პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ
უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

"კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელს, უი­ლი­ამ ლა­ჰი­უს უელ­სის სა­მი­ტის შე­დე­გებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ესა­უბ­რა:

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა იზი­ა­რებს იმ აზრს, რომ უელ­სის სა­მი­ტი იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტი. მომსწრე ვართ რუ­სეთ­სა და ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბი­სა. რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეც­ვა­ლა მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო და ცხად­ყო, რომ რუ­სე­თი წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს ალი­ან­სის წევ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სათ­ვის.

- ბევ­რი ფიქ­რობს, რომ 2008 წლის ომი იყო გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა ყუ­რად არ იღო და ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლეთს დღეს არ მო­უ­წევ­და უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­ზე თა­ვის ტეხა.

- ეს ლე­გი­ტი­მუ­რი ანა­ლი­ზია, თუმ­ცა, იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, ჯობს, ექ­სპერ­ტებ­მა იმ­სჯე­ლონ. თუმ­ცა, თუ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებს მო­ვიხ­მობთ, ცხა­დია, ის სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა კავ­კა­სი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში და­იხ­ვე­წა. კი­დევ ერთი: 2008 წელს ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებს შო­რის არ არ­სე­ბობ­და კონ­სენ­სუ­სი, თუ რო­გორ და ვინ და­ი­წყო ომი, მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნა­ში სავ­სე­ბით აშ­კა­რაა, რაც მოხ­და. და მა­ინც, თა­ვი­დან უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხშიც ბევ­რი რამ გა­უ­გე­ბა­რი იყო - რუ­სე­ბი და­ოს­ტატ­დნენ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებს ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს კონ­ფლიქ­ტი ად­გი­ლობ­რივ ძა­ლებს შო­რის მოხ­და, არა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის მო­წყო­ბი­ლი იყო.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­შიც ყვე­ლა­ფე­რი რუ­სეთ­მა მო­ა­წყო და ოსი ხალ­ხის ნება, რა­ზეც კრემ­ლი ასე გა­ცხა­რე­ბით აპე­ლი­რებს, არა­ფერ შუ­ა­შია?

- ეს არ მომ­ხდა­რა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოსებს ასე სურ­დათ. ვიცი, არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, სრო­ლა ქარ­თვე­ლებ­მა და­ი­წყე­სო, მაგ­რამ ეჭვგა­რე­შეა, რომ რუ­სე­თი მზად იყო და მიზ­ნად სწო­რედ ეს ჰქონ­და.

- სა­მი­ტის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ახ­სე­ნეთ. სა­მი­ტის შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ის­ტო­რი­უ­ლია?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ახა­ლი პა­კე­ტი გა­მიზ­ნუ­ლია თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამ­ჟა­მად ხელთ გაქვთ ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა აქვთ სხვა, მათ შო­რის და­ნარ­ჩენ ას­პი­რანტ ქვეყ­ნებ­საც კი: ყო­ველ­წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია და ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა.

- თუმ­ცა, ახალ დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ შე­თან­ხმე­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ნა­ტოს წევ­რო­ბა არ არის. რა­ტომ ასე­თი უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა? ხომ არ ნიშ­ნავს ეს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ტო­სა და მის წევრ ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­თან, მა­გა­ლი­თად, აშშ-თან გაძ­ლი­ე­რე­ბულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე უნდა აი­ღოს გეზი, წევ­რად გახ­დო­მის ამ­ბი­ცია კი და­ი­ვი­წყოს?

- ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია. თუმ­ცა, ცხა­დია, რომ ნატო კვლა­ვაც მყა­რად მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და სწო­რედ ამის დე­მონ­სტრი­რე­ბაა ეს პა­კე­ტიც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კუ­თხით ნა­ტოს­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ დო­კუ­მენტს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი მაპ-ი უნდა იყოს, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ თა­ვის­თა­ვად მაპ-იც არ იძ­ლე­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რან­ტი­ას. მაპ-ი ნა­ტოს ქარ­ტი­ის მე-5 მუხ­ლი არ არის.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

"კვირის პალიტრა" საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს უელსის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა:

- ვფიქრობ, ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ უელსის სამიტი იყო წარმატებული და, შეიძლება ითქვას, ისტორიულად მნიშვნელოვანი სამიტი. მომსწრე ვართ რუსეთსა და ნატოს ურთიერთობაში ისტორიული ცვლილებისა. რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების გარემო და ცხადყო, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ალიანსის წევრი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

- ბევრი ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი იყო გაფრთხილება, რომელიც დასავლეთმა ყურად არ იღო და ჯეროვანი რეაგირების შემთხვევაში, დასავლეთს დღეს არ მოუწევდა უკრაინის მოვლენებზე თავის ტეხა.

- ეს ლეგიტიმური ანალიზია, თუმცა, იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ჯობს, ექსპერტებმა იმსჯელონ. თუმცა, თუ კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობთ, ცხადია, ის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გამოიყენა, უკრაინაში დაიხვეწა. კიდევ ერთი: 2008 წელს ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის არ არსებობდა კონსენსუსი, თუ როგორ და ვინ დაიწყო ომი, მაშინ, როცა უკრაინაში სავსებით აშკარაა, რაც მოხდა. და მაინც, თავიდან უკრაინის საკითხშიც ბევრი რამ გაუგებარი იყო - რუსები დაოსტატდნენ, ასეთ სიტუაციებს ისე წარმოაჩენენ, თითქოს კონფლიქტი ადგილობრივ ძალებს შორის მოხდა, არადა ეს ყველაფერი რუსეთის მოწყობილი იყო.

- შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსეთმა მოაწყო და ოსი ხალხის ნება, რაზეც კრემლი ასე გაცხარებით აპელირებს, არაფერ შუაშია?

- ეს არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ ოსებს ასე სურდათ. ვიცი, არსებობს ხალხი, რომელიც აცხადებს, სროლა ქართველებმა დაიწყესო, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მზად იყო და მიზნად სწორედ ეს ჰქონდა.

- სამიტის ისტორიული მნიშვნელობა ახსენეთ. სამიტის შედეგები საქართველოსთვისაც ისტორიულია?

- საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი პაკეტი გამიზნულია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამჟამად ხელთ გაქვთ ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ სხვა, მათ შორის დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებსაც კი: ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

- თუმცა, ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმების საბოლოო მიზანი ნატოს წევრობა არ არის. რატომ ასეთი უეცარი ცვლილება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველომ ნატოსა და მის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან, მაგალითად, აშშ-თან გაძლიერებულ პარტნიორობაზე უნდა აიღოს გეზი, წევრად გახდომის ამბიცია კი დაივიწყოს?

- ეს საქართველოს გადასაწყვეტია. თუმცა, ცხადია, რომ ნატო კვლავაც მყარად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს პაკეტიც, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით ნატოსთან ინტეგრაციაში დაეხმარება. რაც შეეხება ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ შემდეგი ნაბიჯი მაპ-ი უნდა იყოს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავისთავად მაპ-იც არ იძლევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას. მაპ-ი ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი არ არის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა