პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ
"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ

"ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ერთ დიდ ბორ­დე­ლად იქცა" - ამ ფრა­ზას ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ბა­თუ­მე­ლე­ბის­გან. ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ პროს­ტი­ტუ­ცი­ის მას­შტა­ბე­ბის ზრდას რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა ამა­ოდ.

ბა­თუმ­ში ათო­ბით სას­ტუმ­რო, კაფე თუ ღა­მის კლუ­ბია, რომ­ლებ­შიც, ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, მე­ძა­ვე­ბი თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ღა­მის სა­ა­თებ­ში ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­შიც ხში­რად გვხვდე­ბი­ან. ისი­ნი ძი­რი­თა­დად სა­კა­თედ­რო ტაძ­რის წინ მდე­ბა­რე მო­ე­დან­ზე და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან.

პროს­ტი­ტუ­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი პიკს ზა­ფხულ­ში, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი­სას აღ­წევს, რო­დე­საც აჭა­რას ათი­ა­თა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­თუმ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თულ ქალ­თა ასა­კი ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 15-16 წლი­დან იწყე­ბა. მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის. აქ შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, რუ­სე­თის, ყა­ზა­ხე­თის, თურ­ქმე­ნე­თის, უზ­ბე­კე­თის, მოლ­დო­ვის, თურ­ქე­თი­სა და ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნებს.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას თქვა, რომ აჭა­რა­ში აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში თურ­ქე­თი­დან გად­მო­ვი­და და აქ ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ბევ­რმა ქალ­მა გად­მოკ­ვე­თა.

"მე 26 წლის ვარ, სრულ­წლო­ვა­ნი ვარ, რა­საც მინ­და, იმას ვა­კე­თებ. აქ ყოფ­ნას არა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს, მარ­ტო ვმუ­შა­ობ და ამ გზით ფულს ვშო­უ­ლობ. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ვრის­კავ, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს, რად­გა­ნაც მყავს 3 წლის შვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა დე­და­ჩემ­თან მყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი.

"ივ­ლის­ში თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე, ახლა - აქ. მარ­თა­ლია, ფული იქ უფრო მე­ტია, მაგ­რამ აქ შე­და­რე­ბით უსაფრ­თხოდ ვგრძნობ თავს. ალ­ბათ მო­მა­ვალ წელ­საც ჩა­მო­ვალ", - თქვა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ია­ნამ "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას.

ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, პროს­ტი­ტუ­ცია და პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის ფარ­თის გა­მო­ყო­ფა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ოთხ წლამ­დე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ ე.წ. "რე­ი­დებს", რა დრო­საც აკა­ვე­ბენ იმ სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, სა­დაც მე­ძა­ვე­ბი კლი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ამას­თან, ხში­რია სექს ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც, მაგ­რამ, ბა­თუ­მელ­თა თქმით, ეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს. მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი კლუ­ბე­ბი­სა და ბა­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არც კა­ნონს სცე­მენ პა­ტივს და არც ად­გი­ლობ­რივ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

"გე­ნო­ფონ­დი ნად­გურ­დე­ბა, ხალხნო. 15-17 წლის გოგო რომ ამ საქ­მე­შია, ის მერე ან დე­დად ივარ­გებს ან ცო­ლად, ან სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნად?! მი­უჯ­დე­ბი­ან კა­ფე­ში ამ თურ­ქებს და არა­ბებს და ეკურ­კუ­რე­ბი­ან, იმათ კი­დევ რა ენაღ­ვლე­ბათ... მერე ასეთ­ნა­ი­რი გო­გო­ე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ყვე­ლა ქარ­თვე­ლი გარ­ყვნი­ლი ჰგო­ნი­ათ და რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, რომ ქუ­ჩა­ში წე­სი­ერ, ოჯა­ხის გო­გოს აჰ­კი­დე­ბი­ან და კი­დეც მოხ­ვედ­რი­ათ მა­გის გამო", - თქვა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ბა­თუ­მის მცხოვ­რებ­მა და­ვით დუმ­ბა­ძემ.

ად­გი­ლობ­რივ­თა ნა­წი­ლი პო­ლი­ცი­ას არა­ე­ფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და კლუ­ბე­ბის თურ­ქი მფლო­ბე­ლე­ბი დიდ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან, რის გა­მოც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვალს ხუ­ჭა­ვენ მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ შეძ­ლო ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მე­ძა­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი­სა­გან გაწ­მენ­და, თუმ­ცა, ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ ქა­ლებს ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბენ, რად­გა­ნაც ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა რთუ­ლია.

"რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, ქალი აქეთ შე­მოგ­ვდა­ვე­ბია - რას მკად­რებთ, მე­ძა­ვი კი არა, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ვარ და ვსე­ირ­ნო­ბო. უცხო­ე­ლებ­თან საქ­მე უფრო ად­ვი­ლა­დაა, თავს ვე­რაფ­რით იმარ­თლე­ბენ. ძა­ლი­ან ბევ­რი და­ვა­დე­პორ­ტეთ, ზოგი უკ­რა­ი­ნე­ლია, ზოგი შუა აზი­ე­ლი, მაგ­რამ ზღვა­ში წვე­თია, მა­ინც ვერ მო­ის­პო­ბა, პროს­ტი­ტუ­ცია ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამას პე­დო­ფი­ლი­ის და ტრე­ფი­კინ­გის სახე არ მი­ე­ცეს.

"ჩვენ­ზე მე­ტად მა­გა­თი ქუ­ჩი­დან მო­შო­რე­ბა არა­ვის უნდა. პროს­ტი­ტუ­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის დიდი თა­ვის ტკი­ვი­ლია, მაგ­რამ მისი მოს­პო­ბა განა არ, ვერ ხერ­ხდე­ბა", - თქვა ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას.

ბა­თუ­მელ­თა ნა­წი­ლი პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზას პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში ხე­დავს. მათი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო უფრო ეფექ­ტუ­რად შეძ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბას.

"ბა­თუ­მი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია, ამას­თან, სა­კუ­რორ­ტოც. აქ პროს­ტი­ტუ­ცია რომ არ იყოს, ის უფრო იქ­ნე­ბო­და გა­საკ­ვი­რი. თუ ლე­გა­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბა და ყვე­ლა ასეთ ობი­ექტს ძა­ლო­ვა­ნე­ბი აიყ­ვა­ნენ კონ­ტროლ­ზე, იქ ვე­რა­ვინ შეძ­ლებს არას­რულ­წლო­ვა­ნი და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი გო­გო­ნე­ბის გა­ჩე­რე­ბას. ამას­თან, ეს გო­გო­ე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გა­ნაც იქ­ნე­ბი­ან და­ცუ­ლი", - თქვა "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას სოც. მუ­შაკ­მა, გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძემ, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად უწევს ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ზი­ნო­ე­ბად, სას­ტუმ­რო­ე­ბად და კლუ­ბე­ბად შე­ნიღ­ბუ­ლი სა­როს­კი­პო­ე­ბის სიმ­რავ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით სარფში, გო­ნი­ო­სა და ბა­თუმ­შია. მათი კლი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არი­ან. ამ ობი­ექ­ტის და­ხურ­ვა, მისი აზ­რით, გა­მო­იწ­ვევს პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მა­სობ­რივ მიგ­რა­ცი­ას სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მათ უფ­ლე­ბებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას დიდი საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა.

ვახო შა­მუ­გია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: რა ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სექ­სინ­დუსტრი­ა­ში?! - ინ­ტერ­ვიუ მე­ძავ­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ

"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ

"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ ბათუმელებისგან. ქალაქის მცხოვრებლები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს აპროტესტებდნენ პროსტიტუციის მასშტაბების ზრდას რეგიონში, თუმცა ამაოდ.

ბათუმში ათობით სასტუმრო, კაფე თუ ღამის კლუბია, რომლებშიც, ადგილობრივთა თქმით, მეძავები თავიანთ კლიენტებს ემსახურებიან. "უძველესი პროფესიის" წარმომადგენლები ღამის საათებში ქალაქის ქუჩებშიც ხშირად გვხვდებიან. ისინი ძირითადად საკათედრო ტაძრის წინ მდებარე მოედანზე და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე იკრიბებიან.

პროსტიტუციის მასშტაბები პიკს ზაფხულში, საკურორტო სეზონისას აღწევს, როდესაც აჭარას ათიათასობით ტურისტი სტუმრობს როგორც საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში პროსტიტუციაში ჩართულ ქალთა ასაკი ზოგიერთ შემთხვევაში 15-16 წლიდან იწყება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქე არ არის. აქ შეიძლება შეხვდეთ როგორც საქართველოს, აგრეთვე უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, თურქეთისა და ჩინეთის მოქალაქე ქალბატონებს.

ერთ-ერთმა მათგანმა "მთელ კვირასთან" საუბრისას თქვა, რომ აჭარაში აგვისტოს დასაწყისში თურქეთიდან გადმოვიდა და აქ ლეგალურად იმყოფება. მისივე თქმით, მის მსგავსად საქართველო-თურქეთის საზღვარი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ბევრმა ქალმა გადმოკვეთა.

"მე 26 წლის ვარ, სრულწლოვანი ვარ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. აქ ყოფნას არავინ მაიძულებს, მარტო ვმუშაობ და ამ გზით ფულს ვშოულობ. ვიცი, რომ ძალიან ვრისკავ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგანაც მყავს 3 წლის შვილი, რომელიც ახლა დედაჩემთან მყავს დატოვებული.

"ივლისში თურქეთში, ანტალიაში ვიმუშავე, ახლა - აქ. მართალია, ფული იქ უფრო მეტია, მაგრამ აქ შედარებით უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ალბათ მომავალ წელსაც ჩამოვალ", - თქვა უკრაინის მოქალაქე იანამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პროსტიტუცია და პროსტიტუციისათვის ფართის გამოყოფა დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხშირად ატარებენ ე.წ. "რეიდებს", რა დროსაც აკავებენ იმ სასტუმროების მეპატრონეებს, სადაც მეძავები კლიენტებს ემსახურებიან.

ამასთან, ხშირია სექს ინდუსტრიაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევებიც, მაგრამ, ბათუმელთა თქმით, ეს სიტუაციაზე გავლენას ვერ ახდენს. მათივე ცნობით, შესაბამისი კლუბებისა და ბარების მეპატრონეები ძირითადად უცხოელები არიან, რომლებიც არც კანონს სცემენ პატივს და არც ადგილობრივთა შეხედულებებს.

"გენოფონდი ნადგურდება, ხალხნო. 15-17 წლის გოგო რომ ამ საქმეშია, ის მერე ან დედად ივარგებს ან ცოლად, ან საერთოდ ადამიანად?! მიუჯდებიან კაფეში ამ თურქებს და არაბებს და ეკურკურებიან, იმათ კიდევ რა ენაღვლებათ... მერე ასეთნაირი გოგოების შემხედვარე ყველა ქართველი გარყვნილი ჰგონიათ და რამდენჯერ ყოფილა, რომ ქუჩაში წესიერ, ოჯახის გოგოს აჰკიდებიან და კიდეც მოხვედრიათ მაგის გამო", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას ბათუმის მცხოვრებმა დავით დუმბაძემ.

ადგილობრივთა ნაწილი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასტუმროებისა და კლუბების თურქი მფლობელები დიდ საშემოსავლო გადასახადებს იხდიან, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ მათ საქმიანობაზე.

ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ პოლიციამ შეძლო ქალაქის ქუჩების უცხო ქვეყნის მოქალაქე მეძავების დიდი ნაწილისაგან გაწმენდა, თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ქალებს ვერაფერს უხერხებენ, რადგანაც ბევრი მათგანისთვის პროსტიტუციაში ჩართულობის დამტკიცება რთულია.

"რამდენჯერ ყოფილა, ქალი აქეთ შემოგვდავებია - რას მკადრებთ, მეძავი კი არა, დამსვენებელი ვარ და ვსეირნობო. უცხოელებთან საქმე უფრო ადვილადაა, თავს ვერაფრით იმართლებენ. ძალიან ბევრი დავადეპორტეთ, ზოგი უკრაინელია, ზოგი შუა აზიელი, მაგრამ ზღვაში წვეთია, მაინც ვერ მოისპობა, პროსტიტუცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას პედოფილიის და ტრეფიკინგის სახე არ მიეცეს.

"ჩვენზე მეტად მაგათი ქუჩიდან მოშორება არავის უნდა. პროსტიტუცია ნებისმიერი ქვეყნის პოლიციისათვის დიდი თავის ტკივილია, მაგრამ მისი მოსპობა განა არ, ვერ ხერხდება", - თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ბათუმელთა ნაწილი პრობლემის გადაწყვეტის გზას პროსტიტუციის ლეგალიზაციაში ხედავს. მათი თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას.

"ბათუმი საპორტო ქალაქია, ამასთან, საკურორტოც. აქ პროსტიტუცია რომ არ იყოს, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი. თუ ლეგალიზაცია მოხდება და ყველა ასეთ ობიექტს ძალოვანები აიყვანენ კონტროლზე, იქ ვერავინ შეძლებს არასრულწლოვანი და ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონების გაჩერებას. ამასთან, ეს გოგოები ძალადობისგანაც იქნებიან დაცული", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას სოც. მუშაკმა, გიორგი კერესელიძემ, რომელსაც პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევს ამ კატეგორიის მოქალაქეებთან ურთიერთობა.

მისივე თქმით, აჭარის ტერიტორიაზე კაზინოებად, სასტუმროებად და კლუბებად შენიღბული საროსკიპოების სიმრავლე განსაკუთრებით სარფში, გონიოსა და ბათუმშია. მათი კლიენტები ძირითადად თურქეთის მოქალაქეები და დამსვენებლები არიან. ამ ობიექტის დახურვა, მისი აზრით, გამოიწვევს პროსტიტუციაში ჩართული საქართველოს მოქალაქე ქალბატონების მასობრივ მიგრაციას სხვა ქვეყნებში, სადაც მათ უფლებებსა და უსაფრთხოებას დიდი საფრთხე შეექმნება.

ვახო შამუგია

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ასევე: რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია