და ჩემი დაკვირვებით, მსგავსი შემთხვევების მიმართ მანდილოსნები უფრო ემოციურები და ჩართულები არიან ხოლმე, ვიდრე კაცები. როგორც წესი, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჩარევისგან თავს იკავებენ. თუმცა არ მინდა ისე გაიგოს ხალხმა, რომ, ზოგადად, საზოგადოება გულგრილია. ნახეთ ჩვენი გადაცემები, იქ ხალხს სხვადასხვა ფაქტზე სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს", - განუცხადა გადაცემის პროდიუსერმა ambebi.ge-ს.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება