მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავზარდამცემი ჩანაწერები - რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან
თავზარდამცემი ჩანაწერები - რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან

სტა­ნის­ლა­ვა ლეშ­ჩინ­სკას, პო­ლო­ნე­ლი ბე­ბი­ა­ქა­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ოს­ვენ­ცი­მის ბა­ნა­კი­დან:

"ჩემი 35-წლი­ა­ნი ბე­ბი­ა­ქა­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ორი წელი ოს­ვენ­ცი­მის ქალ­თა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­ვა­ტა­რე. მეც რი­გი­თი ტუ­სა­ღი ვი­ყა­ვი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დი. იმ ური­ცხვი ქა­ლი­დან, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყავ­დათ და მოჰ­ყავ­დათ ოს­ვენ­ციმ­ში, ბევ­რი ფეხ­მძი­მედ იყო. ბე­ბი­ა­ქა­ლის ფუნ­ქცი­ას 3 ბა­რაკ­ში ვას­რუ­ლებ­დი. ბა­რა­კე­ბი ფიც­რი­სა იყო, ფარ­თე ღრი­ჭო­ე­ბი­ა­ნი და ვირ­თხე­ბის­გან გა­მოხ­რუ­ლი ხვრე­ლე­ბით. შიგ­ნით ორ მხა­რეს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­წო­ლე­ბი იყო გა­მარ­თუ­ლი. თი­თო­ზე 3-4 ქალი უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო. ქვეშ ბინ­ძუ­რი თი­ვის ლე­ი­ბე­ბი ეგოთ, უფრო სწო­რად, ერთ დროს თი­ვის. მათი შიგ­თავ­სი უკვე დიდი ხა­ნია გა­ლე­უ­ლი იყო და ქა­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ხის ფიც­რებ­ზე იწ­ვნენ.

ბა­რა­კის ბო­ლო­ში აგუ­რის ღუ­მე­ლი გვედ­გა. ეს იყო მშო­ბი­ა­რო­ბის მი­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი და ერ­თა­დერ­თი ატ­რი­ბუ­ტი. სხვა ხელ­სა­წყო ამ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­სის­თვის არ არ­სე­ბობ­და. ამ ღუ­მე­ლის გათ­ბო­ბას წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე თუ ვა­ხერ­ხებ­დით. ძი­რი­თა­დად სი­ცი­ვე­სა ჭუ­ჭყში მი­წევ­და მშო­ბი­ა­რო­ბის მი­ღე­ბა. ამ პრო­ცე­სის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბა­ზე, წყალ­ზე, თა­ვად უნდა მეზ­რუ­ნა. მის მო­სა­ტა­ნად სულ მცი­რე, 20 წუთი იყო სა­ჭი­რო. ასე რომ მშო­ბი­ა­რე­ე­ბის ბედი სა­ნა­ხევ­როდ ღმერ­თზე იყო მინ­დო­ბი­ლი, მეც ძა­ლი­ან მძი­მე დღე მად­გა. გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად უნდა მე­მოქ­მე­და - ბა­ნა­კის გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო რე­პუ­ტა­ცი­ას სხვა ეროვ­ნე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით არ გა­ი­ფუ­ჭებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი გა­მო­ძა­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და.

ერ­თა­დერ­თი ექი­მი, ვინც მეხ­მა­რე­ბო­და, პო­ლო­ნე­ლი ირენ კო­ნეჩ­ნოი იყო. სხვა­თა შო­რის, მას ვუ­მად­ლი ჩემს გა­დარ­ჩე­ნას, როცა ტი­ფით გავ­ხდი ავად. ტუ­საღ ექი­მებს აღარც სა­ხე­ლი, არც ფული და აღარც პრო­ფე­სი­უ­ლი ამ­ბი­ცია აღარ გა­აჩ­ნდათ. ისი­ნი თავ­და­დე­ბით მუ­შა­ობ­დნენ უმ­თავ­რე­სი მი­სი­ის­თვის - გა­და­ერ­ჩი­ნათ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში.ტყვე­თა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში 2-წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კი­სას 3000-ზე მეტი მშო­ბი­ა­რო­ბა მი­ვი­ღე. ენით აუ­წე­რე­ლი სი­ბინ­ძუ­რის, უწყლო­ბის და სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი ბავ­შვი და არც ერთი მშო­ბი­ა­რე არ დამ­ღუპ­ვია. როცა ბა­ნა­კის ესე­სელ­მა ექიმ­მა ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა მიბ­რძა­ნა, სა­დაც მშო­ბი­ა­რე­თა გარ­თუ­ლე­ბე­ბი და სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი უნდა და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, ვუ­პა­სუ­ხე, რომ არც ერთი შემ­თხვე­ვა სიკ­ვდი­ლით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ექიმ­მა შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, რომ ასე­თი შე­დე­გი გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი კლი­ნი­კე­ბის სა­მე­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­საც არ ჰქონ­დათ.

შე­დე­გი მარ­თლაც პა­რა­დოქ­სუ­ლი იყო. ჩემი ვა­რა­უ­დით, გა­მო­ფი­ტუ­ლი და ღო­ნე­მიხ­დი­ლი სხე­უ­ლე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­თვის ყოვ­ლად უსარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი იყო. ამი­ტო­მაც მშო­ბი­ა­რე­ებს ინ­ფექ­ცი­ე­ბი არ ემარ­თე­ბო­დათ. მშო­ბი­ა­რე პრაქ­ტი­კუ­ლად რამ­დე­ნი­მე დღის მში­ე­რი იყო. ქალი მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე პუ­რის დღი­ურ ნორ­მა­ზე უარს ამ­ბობ­და. ერთი დღის პური ერთი ზე­წა­რი იყო, რო­მელ­საც და­ხევ­და და სახ­ვე­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

სახ­ვე­ვე­ბის რე­ცხვა დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. ქა­ლებს ბა­რა­კის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, შიგ­ნი­თაც ბევ­რი აკ­რძალ­ვა მოქ­მე­დებ­და. მე­ლო­გი­ნე­ებს და­რე­ცხი­ლი სა­ფე­ნე­ბის გაშ­რო­ბა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით უხ­დე­ბო­დათ. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არა­ფე­რი იყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მა­ნამ­დე ხდე­ბო­და.

...1943 წლის მა­ი­სამ­დე ოს­ვენ­ციმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ახალ­შო­ბილს მხე­ცუ­რად კლავ­დნენ - კას­რში ახ­რჩობ­დნენ. ამ მო­ვა­ლე­ო­ბას ორი მედ­და - კლა­რა და ფანი ას­რუ­ლებ­დნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თავზარდამცემი ჩანაწერები - რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან

თავზარდამცემი ჩანაწერები - რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან

სტანისლავა ლეშჩინსკას, პოლონელი ბებიაქალის სულისშემძვრელი ჩანაწერები ოსვენციმის ბანაკიდან:

"ჩემი 35-წლიანი ბებიაქალობის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორი წელი ოსვენციმის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გავატარე. მეც რიგითი ტუსაღი ვიყავი, პარალელურად კი პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. იმ ურიცხვი ქალიდან, რომლებიც მოჰყავდათ და მოჰყავდათ ოსვენციმში, ბევრი ფეხმძიმედ იყო. ბებიაქალის ფუნქციას 3 ბარაკში ვასრულებდი. ბარაკები ფიცრისა იყო, ფართე ღრიჭოებიანი და ვირთხებისგან გამოხრული ხვრელებით. შიგნით ორ მხარეს სამსართულიანი საწოლები იყო გამართული. თითოზე 3-4 ქალი უნდა განთავსებულიყო. ქვეშ ბინძური თივის ლეიბები ეგოთ, უფრო სწორად, ერთ დროს თივის. მათი შიგთავსი უკვე დიდი ხანია გალეული იყო და ქალები პრაქტიკულად ხის ფიცრებზე იწვნენ.

ბარაკის ბოლოში აგურის ღუმელი გვედგა. ეს იყო მშობიარობის მიღების ერთადერთი ადგილი და ერთადერთი ატრიბუტი. სხვა ხელსაწყო ამ სამედიცინო პროცესისთვის არ არსებობდა. ამ ღუმელის გათბობას წელიწადში რამდენჯერმე თუ ვახერხებდით. ძირითადად სიცივესა ჭუჭყში მიწევდა მშობიარობის მიღება. ამ პროცესისთვის აუცილებელ პირობაზე, წყალზე, თავად უნდა მეზრუნა. მის მოსატანად სულ მცირე, 20 წუთი იყო საჭირო. ასე რომ მშობიარეების ბედი სანახევროდ ღმერთზე იყო მინდობილი, მეც ძალიან მძიმე დღე მადგა. გართულების შემთხვევაში თავად უნდა მემოქმედა - ბანაკის გერმანელი ექიმები სამედიცინო რეპუტაციას სხვა ეროვნების პაციენტების მომსახურებით არ გაიფუჭებდნენ. შესაბამისად, მათი გამოძახების უფლება არ მქონდა.

ერთადერთი ექიმი, ვინც მეხმარებოდა, პოლონელი ირენ კონეჩნოი იყო. სხვათა შორის, მას ვუმადლი ჩემს გადარჩენას, როცა ტიფით გავხდი ავად. ტუსაღ ექიმებს აღარც სახელი, არც ფული და აღარც პროფესიული ამბიცია აღარ გააჩნდათ. ისინი თავდადებით მუშაობდნენ უმთავრესი მისიისთვის - გადაერჩინათ ადამიანის სიცოცხლე ყველა ვითარებაში.ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში 2-წლიანი პრაქტიკისას 3000-ზე მეტი მშობიარობა მივიღე. ენით აუწერელი სიბინძურის, უწყლობის და სიცივის მიუხედავად, არც ერთი ბავშვი და არც ერთი მშობიარე არ დამღუპვია. როცა ბანაკის ესესელმა ექიმმა ანგარიშის მომზადება მიბრძანა, სადაც მშობიარეთა გართულებები და სიკვდილის შემთხვევები უნდა დამეფიქსირებინა, ვუპასუხე, რომ არც ერთი შემთხვევა სიკვდილით არ დასრულებულა. ექიმმა შემომხედა და მითხრა, რომ ასეთი შედეგი გერმანიის ყველაზე წარმატებული და სრულყოფილი კლინიკების სამეანო განყოფილებებსაც არ ჰქონდათ.

შედეგი მართლაც პარადოქსული იყო. ჩემი ვარაუდით, გამოფიტული და ღონემიხდილი სხეულები ბაქტერიებისთვის ყოვლად უსარგებლო საკვები იყო. ამიტომაც მშობიარეებს ინფექციები არ ემართებოდათ. მშობიარე პრაქტიკულად რამდენიმე დღის მშიერი იყო. ქალი მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე პურის დღიურ ნორმაზე უარს ამბობდა. ერთი დღის პური ერთი ზეწარი იყო, რომელსაც დახევდა და სახვევებად გამოიყენებდა.

სახვევების რეცხვა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ქალებს ბარაკის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, შიგნითაც ბევრი აკრძალვა მოქმედებდა. მელოგინეებს დარეცხილი საფენების გაშრობა საკუთარი სხეულით უხდებოდათ. თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მანამდე ხდებოდა.

...1943 წლის მაისამდე ოსვენციმში დაბადებული ყველა ახალშობილს მხეცურად კლავდნენ - კასრში ახრჩობდნენ. ამ მოვალეობას ორი მედდა - კლარა და ფანი ასრულებდნენ.

გაგრძელება

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ