სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"
"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ამ დი­ლე­მის წი­ნა­შე მას შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, როცა სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნი­ლი ოჯა­ხი ბერ­ბი­ჭამ და­უნ­გრია და ახლა მე­ო­რე ქმრის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი კვლავ პირ­ველს სთხოვს პა­ტი­ე­ბას. ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი მკი­თხვე­ლის რჩე­ვას ელის. კი­თხვა კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ცხოვ­რე­ბა­ში რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი თუ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ად­რე­ულ ასაკ­ში დავ­ქორ­წინ­დით. მა­შინ ეკა ჩვიდ­მე­ტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დე­დი­სერ­თა იყო, მშობ­ლე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. ჩვენ სულ ორი თვის ნაც­ნო­ბო­ბა გვქონ­და, როცა ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტეთ. დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, არ მოს­წონ­და ეს თავ­ნე­ბა და პრე­ტენ­ზი­უ­ლი გოგო. არც მისი მშობ­ლე­ბი ოც­ნე­ბობ­დენ ჩვენს შე­უღ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ მე ის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ამი­ტომ ვთხოვ­დი გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით. ზრდას­რუ­ლე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი არც ერთი არ ვი­ყა­ვით და ერთ დღეს მა­მი­და­ჩემ­თან სო­ფელ­ში გა­ვი­პა­რეთ.

- თქვენც დე­დი­სერ­თა ხართ?

- არა, მე ძმა მყავს, მაგ­რამ ორი ბინა გვაქვს, ამი­ტომ ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ეკას მი­მართ ან­გა­რე­ბით არ ყო­ფი­ლა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იმ დღეს­ვე ჩა­მოგ­ვა­კი­თხეს. ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი კი კარ­გა ხანს არც იყუ­რე­ბოდ­ნენ ჩვენ­კენ. თა­ვი­ან­თი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი ეტყო­ბა უფრო სხვა­ნა­ი­რად ჰქოდ­ნათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

- თქვენ რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­შინ?

- არა­ფერს. ვსწავ­ლობ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბი­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფა­ზე ვი­ყა­ვი. სოფ­ლი­დან ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში დავ­ბრუნ­დით. დე­და­ჩე­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, რძლის­თვის კარ­გი დე­დამ­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კარ­გა ხანს ტან­საც­მელ­საც კი თვი­თონ ურე­ცხავ­და და თვა­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებ­და, სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი­ვით მი­ი­ღო, მაგ­რამ ეკას­გან სა­პა­სუ­ხო გრძნო­ბა ვერ მი­ი­ღო, ამი­ტომ მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იც­ვა­ლა, ცოტა და­ი­ძა­ბა კი­დეც, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი მა­ინც თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად იქ­ცე­ო­და, მე რომ გული არ მტკე­ნო­და. ჩემს მე­უღ­ლეს ვა­ტყობ­დი, მაზლთან და დე­დამ­თილ­თან ცხოვ­რე­ბა არ უნ­დო­და, ამი­ტომ ცალ­კე ჩემს ბი­ნა­ში გა­და­ვე­დით. ეკა უკვე ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე იყო.

- რით აპი­რებ­დით თა­ვის რჩე­ნას?

- იქაც ჩემი მშობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა როცა ჩვე­ნი ვა­ჟიშ­ვი­ლი ირაკ­ლი და­ი­ბა­და, ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ბავ­შვი ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გვყავ­და და ხომ იცი რა ჯდე­ბა ეს. ეკას მშობ­ლე­ბი შე­მოგ­ვი­რიგ­დნენ, ახლა უკვე ხში­რად იქ იყო.

- თქვენ?

- მე პრე­ტენ­ზია არ მქონ­და, მაგ­რამ იქ ვერ ვჩერ­დე­ბო­დი, არ მინ­დო­და, დღე­და­ღამ იქ ვჯდა­რი­ყა­ვი. ჩვე­ნი ბიჭი ორი წლის რომ გახ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, თავს არ ვზო­გავ­დი, რომ ოჯა­ხი შე­მე­ნა­ხა. ერთი პე­რი­ო­დი ვკინ­კლა­ობ­დით კი­დეც, მაგ­რამ ისევ ვუ­რიგ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ირაკ­ლის თაკო მოჰ­ყვა და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი აე­წყო, თუმ­ცა დრო­ე­ბით. როცა ბავ­შვე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, ეკამ ერთ პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ანა­ზღა­უ­რე­ბაც ძა­ლი­ან კარ­გი ჰქონ­და. უკვე თვი­თონ ვი­ნა­ხავ­დით ოჯახს, მშობ­ლებს ძა­ლი­ან აღარ ვა­წუ­ხებ­დით. ერთი რამ არ მომ­წონ­და მხო­ლოდ. ჩემი მე­უღ­ლე ოჯახ­სა და ქმარ-შვილ­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლას აქ­ცევ­და. მისი სამ­სა­ხუ­რი დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა და ისევ სახ­ლში დაჯ­და. ირაკ­ლი და თაკო უკვე მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ნენ და მე ვამ­შვი­დებ­დი: ბავ­შვე­ბის მოვ­ლა და სწავ­ლა-აღ­ზრდა სამ­სა­ხურ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია-მეთ­ქი. თუმ­ცა ის ძა­ლი­ან იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ასე გა­დი­ო­და წლე­ბი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ჩვე­ნი ოჯა­ხი ოჯა­ხი არ იყო.

- რა­ტომ?

- ოჯა­ხუ­რი სით­ბო და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა არ გვქონ­და, რაც ძა­ლი­ან მტკენ­და გულს. იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა გაყ­რა გარ­და­უ­ვა­ლი იყო, მაგ­რამ თით­ქოს ორი­ვე­ნი ვცდი­ლობ­დით, ეს არ დაგ­ვეშ­ვა. ერთ დღეს კი დე­დას­თან წას­ვლა მარ­ტომ მო­ინ­დო­მა, მე და ბავ­შვე­ბი შინ ვი­ყა­ვით. არ და­მიშ­ლია, მე რა ვი­ცო­დი რას ეპი­რე­ბო­და.

- მა­ინც რა მოხ­და?

- წა­ვი­და და შინ აღარ დაბ­რუნ­და. მა­მა­მისს და­ვუ­რე­კე და მი­პა­სუ­ხა, აქ არ მო­სუ­ლაო. რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, სხვა კაცს გა­ე­კი­და. უცოლ­შვი­ლო ბერ­ბი­ჭას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, აღარ ვი­ცო­დი შვი­ლე­ბის­თვის რა მეთ­ქვა, როცა სი­მარ­თლეს გა­ი­გებ­დნენ. ირაკ­ლი უკვე თერ­თმე­ტი წლის იყო, თაკო ცხრის. დე­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, ხმა­ზე შე­მა­ტყო, რომ ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი და მა­შინ­ვე ჩვენ­თან გაჩ­ნდა. როცა ყუ­რა­დღე­ბით მო­მის­მი­ნა, რაც ვუ­თხა­რი, გა­ჩუმ­და, ხმა არ ამო­უ­ღია, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი წა­ვი­და.

- ბავ­შვებს არ და­კონ­ტაქ­ტე­ბია?

- არა, ბო­ლოს და ბო­ლოს სი­მარ­თლე გა­ი­გეს და მეც აღარ და­მი­მა­ლავს, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი. ჩემი გო­გო­ნა გუ­ლა­მოსკვნი­ლი ტი­რო­და, ირაკ­ლი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი იყო. ერთი თვით გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე ჩემს უფ­როსს და შე­ვე­ცა­დე ბავ­შვე­ბის­თვის დარ­დი შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. გა­წა­მა­წი­ა­ში ვი­ყა­ვი, თავს ვე­რა­ფერს ვარ­თმევ­დი. შემ­დეგ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მი­წყნარ­და და ბავ­შვე­ბიც შე­ე­გუვ­ნენ ამას.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"

"გათხოვილი ცოლი შერიგებას მთხოვს, თურმე კაცობაზე მაღლა სიყვარული დგას"

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი ამ დილემის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა სიყვარულით შექმნილი ოჯახი ბერბიჭამ დაუნგრია და ახლა მეორე ქმრისგან მიტოვებული კვლავ პირველს სთხოვს პატიებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარი მკითხველის რჩევას ელის. კითხვა კი საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანია, სიყვარული თუ თავმოყვარეობა?

- მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. მაშინ ეკა ჩვიდმეტი წლის იყო, მე ოცის. ეკა დედისერთა იყო, მშობლებისგან განებივრებული. ჩვენ სულ ორი თვის ნაცნობობა გვქონდა, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ მოსწონდა ეს თავნება და პრეტენზიული გოგო. არც მისი მშობლები ოცნებობდენ ჩვენს შეუღლებაზე, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამიტომ ვთხოვდი გავპარულიყავით. ზრდასრულები და სერიოზულები არც ერთი არ ვიყავით და ერთ დღეს მამიდაჩემთან სოფელში გავიპარეთ.

- თქვენც დედისერთა ხართ?

- არა, მე ძმა მყავს, მაგრამ ორი ბინა გვაქვს, ამიტომ ჩემი დაინტერესება ეკას მიმართ ანგარებით არ ყოფილა გამოწვეული. ჩემმა მშობლებმა იმ დღესვე ჩამოგვაკითხეს. ჩემი მეუღლის მშობლები კი კარგა ხანს არც იყურებოდნენ ჩვენკენ. თავიანთი ქალიშვილის მომავალი ეტყობა უფრო სხვანაირად ჰქოდნათ წარმოდგენილი.

- თქვენ რას საქმიანობდით მაშინ?

- არაფერს. ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ ფაკულტეტზე და მშობლების კმაყოფაზე ვიყავი. სოფლიდან ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდით. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რძლისთვის კარგი დედამთილი ყოფილიყო. კარგა ხანს ტანსაცმელსაც კი თვითონ ურეცხავდა და თვალებში შეჰყურებდა, საკუთარი ქალიშვილივით მიიღო, მაგრამ ეკასგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, ამიტომ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, ცოტა დაიძაბა კიდეც, მაგრამ დედაჩემი მაინც თავშეკავებულად იქცეოდა, მე რომ გული არ მტკენოდა. ჩემს მეუღლეს ვატყობდი, მაზლთან და დედამთილთან ცხოვრება არ უნდოდა, ამიტომ ცალკე ჩემს ბინაში გადავედით. ეკა უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო.

- რით აპირებდით თავის რჩენას?

- იქაც ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა როცა ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი დაიბადა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად. ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავდა და ხომ იცი რა ჯდება ეს. ეკას მშობლები შემოგვირიგდნენ, ახლა უკვე ხშირად იქ იყო.

- თქვენ?

- მე პრეტენზია არ მქონდა, მაგრამ იქ ვერ ვჩერდებოდი, არ მინდოდა, დღედაღამ იქ ვჯდარიყავი. ჩვენი ბიჭი ორი წლის რომ გახდა, უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახი შემენახა. ერთი პერიოდი ვკინკლაობდით კიდეც, მაგრამ ისევ ვურიგდებოდით ერთმანეთს. ირაკლის თაკო მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აეწყო, თუმცა დროებით. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ეკამ ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ანაზღაურებაც ძალიან კარგი ჰქონდა. უკვე თვითონ ვინახავდით ოჯახს, მშობლებს ძალიან აღარ ვაწუხებდით. ერთი რამ არ მომწონდა მხოლოდ. ჩემი მეუღლე ოჯახსა და ქმარ-შვილზე მეტ ყურადღებას საკუთარი თავის მოვლას აქცევდა. მისი სამსახური დროებითი აღმოჩნდა და ისევ სახლში დაჯდა. ირაკლი და თაკო უკვე მოსწავლეები იყნენ და მე ვამშვიდებდი: ბავშვების მოვლა და სწავლა-აღზრდა სამსახურზე მნიშვნელოვანია-მეთქი. თუმცა ის ძალიან იყო გაღიზიანებული. ასე გადიოდა წლები. ჩვენი ურთიერთობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ოჯახი ოჯახი არ იყო.

- რატომ?

- ოჯახური სითბო და ურთიერთგაგება არ გვქონდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. იყო მომენტები, როცა გაყრა გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქოს ორივენი ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა. ერთ დღეს კი დედასთან წასვლა მარტომ მოინდომა, მე და ბავშვები შინ ვიყავით. არ დამიშლია, მე რა ვიცოდი რას ეპირებოდა.

- მაინც რა მოხდა?

- წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. მამამისს დავურეკე და მიპასუხა, აქ არ მოსულაო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვა კაცს გაეკიდა. უცოლშვილო ბერბიჭას. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, აღარ ვიცოდი შვილებისთვის რა მეთქვა, როცა სიმართლეს გაიგებდნენ. ირაკლი უკვე თერთმეტი წლის იყო, თაკო ცხრის. დედაჩემმა დამირეკა, ხმაზე შემატყო, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. როცა ყურადღებით მომისმინა, რაც ვუთხარი, გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთში კი წავიდა.

- ბავშვებს არ დაკონტაქტებია?

- არა, ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაიგეს და მეც აღარ დამიმალავს, ყველაფერი ვუთხარი. ჩემი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, ირაკლი გაჩუმებული იყო. ერთი თვით გავეთავისუფლე ჩემს უფროსს და შევეცადე ბავშვებისთვის დარდი შემემსუბუქებინა. გაწამაწიაში ვიყავი, თავს ვერაფერს ვართმევდი. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ბავშვებიც შეეგუვნენ ამას.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია