გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტამდე ერთი დღით ადრე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები გაიმართა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, "კლიმატური მარშის" მონაწილეები კლიმატური ცვლილებებისთვის ყურადღების მიპყრობის მოთხოვნით გამოვიდნენ. ნიუ იორკში, ცენტრალ პარკში გამართულ მარშს გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი შეუერთდნენ.
"კლიმატური ცვლილებები ჩვენი დროის მთავარი პრობლემაა და დასაკარგი დრო აღარ არის. თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს, მომავალში ბევრის გადახდა მოგვიწევს", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტი ნიუ იორკში ხვალ გაიმართება.