პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?
მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და. ჩვენ­მა წყა­რომ მა­შინ გვი­თხრა, რომ ნი­ჟა­რა­ძე ამე­რი­კა­ში მუ­სი­კოს ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­საც შეხ­ვდნენ. თუმ­ცა მე­მა­ნიშ­ვილ­მა ექს-პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა უარ­ყო. სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ მე­მა­ნიშ­ვილ­მა შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "იგი ბროდ­ვე­ის მი­უ­ზიკ­ლის აკა­დე­მი­ა­ში იღებს და­მა­ტე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა გა­მან­დო, რომ სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­უ­წყვე­ტია დარ­ჩე­ბა თუ არა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად".

ჩვე­ნი წყა­როს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ და­დას­ტურ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ამე­რი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ფო­ტო­ე­ბი ნიუ-იორ­კის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში (New York City Center) ლინ­კოლ­ნის ცენ­ტრის ფეს­ტი­ვალ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნი­ჟა­რა­ძე ხში­რად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ამე­რი­კა­ში და ეს არც იქ მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის რჩე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. სან­დო წყა­როს ცნო­ბით, ისი­ნი ხში­რად სტუმ­რო­ბენ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბა­რებს, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ფოს­თან ერ­თად ხში­რად სე­ირ­ნობს ვე­ლო­სი­პე­დით.

სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა ambebi.ge-ს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მისი თქმით, ქვეყ­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტმა საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა და ამე­რი­კა­ში სახ­ლი უყი­და. ბინა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა ნი­ჟა­რა­ძეს აჩუ­ქა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე 42-7 ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ნი­ჟა­რა­ძის ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პი­რად სა­უბ­რებ­ში აშშ-ში მცხოვ­რე­ბი სხვა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

მა­ნ­ჰე­ტე­ნი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლია ამე­რი­კა­ში, სა­დაც ბი­ნე­ბი 30 მი­ლი­ო­ნამ­დე ღირს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: სოფო ნი­ჟა­რა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და?

სოფო ნი­ჟა­რა­ძე ნიუ-იორკში Maleficent-ის პრე­მი­ე­რა­ზე

სოფო ნი­ჟა­რა­ძე ამე­რი­კა­ში ნინი ქე­ის­თან ერ­თად ერ­თო­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა?

მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ჩვენმა წყარომ მაშინ გვითხრა, რომ ნიჟარაძე ამერიკაში მუსიკოს ნიკა მემანიშვილთან ერთად იმყოფებოდა და ისინი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდნენ. თუმცა მემანიშვილმა ექს-პრეზიდენტთან შეხვედრა უარყო. სოფო ნიჟარაძის საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შესახებ მემანიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იგი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას და ამერიკული კარიერისთვის აქტიურად ემზადება, თუმცა გამანდო, რომ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად".

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურდა. რამდენიმე კვირის წინ კი სოციალურ ქსელში სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ამერიკაში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოები ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზეა გადაღებული.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრები ემიგრანტებისთვის რჩება შეუმჩნეველი. სანდო წყაროს ცნობით, ისინი ხშირად სტუმრობენ მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს, ასევე სააკაშვილი სოფოსთან ერთად ხშირად სეირნობს ველოსიპედით.

სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა ambebi.ge-ს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში აშშ-ში მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ.

მანჰეტენი პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილია ამერიკაში, სადაც ბინები 30 მილიონამდე ღირს.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა?

სოფო ნიჟარაძე ნიუ-იორკში Maleficent-ის პრემიერაზე

სოფო ნიჟარაძე ამერიკაში ნინი ქეისთან ერთად ერთობა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია