მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭავჭავაძის N16-ში "ალტას" განახლებული შოურუმი გაიხსნა
ჭავჭავაძის N16-ში "ალტას" განახლებული შოურუმი გაიხსნა

19 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის N16-ში "ალ­ტას" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი გა­იხ­სნა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი "ალ­ტას" მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა - და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გახ­სნეს.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და "ალ­ტას" პარტნი­ო­რი ბრენ­დე­ბის (სამ­სუნ­გი, ლე­ნო­ვო, ინ­ტე­ლი, APC, ჰუ­ა­ვეი) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვღე­ბუ­ლობ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნა­ში. ჩვენ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ეს სფე­რო. კომ­პა­ნი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად კი იზ­რდე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი, ჩნდე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რაც სა­სი­ხა­რუ­ლო და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია" - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

"ალ­ტას" მე­ნე­ჯმენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ზი­ის გა­ნახ­ლე­ბის შე­დე­გად, შო­უ­რუ­მის ფარ­თი ხუთ­ჯერ გა­ი­ზარ­და. "შო­უ­რუ­მის გა­ფარ­თო­ე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ახალ მა­ღა­ზი­ა­ში ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით ხუთ­ჯერ მეტი პრო­დუქ­ცია წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, ახალ შო­უ­რუმ­ში მომ­ხმა­რე­ბელს არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა დახ­ვდე­ბა, ასე­ვე იგეგ­მე­ბა მრა­ვა­ლი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცია. დღეს კი სტუმ­რე­ბის­თვის ჩვენ­გან სა­ჩუქ­რად 2 სმარ­ტფო­ნი HTC one mini 2 გა­თა­მაშ­და," - აცხა­დებს კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი კახა ჭო­ვე­ლი­ძე.

350 კვად­რა­ტულ მეტრზე გან­თავ­სე­ბულ შო­უ­რუმ­ში, მომ­ხმა­რე­ბელს მსოფ­ლი­ო­ში ტექ­ნი­კის წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ებ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰო­ლოგ­რა­მი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. ვა­კის შო­უ­რუმ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, სმარ­ტფო­ნე­ბის, ტაბ­ლე­ტე­ბის, ნო­უთ­ბუ­ქე­ბის, ციფ­რუ­ლი კა­მე­რე­ბის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის და სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ "ალ­ტას" ვა­კის ფი­ლი­ალ­ში, პრო­დუქ­ცი­ის გან­ლა­გე­ბა ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით მოხ­და. პრო­დუქ­ცია სპე­ცი­ა­ლურ კუნ­ძუ­ლო­ვან სტენ­დებ­ზე გან­ლაგ­და და და­ი­ყო ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ტექ­ნი­კა ჩარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა, რაც უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელს გახ­დის მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და მომ­ხმა­რე­ბელს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს.

ვა­კის ფი­ლი­ა­ლის გა­ნახ­ლე­ბა­ში კომ­პა­ნი­ამ 240 000$-ის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­ი­ზარ­და კად­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და და­საქმდა 22 ადა­მი­ა­ნი.

მომ­ხმა­რებ­ლებს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა, ყო­ველ­დღე 10:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე (შა­ბათ-კვი­რას 11:00 სთ-დან 20:00 სა­ა­თამ­დე) შე­ეძ­ლე­ბათ. მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­გილ­ზე შეძ­ლებს თი­ბი­სი ბან­კის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის, ბან­კი ბან­კი რეს­პუბ­ლი­კას, ლი­ბერ­თი ბან­კის, ტაო პრი­ვატ­ბან­კის და ვი­თი­ბი ბან­კის გან­ვა­დე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას.

"ალ­ტამ" ახ­ლა­ხანს, კი­დევ ერთი შო­უ­რუ­მი თბი­ლი­სი ცენ­ტრალ­ში გა­ნა­თავ­სა. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, მე­ნე­ჯმენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ორი ახა­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა იგეგ­მე­ბა.

"ალტა" კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლია, რო­მე­ლიც 1997 წელს შე­იქ­მნა. "ალ­ტას" მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. კომ­პა­ნია და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ბრენ­დე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლით თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში. "ალ­ტას" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს 30-მდე მსოფ­ლიო მწარ­მო­ებ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჭავჭავაძის N16-ში "ალტას" განახლებული შოურუმი გაიხსნა

ჭავჭავაძის N16-ში "ალტას" განახლებული შოურუმი გაიხსნა

19 სექტემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N16-ში "ალტას" განახლებული შოურუმი გაიხსნა. კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელის განახლებული შოურუმი "ალტას" მენეჯმენტის წარმომადგენლებმა და თბილისის არჩეულმა მერმა - დავით ნარმანიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

გახსნის ცერემონიალს, მოწვეული სტუმრები და "ალტას" პარტნიორი ბრენდების (სამსუნგი, ლენოვო, ინტელი, APC, ჰუავეი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ განახლებული ობიექტის გახსნაში. ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, სწრაფად ვითარდება ეს სფერო. კომპანიის გაფართოებასთან ერთად კი იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც სასიხარულო და მისასალმებელია" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ალტას" მენეჯმენტის ინფორმაციით, მაღაზიის განახლების შედეგად, შოურუმის ფართი ხუთჯერ გაიზარდა. "შოურუმის გაფართოებამ საშუალება მოგვცა ახალ მაღაზიაში ადრინდელთან შედარებით ხუთჯერ მეტი პროდუქცია წარმოგვედგინა. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ, ახალ შოურუმში მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება დახვდება, ასევე იგეგმება მრავალი წამახალისებელი აქცია. დღეს კი სტუმრებისთვის ჩვენგან საჩუქრად 2 სმარტფონი HTC one mini 2 გათამაშდა," - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კახა ჭოველიძე.

350 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ შოურუმში, მომხმარებელს მსოფლიოში ტექნიკის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალური ჰოლოგრამიანი პროდუქციის შეძენა შეეძლება. ვაკის შოურუმში ტელევიზორების, სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, ციფრული კამერების, აქსესუარების და საოფისე ტექნიკის ფართო არჩევანი იქნება.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ "ალტას" ვაკის ფილიალში, პროდუქციის განლაგება ახალი კონცეფციით მოხდა. პროდუქცია სპეციალურ კუნძულოვან სტენდებზე განლაგდა და დაიყო ზონების მიხედვით. ნებისმიერი სახის ტექნიკა ჩართულ მდგომარეობაში იქნება, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მის დათვალიერებას და მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.

ვაკის ფილიალის განახლებაში კომპანიამ 240 000$-ის ინვესტიცია განახორციელა. გაიზარდა კადრების რაოდენობაც და დასაქმდა 22 ადამიანი.

მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენა, ყოველდღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე (შაბათ-კვირას 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე) შეეძლებათ. მაღაზიაში მომხმარებელი ადგილზე შეძლებს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი ბანკი რესპუბლიკას, ლიბერთი ბანკის, ტაო პრივატბანკის და ვითიბი ბანკის განვადებებით სარგებლობას.

"ალტამ" ახლახანს, კიდევ ერთი შოურუმი თბილისი ცენტრალში განათავსა. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მენეჯმენტის ინფორმაციით, კიდევ ორი ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება.

"ალტა" კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. "ალტას" მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. "ალტას" მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი