"ამბები.გე" იმ ვარსკვლავებით დაინტერესდა, რომლებიც საზოგადოებას ხშირად აოცებენ თავიანთი თამამი გადაწყვეტილებებით.
ია ფარულავა
პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში "სიყვარული ვენახში" მსახიობმა ია ფარულავამ გაიხადა. ეს იყო 2011 წელს, თუმცა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი და ფილმში გათამაშებული სცენები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მას შემდეგ ია ფარულავა ფილმებში გახდაზე და თამამ ფოტოსესიებზე უარს ამბობს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე თამამ ვარსკვლავად ითვლება.
შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა გაიხადა და "პლეიბოისთვის" ფაქტობრივად შიშველმა იპოზიორა. რუსთაველი გოგონა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობდნენ, მოკლე დროში გახდა პოპულარული. მოულოდნელად ოჯახი დაენგრა, თუმცა კარიერის აწყობაში ამას ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ გახდაზე ყოველთვის უარს ამბობს, ჟურნალისტებსაც აღარ სწყალობს და საკუთარი ცხოვრების შესახებ გულახდილ ისტორიებს არ ჰყვება, ამის მიუხედავად საქართველოს სექს-სიმბოლოდ ითვლება და კონკურენტი არ ჰყავს.
ნინა წკრიალაშვილი
მომღერალ ნინა წკრიალაშვილის თითქმის ყველა გამოჩენა პრესაში, ტელევიზიაში თუ სხვაგან სკანდალურია. პირველი მომღერალი იყო, რომელიც შემოთავაზებას დათანხმდა და ჟურნალ "პლეიბოისთვის" გაიხადა. მკაცრი მამის ოჯახში გაზრდილი ქერათმიანი ლამაზმანი ყოველთვის გამოირჩევა სკანდალურობით და თამამი ნაბიჯებით. მისი ბოლო სკანდალური და თამამი პოლიტიკური განცხადება ვანო მერაბიშვილს შეეხებოდა, მომღერალმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ "მალე ვანოს დაუჩოქებთ!!!!! მეძახეთ გიჟი. მკიდია!!!!!!!!! შვილებს გიკლავენ ყოველდღე!!!!!!!!", - რის გამოც სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკეს.
იუნა შაფათავა
ის არ ერევა პოლიტიკაში, არც რომელიმე ჟურნალის ფოტოობიექტივის წინ უპოზიორია შიშველს, მაგრამ ერთი, როლით, რომელიც "მამაჩემის გერლფრენდში" შეასრულა სკანდალური და თამამი მსახიობის იმიჯი მოირგო და თვით შორენა ბეგაშვილიც დაჩრდილა, რომელიც ნიკა ხომასურიძის კინოსურათში იუნა შაფათავასთან ერთად დეტექტივის როლს თამაშობს. "ისე მინდოდა მაშინ ფილმში გადაღება, უარი არ მითქვამს. მე ჰოლივუდის, საფრანგეთის, იტალიის ფილმებზე ვარ გაზრდილი და არ ვიცოდი, ასე თუ უყურებდნენ ჩვენთან ამ ყველაფერს. მსახიობი რომ ლოგინში წვება, ჩემთვის ნორმალურია. რაც მოითხოვა იმ სცენებმა, ის გავაკეთე, მანდ პიკანტური არაფერია. შოთიკო კალანდაძის ფილმებს რაც შეეხება, იქ გაუპატიურების სცენაში ვთამაშობ, როცა მაუპატიურებდნენ, ხომ არ ვეტყოდი, უკაცრავად ხელი არ მახლოთ-მეთქი? რასაც სცენარი ითხოვდა და რეჟისორი ხედავდა, ის გავაკეთე. სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი. თუ მექნება მომავალში მსგავსი შემოთავაზებები და ჩავთვლი, რომ საინტერესოა, დავთანხმდები. მკვლელი იქნება - მკვლელი ვიქნები, ქურდი იქნება - ქურდი ვიქნები და ბოზი იქნება და - ბოზი ვიქნები", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. კიდევ ერთი თამამი გადაწყვეტილება, რომელიც იუნა შაფათავას სახელს უკავშირდება, მისი ბიზნეს იდეაა. მსახიობს სურს ეროტიკული ტელევიზია გახსნას.
მერსი სულხანიშვილი
ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი საზოგადოებამ თამამი ჩაცმულობით გაიცნო. 21 წლის გოგონა, რომელიც მოდის ბლოგერიც არის რამდენიმე თვის წინ გადაცემა "პროფილში" ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩნდა და იმ დღესვე გახდა პოპულარული. ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ, მერსიმ კიდევ ერთხელ გამოაჩინა მკერდი და "ნანუკას შოუში" რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია სწორედ ამ ფორმით დაგმო.
თაკო გაჩეჩილაძე
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სკანდალებში არასოდეს ეხვევა, ხშირი ინტერვიუებითაც არ გამოირჩევა. თუმცა ხშირად იღებს თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობას. რამდენიმე კვირის წინ თაკომ "ფეისბუქზე" საკმაოდ თამამი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის წელსზემოთ შიშველია. ფოტოებს ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობდნენ თაკოს პოპულარობა მოაკლდა და ამიტომ გადაწყვიტა ყურადღება სწორედ ამ ფოტოებით მიეპყროო. მოგვიანებით თაკომ განმარტა, რომ მას ფოტოებში ბიუსტჰალტერი აცვია.
თამარ ბოჭორიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: