კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო
არჩილ კბილაშვილი - პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო

პრო­კუ­რა­ტუ­რა უმე­ტეს­წი­ლად საქ­მი­ა­ნობს იმ ფორ­მატ­ში, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან , - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის კარ­გად იც­ნობს იმ ხარ­ვე­ზებს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­შია და სწო­რედ მათ აღ­მო­ფხვრას ემ­სა­ხუ­რე­ბა მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

"უმე­ტეს­წი­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მი­ა­ნობს იმ ფორ­მატ­ში, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. მე კარ­გად ვიცი, რა ხარ­ვე­ზებს შე­ი­ცავს არ­სე­ბულ სის­ტე­მა, ამი­ტომ სა­უ­ბა­რია ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე და კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. პრო­ექტს აქვს ორი გან­შტო­ე­ბა – პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მის ხელ­შე­წყო­ბა, მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ზრდა, მე­ო­რე – აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სრულ­ყო­ფა. იმე­დი გვაქვს, რომ იმ კონ­ცეფ­ცი­ით, რო­მელ­ზეც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, წლის ბო­ლოს­თვის მი­ვი­ღებთ მკა­ფიო სუ­რათს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს გავ­სა­ზღვროთ, რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს წარ­მო­ად­გენს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მის მიერ შექ­მნილ პრო­დუქტს მხო­ლოდ სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა.

"მა­ესტრომ" კბი­ლაშ­ვილს შე­კი­თხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვა, რა­ზეც ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ხაზი გა­უს­ვა პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

"როცა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცია მე­კა­ვა, ჩემი ამო­ცა­ნა იყო ის, რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე ქმე­დე­ბე­ბი ყო­ფი­ლი­ყო ზედ­მი­წევ­ნით გამ­ჭირ­ვა­ლე და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ვფიქ­რობ, ამ კუ­თხით გამჭვირ­ვა­ლო­ბა უნდა იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, რო­მელ­მაც უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე და­ვა­სა და მისი ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა და გან­მარ­ტა, რომ ეს მის კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არჩილ კბილაშვილი - პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო

არჩილ კბილაშვილი - პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო

პროკურატურა უმეტესწილად საქმიანობს იმ ფორმატში, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან , - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.

კბილაშვილის განმარტებით, ის კარგად იცნობს იმ ხარვეზებს, რომელიც სისტემაშია და სწორედ მათ აღმოფხვრას ემსახურება მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" მიერ მომზადებული პირველი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება.

"უმეტესწილად პროკურატურა საქმიანობს იმ ფორმატში, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან. მე კარგად ვიცი, რა ხარვეზებს შეიცავს არსებულ სისტემა, ამიტომ საუბარია ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე და კონცეფციის შემუშავებაზე. პროექტს აქვს ორი განშტოება – პროკურატურის რეფორმის ხელშეწყობა, მისი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ზრდა, მეორე – აღმკვეთი ღონისძიების სრულყოფა. იმედი გვაქვს, რომ იმ კონცეფციით, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, წლის ბოლოსთვის მივიღებთ მკაფიო სურათს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავსაზღვროთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს ორგანიზაცია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებითაც, იქედან გამომდინარე, რომ მისი ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს, ხელისუფლებისთვის მის მიერ შექმნილ პროდუქტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

"მაესტრომ" კბილაშვილს შეკითხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

"როცა მთავარი პროკურორის პოზიცია მეკავა, ჩემი ამოცანა იყო ის, რომ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მიმდინარე ქმედებები ყოფილიყო ზედმიწევნით გამჭირვალე და ყველა მტკიცებულება ყოფილიყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ამ კუთხით გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული", - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავასა და მისი ქონების დაყადაღების საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ეს მის კომპეტენციას სცდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა