მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?
უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

რო­გორც კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, მშობ­ლის ჩა­რე­ვა ბავ­შვის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნას ახ­დენს მათი სწავ­ლის ხა­რის­ხი­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

თუმ­ცა მშობ­ლე­ბის ჩა­რე­ვა სუ­ლაც არ გუ­ლის­ხმობს, რომ მუ­დამ თქვე­ნი ბავ­შვის გვერ­დით იჯ­დეთ, როცა ის მა­თე­მა­ტი­კის ამო­ცა­ნას ხსნის ან, თუნ­დაც მო­საზ­რე­ბას წერს წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სუ­ლაც არ აქვს პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი.

ეს ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის კარლ კორ­ტე­რის დას­კვნე­ბია, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­ეკვლია.

"კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა,რომ მშო­ბელ­თა ჩა­რე­ვას სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში,ფაქ­ტი­უ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო შე­დე­გი აქვს"– ამ­ბობს კორ­ტე­რი. ამი­ტომ, მისი რჩე­ვით, უმ­ჯო­ბე­სია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის კონ­ტრო­ლის­გან, საპ­რე­ზენ­ტა­ციო ტექ­სის შეს­წო­რე­ბის­გან ან თუნ­დაც კლა­სის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბის­გან,რად­გან ეს სრუ­ლე­ბი­თაც არ ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვს გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

აბა რა შე­უძ­ლია მშო­ბელს გა­ა­კე­თოს იმი­სათ­ვის,რომ თა­ვი­სი შვი­ლი იყოს კლას­ში წარ­მა­ტე­ბულ­ლი?

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი თუ რო­გო­რი ტი­პის ჩა­რე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ზი­ტი­უ­რი ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის:

ყო­ველ­თვის აგ­რძნო­ბი­ნეთ თქვენს შვილს,რომ მის­გან ელით სა­უ­კე­თე­სოს;

ესა­უბ­რეთ შვილს სკო­ლის შე­სა­ხებ;

და­ეხ­მა­რეთ,რომ გა­ნი­ვი­თა­როს პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­მუ­შაო უნარ–ჩვე­ვე­ბი;

წა­ი­კი­თხეთ წიგ­ნი შვილ­თან ერ­თად;

მო­ლო­დი­ნი

"რო­დე­საც მშობ­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან თა­ვი­ანთ შვი­ლებს,რომ მათ­გან ელო­დე­ბი­ან მაქ­სი­მუმს და წარ­მა­ტე­ბას,მათი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მე­ტად ინ­დო­მე­ბენ სწავ­ლას"–ამ­ბობს კარ­ლი

რჩე­ვე­ბი:

მი­ახ­ვედ­რეთ თქვენს შვილს, რომ მისი კარ­გი შე­დე­გი სკო­ლა­ში თქვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია;

უთხა­რით თქვენს შვილს, რომ გჯე­რათ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის;

გა­ამ­ხნე­ვეთ ის და უთხა­რით, რომ ის შეძ­ლებს თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას;

რო­გორც ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი,ჯე­ნეტ პე­ლე­ტი­ე­რი ამ­ბობს, მშობ­ლებს მუ­დამ უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ თუნ­დაც პა­ტა­რა ბავ­შვს შე­უძ­ლია გა­ი­ზი­ა­როს იდე­ე­ბი და გა­მოთ­ქვას თა­ვი­სი აზრი.

"ბავ­შვებს აქვს თან­და­ყო­ლი­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა,რო­მე­ლიც უნდა იქ­ნას ხელ­შე­წყო­ბი­ლი"–ჯე­ნე­ტი ამ­ბობს. მისი თქმით–"თქვე­ნი შვი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, ჰკი­თხეთ მათ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ და თან ეცა­დეთ სა­უ­ბარ­ში გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი ბავ­შვის­თვის უჩ­ვე­უ­ლი სი­ტყვე­ბი". "გქონ­დეთ მო­ლო­დი­ნი,რომ თქვე­ნი შვი­ლი მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას,რა­შიც მისი თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ"–ამ­ბობს იგი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლის ჩარევა ბავშვის საშინაო დავალების მომზადების პროცესში ძალიან დადებითი გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხისა და განვითარებაზე.

თუმცა მშობლების ჩარევა სულაც არ გულისხმობს, რომ მუდამ თქვენი ბავშვის გვერდით იჯდეთ, როცა ის მათემატიკის ამოცანას ხსნის ან, თუნდაც მოსაზრებას წერს წაკითხული წიგნის შესახებ. საშინაო დავალების ზედამხედველობას სულაც არ აქვს პოზიტიური ეფექტი.

ეს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის კარლ კორტერის დასკვნებია, რომელმაც გადაწყვიტა საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები გამოეკვლია.

"კვლევამ აჩვენა,რომ მშობელთა ჩარევას საშინაო დავალებების კეთების პროცესში,ფაქტიურად უმნიშვნელო შედეგი აქვს"– ამბობს კორტერი. ამიტომ, მისი რჩევით, უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საშინაო დავალებების კონტროლისგან, საპრეზენტაციო ტექსის შესწორებისგან ან თუნდაც კლასისთვის მოსამზადებელი პროექტის შეფასებისგან,რადგან ეს სრულებითაც არ ეხმარება ბავშვს განვითარებაში.

აბა რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმისათვის,რომ თავისი შვილი იყოს კლასში წარმატებულლი?

კვლევებმა აჩვენეს რამდენიმე ვარიანტი თუ როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის:

ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს,რომ მისგან ელით საუკეთესოს;

ესაუბრეთ შვილს სკოლის შესახებ;

დაეხმარეთ,რომ განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება და სამუშაო უნარ–ჩვევები;

წაიკითხეთ წიგნი შვილთან ერთად;

მოლოდინი

"როდესაც მშობლები ეუბნებიან თავიანთ შვილებს,რომ მათგან ელოდებიან მაქსიმუმს და წარმატებას,მათი შვილები ყოველთვის მეტად ინდომებენ სწავლას"–ამბობს კარლი

რჩევები:

მიახვედრეთ თქვენს შვილს, რომ მისი კარგი შედეგი სკოლაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;

უთხარით თქვენს შვილს, რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების;

გაამხნევეთ ის და უთხარით, რომ ის შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებას;

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი,ჯენეტ პელეტიერი ამბობს, მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც პატარა ბავშვს შეუძლია გაიზიაროს იდეები და გამოთქვას თავისი აზრი.

"ბავშვებს აქვს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა,რომელიც უნდა იქნას ხელშეწყობილი"–ჯენეტი ამბობს. მისი თქმით–"თქვენი შვილის გამოცდილების გამოვლენის მიზნით, ჰკითხეთ მათ ამ გამოცდილების შესახებ და თან ეცადეთ საუბარში გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის უჩვეული სიტყვები". "გქონდეთ მოლოდინი,რომ თქვენი შვილი მიაღწევს წარმატებას,რაშიც მისი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ"–ამბობს იგი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია