ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე სპორტსმენებმა შეძახილებით გააცილეს. ლუკა კურტანიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, რა დროსაც სპორტსმენები სკანდირებდნენ - "ნაძირალა", "გაეთრიე აქედან, შე არაკაცო". ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ხალხმრავლობიდან გამომდინარე, გადაკეტილი იყო ჭავჭავაძის გამზირი, თუმცა ლუკა კურტანიძის წასვლისთანავე მოძრაობს აღდგა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოჭიდავეები.
მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენებას ითხოვენ. ისინი დილიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. სამინისტროში შესვლის წინ მათ კურტანიძეს კვერცხები ესროლეს. ამასთან, პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომ კურტანიძის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა.