საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს
"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს

ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის - "კა­ზან­ტი­პის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, გი­ორ­გი სი­გუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ელექტრო­ნუ­ლი სა­ცე­კაო მუ­სი­კის (EDM) ინ­დუსტრი­ის შე­სა­ხე­ბაა სა­უ­ბა­რი.

"მჯე­რა ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია, მჯე­რა ჩვენ ავა­შე­ნებთ ამას, შევ­ქმნით იმ ბა­ზისს რაც სა­მო­მავ­ლოდ მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი გახ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის მცი­რე ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე , რა­საც სულ მალე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გენთ. აბ­სო­ლი­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა რო­გორც მთავ­რო­ბი­სა­გან, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ეს ხვა­ლინ­დე­ლი და ზე­გინ­დე­ლი დღეა. ეს მენ­ტა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ბიზ­ნეს სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა. ეს ჩვე­ნი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ და ფან­ტას­ტი­ურ შე­დეგს დავ­დებთ. ეს სა­ქარ­თვე­ლოა, ჩვენ გვინ­და, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია!!!", - წერს სი­გუა.

სი­გუ­ას პოსტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: "თუ ვერ შევ­ძლებთ და ჩვენ­თვის უა­რე­სი. მეც მე­გო­ნია, რომ შევ­ძლებთ!".

მაკა ჩი­ჩუა: "და­უ­ღა­ლა­ვი და სწო­რი პრო­პა­გან­დაა სა­ჭი­რო, რომ გა­ნი­მარ­ტოს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის როლი დღე­ვან­დელ, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში... სიგუ! არ და­ი­ღა­ლო!მთა­ვა­რი ნება ახალ­გაზ­რდე­ბის­გან უნდა მო­დი­ო­დეს!".

შე­გახ­სე­ნებთ, 20-დან 30 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ანაკ­ლი­ა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი "კა­ზან­ტი­პი" გა­ი­მარ­თა. რო­გორც "კა­ზან­ტი­პის" რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კი­ტა მარ­შუ­ნოკ­მა გა­ნა­ცხა­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით მო­მა­ვალ წელს ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. მისი თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხი ჩა­ვი­და და გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯის ამო­ღე­ბა გა­ჭირ­და.

მარ­შუ­ნო­კი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით და ასე­ვე ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვით, რვა­ჯერ და ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

იხი­ლეთ: ყვე­ლა სი­ახ­ლე "კა­ზან­ტი­პის" შე­სა­ხებ

ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლედი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს

"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - "კაზანტიპის" ორგანიზატორი, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური მეგაპროექტების მნიშვნელობის შესახებ წერს და ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ელექტრონული საცეკაო მუსიკის (EDM) ინდუსტრიის შესახებაა საუბარი.

"მჯერა ჩვენ ეს შეგვიძლია, მჯერა ჩვენ ავაშენებთ ამას, შევქმნით იმ ბაზისს რაც სამომავლოდ მეგაპროექტების კატალიზატორი გახდება. ეს არის ჩვენი პროექტების მცირე ვიზუალური მხარე , რასაც სულ მალე საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარვუდგენთ. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ სრული მხარდაჭერა იქნება როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოებისგან. ეს ხვალინდელი და ზეგინდელი დღეა. ეს მენტალური, ეკონომიკური და ბიზნეს სასწაული იქნება. ეს ჩვენი დიდი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ და ფანტასტიურ შედეგს დავდებთ. ეს საქართველოა, ჩვენ გვინდა, ჩვენ შეგვიძლია!!!", - წერს სიგუა.

სიგუას პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეხმაურებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "თუ ვერ შევძლებთ და ჩვენთვის უარესი. მეც მეგონია, რომ შევძლებთ!".

მაკა ჩიჩუა: "დაუღალავი და სწორი პროპაგანდაა საჭირო, რომ განიმარტოს ელექტრონული მუსიკის როლი დღევანდელ, თანამედროვე სამყაროში... სიგუ! არ დაიღალო!მთავარი ნება ახალგაზრდებისგან უნდა მოდიოდეს!".

შეგახსენებთ, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი "კაზანტიპი" გაიმართა. როგორც "კაზანტიპის" რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, დიდი ალბათობით მომავალ წელს ფესტივალი საქართველოში აღარ გაიმართება. მისი თქმით, ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხალხი ჩავიდა და გაწეული დანახარჯის ამოღება გაჭირდა.

მარშუნოკი უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით, საცხოვრებელ სახლებში არსებული პირობებით და ასევე ფასებით, რომელიც თავდაპირველი შეთანხმების დარღვევით, რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა.

იხილეთ: ყველა სიახლე "კაზანტიპის" შესახებ

ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს