პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას
"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას

მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის, "კა­ზან­ტი­პის" ჩა­ტა­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა, რა­საც პრაქ­ტი­კუ­ლად, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­ე­წი­რა. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა.

გი­ორ­გი სი­გუ­ას "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბით" და­ვუ­კავ­შირ­დით.

- რო­გორ ხართ?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად.

- რა ქმნის თქვენს ამ აღ­მაფ­რე­ნას?

- სი­ცო­ცხლე...

- მას მერე, რაც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წახ­ვე­დით, ფეხი მო­გი­ტე­ხავთ.

- რაც მე მწყევ­ლეს, კი­დევ კარ­გად ვარ გა­დარ­ჩე­ნი­ლი.

- რო­გორ და სად და­შავ­დით?

- სა­ცუ­რაო აუზ­ზე ფეხი ამი­ცურ­და და და­ვე­ცი. ეს ამ­ბა­ვი იბი­ცა­ზე მოხ­და.

სამი დღეა, რაც თა­ბა­ში­რი მო­ვიხ­სე­ნი, ახლა ფეხი ფიქ­სა­ტორ­ში მაქვს ჩას­მუ­ლი და ყა­ვარ­ჯნე­ბით დავ­დი­ვარ.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხი მო­ი­ტე­ხეთ, მა­ინც ამ­დენს და­დი­ხართ?

- ასე ცალი ფე­ხით, უკვე შვიდ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი. თან, მარ­ტო დავ­დი­ვარ.

- მერე რა­ტომ იკ­ლავთ თავს. და­ის­ვე­ნეთ...

- არა კაცო, საქ­მე­ე­ბი მაქვს, რას ამ­ბობთ?

- დამ­წყევ­ლეს და ფეხი მო­ვი­ტე­ხეო. თა­ვად თუ და­გი­წყევ­ლი­ათ ვინ­მე?

- არა, რა სი­სუ­ლე­ლე?

- არც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა გა­ხა­სი­ა­თებთ?

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, რო­გორ არა.

- თა­ვი­დან, რო­დე­საც ნი­კი­ტა მარ­შუ­ნოკ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­დით, არ იფიქ­რეთ, რომ კა­ზან­ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბო­და?

- ისე­თი, რა მოხ­და, რო?.. თუმ­ცა ვი­ცო­დი, აგ­რე­სია რომ იქ­ნე­ბო­და სი­ახ­ლე­ფო­ბე­ბის მხრი­დან.

- თქვენ რა ფო­ბია გაქვთ?

- არ მიყ­ვარს მო­ღუ­შუ­ლი სა­ხე­ე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლი ხალ­ხი.

- კა­ზან­ტი­პი გარ­და იმი­სა, რომ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლია და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, რო­მელ­საც თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია არ აქვს. რე­ა­ლუ­რად კი­დევ რა არის?

- კა­ზან­ტი­პი არ არის ის, რაც შენ გგო­ნია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ...

- არა­ფერს ნა­ნობთ?

- არა, რას ამ­ბობთ, პი­რი­ქით. თან, აზრი არ აქვს, თო­რემ ვი­ნა­ნებ­დი.

- ოპ­ტი­მის­ტი ხართ?

- ულტრა­ოპ­ტი­მის­ტი.

- ისე, კა­ზან­ტიპ­მა ბევ­რი ვე­რა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

- 14.000 კაცი არა­ფე­რი იყო?

- მო­ლო­დი­ნი რო­გორც მახ­სოვს, მე­ტის იყო.

- კი, მეტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ცალ­კე "წყევ­ლებ­მა" და ცალ­კე ლარ­სის ჩა­კეტ­ვამ შე­ამ­ცი­რა რა­ო­დე­ნო­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთავ­რია, მო­ი­ტა­ნა და გა­მო­ა­ჩი­ნა სი­ნათ­ლის შუქი სიბ­ნე­ლე­ში.

- და კი­დევ ის, რომ თქვენ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეთ...

- მერე, რა? გგო­ნი­ათ, სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა?

- არ მგო­ნია, მაგ­რამ თქვენს და­ნა­კარ­გზე რას იტყვით?

- იმ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, ანუ მე უნდა ამერ­ჩია ან სამ­სა­ხუ­რი, ან კა­ზან­ტი­პი ყო­ფი­ლი­ყო თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე ავირ­ჩიე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ზან­ტი­პი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი წავ­ლენ და წა­მოვ­ლენ, კა­ზან­ტი­პი - დარ­ჩე­ბა!

სი­გუ­აც და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც დრო­ე­ბი­თია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე რჩე­ბა. მით უე­ტეს, ჩემს საქ­მეს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თი შე­დე­გი მო­აქვს. მე ეს ფესტვა­ლი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გის გამო არ მინ­დო­და, მენ­ტა­ლუ­რი ამ­ბა­ვი იყო.

- რა არის თქვენ­თვის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა?

- დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა...

- ნი­კი­ტას რო­გორ და­შორ­დით?

- არ დავ­შო­რე­ბი­ვარ, ჩვენ ახ­ლაც ერ­თად ვართ...

- სამ­ყა­როს მბრძა­ნე­ლე­ბი რომ იყოთ, რას შეც­ვლი­დით?

- ია­რაღს გა­ვაქ­რობ­დი.

- თქვენ არ გაქვთ ია­რა­ღი?

- კი, რო­გორ არა.

- გა­ფორ­მე­ბუ­ლია?

- დიახ, თან, სულ თან და­მაქვს და თავ­ში მი­დევს, - მას ტვი­ნი ჰქვია!

- ლექ­სებს ხში­რად კი­თხუ­ლობთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- ახლა რას წაგ­ვი­კი­თხავთ?

- "კაცს უნდა ჰქონ­დეს კა­ცო­ბა,/ კაცი ფას­დე­ბა კა­ცო­ბით,/ თუ კაცს კა­ცო­ბა არა აქვს,/ ამ ტი­პაჟს ჰქვია სა­ცო­ბი.

- ვი­სია ეს სტრი­ქო­ნე­ბი?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- უნაკ­ლო ხართ?

- არა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია.

- რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი ნაკ­ლი?

- და­ბა­დე­ბის წელი.

- რა­ტომ?

- ადრე და­ვი­ბა­დე... მაგ­რამ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის უნდა დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- სა­მო­მავ­ლოდ რას ფიქ­რობთ?

- ფეხი უნდა მო­ვირ­ჩი­ნო.

- მერე?

- მერე ვირ­ბენ.

- პრინ­ციპ­ში, რო­გორც მი­თხა­რით, ფეხ­მო­ტე­ხი­ლიც კარ­გად დარ­ბი­ხართ.…

- ტრო­ლე­ი­ბუ­სი­ვით ვარ. დაბ­მუ­ლი რომ მა­ინც და­დის...

- ნო­მე­რი ავ­ტო­მან­ქან­ზე უკვე გა­მოც­ვა­ლეთ?

- არც ვა­პი­რებ.

- პრინ­ციპ­ში, 2020 წლამ­დე დრო გაქვთ.

- ისე, რა­ტომ უნდა გა­მოვ­ცვა­ლო? ჩემს მან­ქა­ნას და­ვა­წე­რო, რომ გი­ორ­გი სი­გუ­ა­სია? პი­რი­ქით, სად და­ვი­მა­ლო, იმას ვცდი­ლობ.

- საქ­მე­ში რო­დის უნდა ჩა­ერ­თოს მუშ­ტი?

- არა­სო­დეს!..

- სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალს თავს რო­გორ აწო­ნებთ?

- ერთხელ ერთს მო­ვა­წო­ნე და მე­ო­რედ ამას აღარ ვი­ზამ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ: ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ რუბ­რი­კა "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" სტუმ­რებ­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას

"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას

მას საქართველოში ყველაზე ხმაურიანი ფესტივალის, "კაზანტიპის" ჩატარება უკავშირდება, რასაც პრაქტიკულად, მისი თანამდებობა შეეწირა. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

გიორგი სიგუას "მოულოდნელი კითხვებით" დავუკავშირდით.

- როგორ ხართ?

- შესანიშნავად.

- რა ქმნის თქვენს ამ აღმაფრენას?

- სიცოცხლე...

- მას მერე, რაც თანამდებობიდან წახვედით, ფეხი მოგიტეხავთ.

- რაც მე მწყევლეს, კიდევ კარგად ვარ გადარჩენილი.

- როგორ და სად დაშავდით?

- საცურაო აუზზე ფეხი ამიცურდა და დავეცი. ეს ამბავი იბიცაზე მოხდა.

სამი დღეა, რაც თაბაშირი მოვიხსენი, ახლა ფეხი ფიქსატორში მაქვს ჩასმული და ყავარჯნებით დავდივარ.

- მიუხედავად იმისა, რომ ფეხი მოიტეხეთ, მაინც ამდენს დადიხართ?

- ასე ცალი ფეხით, უკვე შვიდ ქვეყანაში ვიყავი. თან, მარტო დავდივარ.

- მერე რატომ იკლავთ თავს. დაისვენეთ...

- არა კაცო, საქმეები მაქვს, რას ამბობთ?

- დამწყევლეს და ფეხი მოვიტეხეო. თავად თუ დაგიწყევლიათ ვინმე?

- არა, რა სისულელე?

- არც ბილწსიტყვაობა გახასიათებთ?

- ბილწსიტყვაობა, როგორ არა.

- თავიდან, როდესაც ნიკიტა მარშუნოკთან მოლაპარაკებას აწარმოებდით, არ იფიქრეთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის გამართვას საქართველოში ასეთი ამბავი მოჰყვებოდა?

- ისეთი, რა მოხდა, რო?.. თუმცა ვიცოდი, აგრესია რომ იქნებოდა სიახლეფობების მხრიდან.

- თქვენ რა ფობია გაქვთ?

- არ მიყვარს მოღუშული სახეები და აგრესიული ხალხი.

- კაზანტიპი გარდა იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია და დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომელსაც თავისი ტერიტორია არ აქვს. რეალურად კიდევ რა არის?

- კაზანტიპი არ არის ის, რაც შენ გგონია, მაგრამ შეიძლება იყოს ის, რაზეც ოცნებობ...

- არაფერს ნანობთ?

- არა, რას ამბობთ, პირიქით. თან, აზრი არ აქვს, თორემ ვინანებდი.

- ოპტიმისტი ხართ?

- ულტრაოპტიმისტი.

- ისე, კაზანტიპმა ბევრი ვერაფერი მოიტანა საქართველოსთვის.

- 14.000 კაცი არაფერი იყო?

- მოლოდინი როგორც მახსოვს, მეტის იყო.

- კი, მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცალკე "წყევლებმა" და ცალკე ლარსის ჩაკეტვამ შეამცირა რაოდენობა. რაც ყველაზე მთავრია, მოიტანა და გამოაჩინა სინათლის შუქი სიბნელეში.

- და კიდევ ის, რომ თქვენ სამსახური დაკარგეთ...

- მერე, რა? გგონიათ, სამსახურის პოვნა გამიჭირდება?

- არ მგონია, მაგრამ თქვენს დანაკარგზე რას იტყვით?

- იმ სამსახურის დაკარგვა ჩემი არჩევანი იყო, ანუ მე უნდა ამერჩია ან სამსახური, ან კაზანტიპი ყოფილიყო თუ არა საქართველოში. მე ავირჩიე, რომ საქართველოში კაზანტიპი ჩატარებულიყო. ტურიზმის დეპარტამენტის უფროსები წავლენ და წამოვლენ, კაზანტიპი - დარჩება!

სიგუაც და სხვა თანამდებობის პირებიც დროებითია, მაგრამ ყოველთვის გაკეთებული საქმე რჩება. მით უეტეს, ჩემს საქმეს ცნობიერებაზე დადებითი შედეგი მოაქვს. მე ეს ფესტვალი მხოლოდ ეკონომიკური შედეგის გამო არ მინდოდა, მენტალური ამბავი იყო.

- რა არის თქვენთვის ელექტრონული მუსიკა?

- დასვენების საშუალება...

- ნიკიტას როგორ დაშორდით?

- არ დავშორებივარ, ჩვენ ახლაც ერთად ვართ...

- სამყაროს მბრძანელები რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

- იარაღს გავაქრობდი.

- თქვენ არ გაქვთ იარაღი?

- კი, როგორ არა.

- გაფორმებულია?

- დიახ, თან, სულ თან დამაქვს და თავში მიდევს, - მას ტვინი ჰქვია!

- ლექსებს ხშირად კითხულობთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- ახლა რას წაგვიკითხავთ?

- "კაცს უნდა ჰქონდეს კაცობა,/ კაცი ფასდება კაცობით,/ თუ კაცს კაცობა არა აქვს,/ ამ ტიპაჟს ჰქვია საცობი.

- ვისია ეს სტრიქონები?

- რა მნიშვნელობა აქვს?

- უნაკლო ხართ?

- არა, რასაკვირველია.

- რა არის თქვენი მთავარი ნაკლი?

- დაბადების წელი.

- რატომ?

- ადრე დავიბადე... მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის უნდა დავბადებულიყავი.

- სამომავლოდ რას ფიქრობთ?

- ფეხი უნდა მოვირჩინო.

- მერე?

- მერე ვირბენ.

- პრინციპში, როგორც მითხარით, ფეხმოტეხილიც კარგად დარბიხართ.…

- ტროლეიბუსივით ვარ. დაბმული რომ მაინც დადის... 

- ნომერი ავტომანქანზე უკვე გამოცვალეთ?

- არც ვაპირებ.

- პრინციპში, 2020 წლამდე დრო გაქვთ.

- ისე, რატომ უნდა გამოვცვალო? ჩემს მანქანას დავაწერო, რომ გიორგი სიგუასია? პირიქით, სად დავიმალო, იმას ვცდილობ.

- საქმეში როდის უნდა ჩაერთოს მუშტი?

- არასოდეს!..

- სასიამოვნო გარეგნობის ქალს თავს როგორ აწონებთ?

- ერთხელ ერთს მოვაწონე და მეორედ ამას აღარ ვიზამ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ: ყველა ინტერვიუ რუბრიკა "მოულოდნელი კითხვების" სტუმრებთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია