სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები
ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები

ხე­ე­ბი­სა და მწვა­ნე სა­ფა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა უკვე დიდი ხა­ნია ჩვენ ქა­ლაქ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის ხარ­ჯზეც ამა თუ იმ პრეს­ტი­ჟულ ად­გილ­ზე, ესა თუ ის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი იგე­ბა. ამ გა­ნად­გუ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­თა ნუს­ხა­შია ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რია, "კუს ტბის" გზა­ზე რეს­ტო­რა­ნი "ციყ­ვე­ბი," ძვე­ლი იპოდ­რო­მი, ბუ­და­პეშ­ტი­სა და ტაშ­კენ­ტის ქუ­ჩის კუ­თხე, ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია (ბე­რას სტუ­დი­ის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­წი­რა), ჭა­ვა­ვა­ძის გა­ზირ­ზე, ერთ-ერთი სკვე­რი (თუმ­ცა იქ ჯერ არა­ფე­რი აუ­შე­ნე­ბი­ათ), ვა­კის პარ­კი, ახ­ლა­ხან "კარ­ფუ­რის" მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მწვა­ნე სა­ფა­რი გა­ჩე­ხეს... თუმ­ცა რო­გორც "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" ამ­ბო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ გამ­ზი­რე­ბის გა­ნა­დუ­რე­ბით და­ი­წყო. რუს­თა­ვე­ლი­სა და აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის გამ­ზი­რებ­ზე მო­იჭ­რა ჭად­რე­ბი და მის ნაც­ვლად დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბი და­ირ­გა, რო­მელ­თაც ურ­ბა­ნუ­ლი დატ­ვირ­თვა არ აქვთ.

"პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" ჩვენს ქალ­ქში 2013 წლის ივ­ლი­სი­დან გა­აქ­ტი­ურ­დნენ და ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

"9 თვეა "ვა­კის პარკს" ვი­ცავთ კარ­ვე­ბით. სა­თი­თაო ობი­ექ­ტის ასე დაც­ვა რომ არ დაგ­ვჭირ­დეს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე გვინ­და, რომ ზე­გავ­ლე­ნა გვქონ­დეს და ასე­ვე ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდაც. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი ხე­ლახ­ლა უნდა და­ი­წე­როს, რად­გა­ნაც სრუ­ლი­ად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არის ის შექ­მნი­ლი", - აცხა­დებს პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე - ნატა ფე­რა­ძე.

- თქვენ გაქვთ რა­ი­მე ამის სა­ნაც­ვლო შექ­მნი­ლი?

- კა­ნო­ნის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გვაქვს და­წე­რი­ლი, რო­მელ­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ახლა დიდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ვა­პი­რებთ...

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გერ­მა­ნელ ქალ­ქმგეგ­მა­რებ­ლებ­თან, კა­ნონ­მდებ­ლებ­თან, ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გია ცა­გა­რე­იშ­ვილს მი­ვა­წო­დეთ, მან იქი­დან მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია ამო­ი­ღო, რო­მე­ლიც მათ არ ჰქონ­დათ და ისე გა­და­ა­მუ­შა­ვეს, რომ ქა­ლა­ქის­თვის ისევ წამ­გე­ბი­ა­ნია. გვინ­და, რომ გა­ვი­დეს ჩვე­ნი პრო­ექ­ტი. ჩვენ­თვის ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნის ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნია. იგი მსჯავ­რდე­ბუ­ლი ხე-ტყის უკა­ნო­ნო გა­ტა­ცე­ბა­ზე იყო. ჩვენ ვნა­ხეთ მის მიერ შედ­გე­ნი­ლი მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის ქა­ლაქ­ში დარ­გვის სია, სა­დაც მხო­ლოდ ერთი სა­ნერ­გეა აღე­ბუ­ლი, ანუ ისევ მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია ხდე­ბა და იმ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ხე­ე­ბის სტან­დარ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქა­ლა­ქის სტან­დარტს. მოკ­ლედ, ბევ­რი ხარ­ვე­ზია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად გა­მოს­წო­რე­დეს, მაგ­რამ ამით არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა. მოკ­ლედ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტო­ვო­ბის გა­რე­შე არ გა­მო­ვა.

- ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნიმ, სა­ნამ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ვი­დო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლაქ­ში მი­ლი­ო­ნი ხის დარ­გვას აპი­რებ­და.

- ნარ­მა­ნია მე­რად რომ უნდა მო­სუ­ლი­ყო, აზრს ხში­რად გვე­კი­თხე­ბო­და, ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, ბევრ და­პი­რე­ბას გვაძ­ლევ­და...

"ვა­კის პარ­კის" საქ­მე, ჩვენ­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის, თუნ­დაც იმის­თვის, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნას, რომ საქ­მე მო­ვი­გოთ. მაგ­რამ დღემ­დე არა­ვინ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია და ეს მი­ლი­ო­ნი ხის პროგ­რა­მაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას სე­რი­ო­ზუ­ლი მო­მა­ვა­ლი არ აქვს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იქ ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა და­ნიშ­ნო, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბა ეს მი­ლო­ნი ხე რო­გორ და­ირ­გვე­ბა.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ ის არის, რომ ხის დარ­გვას შემ­დგომ გა­ხა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მა­ნამ­დეც ირ­გვე­ბო­და უამ­რა­ვი ხე, მაგ­რამ მის გა­ხა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არა­ვინ იყო. ნად­გურ­დე­ბო­და, თა­ვი­დან ირ­გვე­ბო­და და ისევ ხმე­ბო­და. დარ­გვა-გა­ხა­რე­ბის პრო­ცე­სი სწო­რად უნდა წა­რი­მარ­თოს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში არის ასე­თი პრაქ­ტი­კა - ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ფირ­მა, რო­მე­ლიც ხეს რგავს, ორი წელი მა­ინც უნდა იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მის გა­ხა­რე­ბა­ზე. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხარ­ვე­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­რი­ა­ში ნინა ხა­ტის­კაცს შევ­ხვდით, დაგვპირ­და, რომ ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს შეგ­ვახ­ვედ­რებ­და. ასე­თი შეხ­ვედ­რა არ მომ­ხდა­რა. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სა­ნამ ახა­ლი მო­სუ­ლი იყო, სწორ რელ­სებ­ზე შეგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა.

ასე­თი გა­ნუ­კი­თხა­ვო­ბა არა მარ­ტო ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფამ­დე, უფრო მეტ სა­ში­ნე­ლე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. თბი­ლი­სი უკვე შვიდ ყვე­ლა­ზე რთუ­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ ქა­ლაქ­შია შე­სუ­ლი... ქა­ლა­ქი უნდა აშენ­დეს, გან­ვი­თარ­დეს, ამას ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით, რად­გა­ნაც არ ვართ რა­დი­კა­ლე­ბი, მაგ­რამ ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი და სწო­რად გათ­ვლი­ლი უნდა იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დე­და­ქა­ლა­ქის არა­ჯან­საღ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ambebi.ge"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები

ობიექტები, რომელთა ხარჯზე მწვანე ნარგავები განადგურდა – ქალაქის ბოლო დროის სკანდალური მშენებლობები

ხეებისა და მწვანე საფარის განადგურება უკვე დიდი ხანია ჩვენ ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს, რის ხარჯზეც ამა თუ იმ პრესტიჟულ ადგილზე, ესა თუ ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ობიექტი იგება. ამ განადგურებულ ტერიტორიათა  ნუსხაშია ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია, "კუს ტბის" გზაზე რესტორანი "ციყვები," ძველი იპოდრომი, ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩის კუთხე, ბოტანიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორია (ბერას სტუდიის მშენებლობას შეეწირა), ჭავავაძის გაზირზე, ერთ-ერთი სკვერი (თუმცა იქ ჯერ არაფერი აუშენებიათ), ვაკის პარკი, ახლახან "კარფურის" მშენებლობისთვის მწვანე საფარი გაჩეხეს... თუმცა როგორც "პარტიზანი მებაღეები" ამბობენ, ეს ყველაფერი ჯერ გამზირების განადურებით დაიწყო. რუსთაველისა და აღმაშენებელის გამზირებზე მოიჭრა ჭადრები და მის ნაცვლად დეკორატიული ხეები დაირგა, რომელთაც ურბანული დატვირთვა არ აქვთ.

"პარტიზანი მებაღეები" ჩვენს ქალქში 2013 წლის ივლისიდან გააქტიურდნენ და ამ ყველაფერს სერიოზულად უპირისპირდებიან.

''9 თვეა "ვაკის პარკს" ვიცავთ კარვებით. სათითაო ობიექტის ასე დაცვა რომ არ დაგვჭირდეს, კანონმდებლობაზე გვინდა, რომ ზეგავლენა გვქონდეს და ასევე ჩვენი მიზანია, მოქალაქეების აქტივობის გაზრდაც. კანონმდებლობა კი ხელახლა უნდა დაიწეროს, რადგანაც სრულიად არაპროფესიონალურად არის ის შექმნილი", - აცხადებს პარტიზანი მებაღე - ნატა ფერაძე.

- თქვენ გაქვთ რაიმე ამის სანაცვლო შექმნილი?

- კანონის რამდენიმე პროექტი გვაქვს დაწერილი, რომელსაც არ ითვალისწინებენ. ახლა დიდ საპროტესტო აქციებს ვაპირებთ...

აღნიშნულ თემაზე გერმანელ ქალქმგეგმარებლებთან, კანონმდებლებთან, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავეთ. საკმაოდ გამართული პროექტია, რომელიც გია ცაგარეიშვილს მივაწოდეთ, მან იქიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ამოიღო, რომელიც მათ არ ჰქონდათ და ისე გადაამუშავეს, რომ ქალაქისთვის ისევ წამგებიანია. გვინდა, რომ გავიდეს ჩვენი პროექტი. ჩვენთვის ასევე მიუღებელია იმ ადამიანის ქალაქის გამწვანების სამსახურში ყოფნა, როგორიც ბიძინა გიორგობიანია. იგი მსჯავრდებული ხე-ტყის უკანონო გატაცებაზე იყო. ჩვენ ვნახეთ მის მიერ შედგენილი მწვანე ნარგავების ქალაქში დარგვის სია, სადაც მხოლოდ ერთი სანერგეა აღებული, ანუ ისევ მონოპოლიზაცია ხდება და იმ ჩამონათვალში ხეების სტანდარტი არ შეესაბამება ქალაქის სტანდარტს. მოკლედ, ბევრი ხარვეზია, რომელიც შეიძლება მარტივად გამოსწორედეს, მაგრამ ამით არავინ ინტერესდება. მოკლედ, ამ სიტუაციის გამოსწორება სამოქალაქო საზოგადოების აქტოვობის გარეშე არ გამოვა.

- ქალაქის მერმა დავით ნარმანიმ, სანამ ამ თანამდებობაზე მოვიდოდა, განაცხადა, რომ ქალაქში მილიონი ხის დარგვას აპირებდა.

- ნარმანია მერად რომ უნდა მოსულიყო, აზრს ხშირად გვეკითხებოდა, ჩვენთან თანამშრომლობდა, ბევრ დაპირებას გვაძლევდა...

"ვაკის პარკის" საქმე, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რამ არის, თუნდაც იმისთვის, რომ ამ მიმართულებით პრეცედენტი შეიქმნას, რომ საქმე მოვიგოთ. მაგრამ დღემდე არავინ შეგვხმიანებია და ეს მილიონი ხის პროგრამაც იმას ნიშნავს, რომ მას სერიოზული მომავალი არ აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ისეთი ადამიანი უნდა დანიშნო, რომელსაც ეცოდინება ეს მილონი ხე როგორ დაირგვება.

ასევე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ხის დარგვას შემდგომ გახარება სჭირდება. მანამდეც ირგვებოდა უამრავი ხე, მაგრამ მის გახარებაზე პასუხისმგებელი არავინ იყო. ნადგურდებოდა, თავიდან ირგვებოდა და ისევ ხმებოდა. დარგვა-გახარების პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. მთელ მსოფლიოში არის ასეთი პრაქტიკა - ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა, რომელიც ხეს რგავს, ორი წელი მაინც უნდა იყოს პასუხისმგებელი მის გახარებაზე. მოკლედ, ყველაფერი დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს. მერიაში ნინა ხატისკაცს შევხვდით, დაგვპირდა, რომ ბიძინა გიორგობიანს შეგვახვედრებდა. ასეთი შეხვედრა არ მომხდარა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სანამ ახალი მოსული იყო, სწორ რელსებზე შეგვეყენებინა.

ასეთი განუკითხავობა არა მარტო ეკოლოგიურ კატასტროფამდე, უფრო მეტ საშინელებამდე მიგვიყვანს. თბილისი უკვე შვიდ ყველაზე რთულად საცხოვრებელ ქალაქშია შესული... ქალაქი უნდა აშენდეს, განვითარდეს, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგანაც არ ვართ რადიკალები, მაგრამ ამისთვის ყველაფერი დაგეგმარებული და სწორად გათვლილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის არაჯანსაღ გარემოში ცხოვრება ადამიანების სერიოზულ დაავადებას გამოიწვევს.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ambebi.ge''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია