პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეწყობა თბილისის Fashion Week-ები და რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში
როგორ ეწყობა თბილისის Fashion Week-ები და რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში

ჟურ­ნა­ლი People "Tbilisi Fashion Week"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­თან (თაკო ჩხე­ი­ძე და მაკა ქუ­ბუ­სი­ძე) ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ისი­ნი ქარ­თუ­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ.

თაკო ჩხე­ი­ძე:

6 წლი­დან ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი, შემ­დეგ გა­და­ვე­დი ან­სამ­ბლში. 14 წლის ასაკ­ში სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სით დავ­კავ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვი­ცხოვ­რე, რად­გან ჩემი მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტია. იქ ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სის კუ­თხით.

ერთხე­ლაც, მო­დის კვი­რე­უ­ლის მო­წყო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­დაც მაკა გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Georgian Events-ს წარ­მო­ად­გენ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი ივენთ-მე­ნე­ჯე­რია. სწო­რედ ასე და­ვი­წყეთ, ხუთი წლის წინ.

მაკა ქუ­ბუ­სი­ძე:

მე უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ, თარ­ჯიმ­ნად და ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი და სა­კუ­თა­რი თავი ბევრ ამ­პლუ­ა­ში გა­მოვ­ცა­დე. ამის შემ­დე, Georgian Events-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლებ­მაც მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, დავ­თან­ხმდი მო­დის კვი­რე­უ­ლის ჩა­ტა­რე­ბას - გა­დამ­წყვეტ ფაქ­ტორს თაკო წარ­მო­ად­გენ­და.

მო­დის კვი­რე­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ იმარ­თე­ბა, ახლა უკვე მე­ა­თე სე­ზო­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. პირ­ვე­ლი 2009 წელს გა­ი­მარ­თა. ჩვენ­თან ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა თბი­ლი­სო­ბა, რომ­ლის დრო­საც ფე­შენ ივენთს ვა­ტა­რებთ.

თაკო ჩხე­ი­ძე

პირ­ვე­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ში შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია დაგ­ვეხ­მა­რა, რად­გან ჩვენ საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნდა.

მე, მაკა და სოფო მა­მარ­დაშ­ვი­ლი პარტნი­ო­რე­ბი ვართ. გუნდში გვყავს პი­ა­რი და კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი. ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს, ვიწ­ვევთ მო­ხა­ლი­სე­ებს, სულ გუნდში მაქ­სი­მუმ 20 ადა­მი­ა­ნი ვართ. ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე მო­დე­ლე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მე­ხე­ბა, ხოლო მა­კას ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მხა­რე, ჩვენ ხში­რად ვეხ­მა­რე­ბით ერ­თამ­ნეთს.

ჩემი ოც­ნე­ბა ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბაა. ჩვენ გვქონ­და, გვაქვს და გვექ­ნე­ბა პო­ტენ­ცი­ა­ლი. მე მინ­დო­და, რომ ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის პრო­დუ­ქია არა მარ­ტო ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ყო­ფი­ლი­ყო გა­ყიდ­ვა­დი, არა­მედ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­შიც. ჩვენ მო­ვი­ფიქ­რებთ კონ­კურ­სი New Comers Day, სა­დაც ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რებს 5 კოს­ტუ­მის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლი­ათ. ამის წყა­ლო­ბით, მო­დის ბიზ­ნეს­ში ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გაჩ­ნდნენ.

წელს პირ­ვე­ლად გავ­მარ­თეთ Resort Collections-ის ჩვე­ნე­ბა ბა­თუმ­ში და გვსურს რომ ეს ტრა­დი­ცი­ად იქ­ცეს. ყო­ველ­წლი­უ­რად აჭა­რა­ში ჯა­ზის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, მათ­თან ერ­თად ჩვენ Jazz Meets Fashion გა­ვა­კე­თეთ. ჩა­ნა­ფიქ­რში გვაქვს თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ის შქმნა - ეს სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი გეგ­მა - ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის შექ­მნაა.

მაკა კუ­ბუ­სი­ძე:

შე­მოდ­გო­მა­ზე მე­ა­თე სე­ზო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა, გვინ­და რომ ჩვენს იუ­ბი­ლე­ზე ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­კეთ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა ფაბ­რი­კებ­ში კე­რა­ვენ, თუმ­ცა, არა­ვინ იცის მათი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ დი­ზა­ი­ნე­რებს უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­დეთ მწარ­მო­ებ­ლებ­თან. ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან და გვსურს პირ­ვე­ლი ფო­რუ­მის გა­მარ­თვა, სა­დაც დი­ზა­ი­ნე­რე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­ჭი­რო ხალ­ხთან შეხ­ვედ­რას. ჩვენ გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუმ­ცა, არ გაგ­ვაჩ­ნია მო­დე­ლი, სწო­რედ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ ამ­ჟა­მად. გვსურს, რომ ეს მხო­ლოდ შოუ არ იყოს, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ეს სფე­რო მო­ი­ცავს - ინ­დუსტრია, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ეწყობა თბილისის Fashion Week-ები და რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში

როგორ ეწყობა თბილისის Fashion Week-ები და რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში

ჟურნალი People "Tbilisi Fashion Week"-ის დამფუძნებლებთან (თაკო ჩხეიძე და მაკა ქუბუსიძე) ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ისინი ქართული მოდის ინდუსტრიის შესახებ საუბრობენ.

თაკო ჩხეიძე:

6 წლიდან ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, შემდეგ გადავედი ანსამბლში. 14 წლის ასაკში სამოდელო ბიზნესით დავკავდი. რამდენიმე წლის განმავლობაში შვეიცარიაში ვიცხოვრე, რადგან ჩემი მეუღლე დიპლომატია. იქ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე სამოდელო ბიზნესის კუთხით.

ერთხელაც, მოდის კვირეულის მოწყობა შემომთავაზეს, სადაც მაკა გავიცანი, რომელიც კომპანია Georgian Events-ს წარმოადგენდა და საქართველოში ყველაზე კარგი ივენთ-მენეჯერია. სწორედ ასე დავიწყეთ, ხუთი წლის წინ.

მაკა ქუბუსიძე:

მე უცხო ენათა ინსტიტუტი დავამთავრე. შემდეგ, თარჯიმნად და ჟურნალისტად ვმუშაობდი და საკუთარი თავი ბევრ ამპლუაში გამოვცადე. ამის შემდე, Georgian Events-ის დამფუძნებლები გავიცანი, რომლებმაც მათთან თანამშრომლობა შემომთავაზეს, დავთანხმდი მოდის კვირეულის ჩატარებას - გადამწყვეტ ფაქტორს თაკო წარმოადგენდა.

მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ იმართება, ახლა უკვე მეათე სეზონისთვის ვემზადებით. პირველი 2009 წელს გაიმართა. ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება თბილისობა, რომლის დროსაც ფეშენ ივენთს ვატარებთ.

თაკო ჩხეიძე

პირველი მოდის კვირეულის ჩატარებაში შვეიცარული კომპანია დაგვეხმარა, რადგან ჩვენ საკმარისი გამოცდილება არ გაგვაჩნდა.

მე, მაკა და სოფო მამარდაშვილი პარტნიორები ვართ. გუნდში გვყავს პიარი და კრეატიული დირექტორი. ღონისძიების ჩატარების დროს, ვიწვევთ მოხალისეებს, სულ გუნდში მაქსიმუმ 20 ადამიანი ვართ. ძირითადად ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მოდელები და დიზაინერები მეხება, ხოლო მაკას ორგანიზაციული მხარე, ჩვენ ხშირად ვეხმარებით ერთამნეთს.

ჩემი ოცნება ამ სფეროს განვითარებაა. ჩვენ გვქონდა, გვაქვს და გვექნება პოტენციალი. მე მინდოდა, რომ ჩვენი დიზაინერების პროდუქია არა მარტო ქართულ ბაზარზე ყოფილიყო გაყიდვადი, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც. ჩვენ მოვიფიქრებთ კონკურსი New Comers Day, სადაც ახალგაზრდა დიზაინერებს 5 კოსტუმის წარმოდგენა შეუძლიათ. ამის წყალობით, მოდის ბიზნესში ახალი სახეები გაჩნდნენ.

წელს პირველად გავმართეთ Resort Collections-ის ჩვენება ბათუმში და გვსურს რომ ეს ტრადიციად იქცეს. ყოველწლიურად აჭარაში ჯაზის ფესტივალი იმართება, მათთან ერთად ჩვენ Jazz Meets Fashion გავაკეთეთ. ჩანაფიქრში გვაქვს თბილისის მოდის კვირეულისთვის ინტერნეტ-მაღაზიის შქმნა - ეს სიურპრიზი იქნება. ჩვენი გეგმა - ახალი ქართული ბრენდის შექმნაა.

მაკა კუბუსიძე:

შემოდგომაზე მეათე სეზონი გაიმართება, გვინდა რომ ჩვენს იუბილეზე ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც პატარა ფაბრიკებში კერავენ, თუმცა, არავინ იცის მათი არსებობის შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დიზაინერებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ მწარმოებლებთან. ასევე ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და გვსურს პირველი ფორუმის გამართვა, სადაც დიზაინერები შეძლებენ საჭირო ხალხთან შეხვედრას. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, თუმცა, არ გაგვაჩნია მოდელი, სწორედ ამაზე ვმუშაობთ ამჟამად. გვსურს, რომ ეს მხოლოდ შოუ არ იყოს, არამედ ყველაფერი, რასაც ეს სფერო მოიცავს - ინდუსტრია, რომელიც გარკვეული კუთხით საქართველოს განვითარებაში ეხმარება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება