საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატბორილი ქუჩები და სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში
დატბორილი ქუჩები და  სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში

ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ბა­თუმ­ში და­იტ­ბო­რა ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია, მა­ი­ა­კოვ­სკის, სუ­ლა­ბე­რი­ძის, თავ­და­დე­ბუ­ლის, ბაგ­რა­ტი­ო­ნის და ე.წ "ჭა­ო­ბის" და­სახ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი უბ­ნე­ბი. ასე­ვე დატ­ბო­რი­ლია ბო­ნის ბაზ­რო­ბის სა­სურ­სა­თო და პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, ქუ­ჩებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა არ არის და უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად სა­ცო­ბე­ბი არ შექ­მნი­ლა, თუმ­ცა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის დატ­ბო­რილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. რო­გორც "ინეტრპრეს­ნი­უსს" აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ დრომ­დე სულ 50-მდე გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და და დახ­მა­რე­ბას ძი­რი­თა­დად, ე.წ "ჭა­ო­ბის" უბ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვს.

"ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ვართ, მაგ­რამ კვლავ ძლი­ე­რად წვიმს. ფაქ­ტი­უ­რად, აზრი არ აქვს დატ­ბო­რი­ლი სახ­ლე­ბის ამო­ტუმბვას, რად­გან სა­მუ­შა­ო­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან ერთ სა­ათ­ში ისევ ამო­სა­ტუმ­ბია", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზღვა­ზე შტორ­მი ძლი­ერ­დე­ბა, თუმ­ცა ბულ­ვა­რის სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებ­ზე ზღვას ქვი­შა არ გა­მო­უ­რი­ყავს: "ჰიდ­როგ­რა­ფი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი შტორ­მის ხუთ ბა­ლამ­დე მო­მა­ტე­ბას ვა­რა­უ­დობს. ამ ეტაპ­ზე 4 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა ფიქ­სირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

გვი­ან სა­ღა­მოს, ბა­თუ­მის რამ­დე­ნი­მე უბანს ელექტრო ენერ­გია ერთი სა­ა­თით შე­უ­წყდა. "ენერ­გო-პრო ჯორ­გი­ას" გან­ცხა­დე­ბით, შუ­ქის გა­მორ­თვის მი­ზე­ზი უა­მინ­დო­ბის გამო ქვე­სად­გუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა იყო. ბა­თუმ­ში კვლავ კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მაა.

დატბორილი ქუჩები და სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში

დატბორილი ქუჩები და  სამაშველო სამსახურის 50-ზე მეტი გამოძახება ბათუმში

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში დაიტბორა ავტოსადგურის ტერიტორია, მაიაკოვსკის, სულაბერიძის, თავდადებულის, ბაგრატიონის და ე.წ  "ჭაობის" დასახლების ცალკეული უბნები. ასევე დატბორილია ბონის ბაზრობის სასურსათო და პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიები. როგორც  "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება,  ქუჩებში ინტენსიური მოძრაობა არ არის და უხვი ნალექის შედეგად საცობები არ შექმნილა, თუმცა მსუბუქი ავტომობილებისთვის დატბორილ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია. როგორც "ინეტრპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ დრომდე სულ 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა და დახმარებას ძირითადად, ე.წ  "ჭაობის" უბნებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს.

"ყველა გამოძახებაზე მივდივართ, მაგრამ კვლავ ძლიერად წვიმს. ფაქტიურად, აზრი არ აქვს დატბორილი სახლების ამოტუმბვას, რადგან სამუშაობის ჩატარებიდან ერთ საათში ისევ ამოსატუმბია", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. მისივე განმარტებით, ზღვაზე შტორმი ძლიერდება, თუმცა ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვას ქვიშა არ გამოურიყავს:  "ჰიდროგრაფიული სამსახური შტორმის ხუთ ბალამდე მომატებას ვარაუდობს. ამ ეტაპზე 4 ბალიანი ღელვა ფიქსირდება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

გვიან საღამოს, ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია ერთი საათით შეუწყდა. "ენერგო-პრო ჯორგიას" განცხადებით, შუქის გამორთვის მიზეზი უამინდობის გამო ქვესადგურის დაზიანება იყო. ბათუმში კვლავ კოკისპირული წვიმაა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა