პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი ამერიკაში ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე - ექსკლუზიური ინტერვიუ "ნიუ-იორკ თაიმსთან"
სააკაშვილი ამერიკაში ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე - ექსკლუზიური ინტერვიუ "ნიუ-იორკ თაიმსთან"

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მე­მუ­ა­რებს წერს, კი­თხუ­ლობს კარ­გად ანა­ზღა­უ­რე­ბად ლექ­ცი­ებს, მო­ნა­წი­ლე­ობს ვა­შინგტონ­ში სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის და­ფუძ­ნე­ბა­ში და ხვდე­ბა თა­ვის ძველ ნაც­ნო­ბებს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი.

"ნიუ-იორკ თა­იმ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ძის სახ­ლში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ნიუ იორკში, უი­ლი­ამსბურ­გში მდე­ბა­რე­ობს.

***

უი­ლი­ამსბურ­გში საჭ­მლის ბაზ­რო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მწვა­ნე ბო­ტა­სებ­ში რიგ­ში დგას ტა­ტუ­იან მა­მა­კა­ცებ­თან და გამ­ჭირ­ვა­ლე სა­მო­სი­ან ქა­ლებ­თან ერ­თად. ხალ­ხი რიგ­ში ყვე­ლის ფუნ­თუ­შებს და დო­ნა­ტებს ელო­დე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ქო­ქო­სის წვენს იღებს.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა არაბ­მა შე­იხ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 20 000 პალ­მის ხე აჩუ­ქა", - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი და რამ­დე­ნი­მე ყლუ­პით ამ­თავ­რებს წვენს. ის გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლია, მეშ­ვი­დე ქუ­ჩა­ზე, გეგ­მავს ტრი­უმ­ფით დაბ­რუ­ნე­ბას, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მისი დი­დე­ბა და­ცე­მით დას­რულ­და. ეს ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, გაკ­ვე­თი­ლი უნდა იყოს.

"უი­ლი­ამსბურ­გი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლია. თუ ადრე აქ მა­ფია იყო, ახლა "ჯა­ზუ­რი ატ­მოს­ფე­როა", აქა­უ­რო­ბა ენერ­გი­ი­თა და ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბით არის სავ­სე", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

რო­დე­საც კა­ფე­ებ­ში არ და­დის, ვე­ლო­სი­პე­დით არ სე­ირ­ნობს და სა­ღა­მოს მე­გობ­რებ­თან სას­ტუმ­რო "უა­ი­ტში" არ ატა­რებს, სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტს ეჭი­დე­ბა და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას იხ­სე­ნებს - "ეს პუ­ტი­ნის და­სას­რუ­ლია. მან თა­ვად გა­ი­ბა თავი მა­ხე­ში".

სა­ა­კაშ­ვი­ლი აგ­რეთ­ვე ყვე­ბა, რომ რო­დე­საც ბრუკ­ლინ­ში "ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით" ცხოვ­რობ­და, თავს მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­როვ­ნე­ბად თვლი­და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, რად­გან ალ­ბა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მის გამო გზა გა­და­კე­ტეს და 20 ეს­კორ­ტი გა­მო­უყ­ვეს. ის ახლა სა­კუ­თა­რი ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზის სა­მუ­შაო ვი­ზა­ში გა­დაც­ვლის პრო­ცეს­შია, მა­ნამ­დე კი ბა­რებ­სა და კა­ფე­ებ­ში გაჰ­ყავს დრო.

სა­ა­კაშ­ვი­ლი უი­ლი­ამსბურ­გის მა­ღალ ფა­სებ­ზე ჩი­ვის, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის ღა­რი­ბი არაა, მაგ­რამ ფა­სე­ბი ძა­ლი­ან "იკ­ბი­ნე­ბა". გა­სულ კვი­რას მა­ღა­ზი­ა­ში რეტ­რო წიგ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნა. "50 ცალი ვი­ყი­დე და უკან, ჩემ საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე. იმ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ვი­ყა­ვი, ხუთი თვით ადრე ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ყო­ფი­ლა. ცოტა ხნის მერე მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ქარ­თვე­ლი ქალი შემ­ხვდა, მო­მი­ახ­ლოვ­და და მკი­თხა: "თქვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხართ?" ამ დროს თავი დი­კაპ­რი­ოდ ვიგ­რძე­ნი", - ამ­ბობს კმა­ყო­ფი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ძი­რი­თა­დად მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ქარ­თულ რეს­ტორ­ნებს სტუმ­რობს. ყვე­ლა­ზე ხში­რად "პე­პე­ლა­სა" და "ოდა ჰა­უს­ში" და­დის. ამ უკა­ნას­კნე­ლის მე­პატ­რო­ნეს ის მო­წონს, მიმ­ტანს - არა. იქ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2004 წლის მშრალ ქარ­თულ ღვი­ნოს უკ­ვე­თავს და ... ცოტა ხნის წინ ბილ კლინ­ტონ­თან ერ­თა­დაც ისა­დი­ლა.

ამ­ჟა­მად მისი მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად. უფ­რო­სი ვაჟი, რო­მელ­მაც ერთხელ "აი­პად­ზე" სწრა­ფად ბეჭდ­ვა­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, სვარ­თმო­რის კო­ლე­ჯში სწავ­ლობს. აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ფლან­გვა­ში, მათ შო­რის იყო პერ­სო­ნა­ლუ­რი სტი­ლის­ტის სას­ტუმ­როს ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ბო­ტოქ­სის ხარ­ჯე­ბი, იტა­ლი­ა­ში იახ­ტის და­ქი­რა­ვე­ბა და ლონ­დო­ნე­ლი მხატ­ვრის, მე­რე­დიტ ოს­ტრო­მის ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ძე­ნა. თუ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ტკიც­დე­ბა, მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელო­დე­ბა.

ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს ასე­ვე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში მა­სა­ჟის­ტის, დო­რო­თი შტე­ი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას 2009 წელს. თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დო­რო­თი შტე­ი­ნის მა­სა­ჟით მხო­ლოდ ერთხელ ისარ­გებ­ლა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი შტე­ი­ნი აცხა­დებს, რომ ორი ათა­სი ევრო მი­ი­ღო, მათ შო­რის "კბე­ნი­თი მა­სა­ჟის" სე­ან­სე­ბის­თვის.

გა­მო­ცე­მა ცი­ტი­რებს დო­რო­თი შტე­ი­ნის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან - "მი­თხრა, რომ მისი ცოლი არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი. ასე­ვე მა­ჩუ­ქა ოქ­როს ყელ­სა­ბა­მი რე­ლი­გი­უ­რი გულ­სა­კი­დით, თუმ­ცა ჩემი ღმერ­თი ფრენკ ზა­პაა და ამ ყელ­სა­ბა­მის ტა­რე­ბას არ ვა­პი­რებ".

თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არა­ფერს ამ­ტკი­ცებს გარ­და იმი­სა, რომ მას­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სააკაშვილი ამერიკაში ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე - ექსკლუზიური ინტერვიუ "ნიუ-იორკ თაიმსთან"

სააკაშვილი ამერიკაში ცხოვრებასა და მომავლის გეგმებზე - ექსკლუზიური ინტერვიუ "ნიუ-იორკ თაიმსთან"

ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მემუარებს წერს, კითხულობს კარგად ანაზღაურებად ლექციებს, მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებაში და ხვდება თავის ძველ ნაცნობებს, ისეთებს, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ბიძის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნიუ იორკში, უილიამსბურგში მდებარეობს.

***

უილიამსბურგში საჭმლის ბაზრობაზე მიხეილ სააკაშვილი მწვანე ბოტასებში რიგში დგას ტატუიან მამაკაცებთან და გამჭირვალე სამოსიან ქალებთან ერთად. ხალხი რიგში ყველის ფუნთუშებს და დონატებს ელოდება, სააკაშვილი ქოქოსის წვენს იღებს.

"ჩემმა მეგობარმა, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არაბმა შეიხმა საქართველოს 20 000 პალმის ხე აჩუქა", - ამბობს სააკაშვილი და რამდენიმე ყლუპით ამთავრებს წვენს. ის განმარტოებულია, მეშვიდე ქუჩაზე, გეგმავს ტრიუმფით დაბრუნებას, იმის მიუხედავად, რომ მისი დიდება დაცემით დასრულდა. ეს ამერიკელებისთვის, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სააკაშვილი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის გამავრცელებელი იქნებოდა, გაკვეთილი უნდა იყოს.

"უილიამსბურგი დემოკრატიული ტრანსფორმაციის ნაწილია. თუ ადრე აქ მაფია იყო, ახლა "ჯაზური ატმოსფეროა", აქაურობა ენერგიითა და ახალი მშენებლობებით არის სავსე", - ციტირებს გამოცემა მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს.

როდესაც კაფეებში არ დადის, ველოსიპედით არ სეირნობს და საღამოს მეგობრებთან სასტუმრო "უაიტში" არ ატარებს, სააკაშვილი უკრაინის კონფლიქტს ეჭიდება და ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებას იხსენებს - "ეს პუტინის დასასრულია. მან თავად გაიბა თავი მახეში".

სააკაშვილი აგრეთვე ყვება, რომ როდესაც ბრუკლინში "ნორმალური ცხოვრებით" ცხოვრობდა, თავს მნიშვნელოვან პიროვნებად თვლიდა აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ალბანეთში მოგზაურობისას მის გამო გზა გადაკეტეს და 20 ესკორტი გამოუყვეს. ის ახლა საკუთარი ტურისტული ვიზის სამუშაო ვიზაში გადაცვლის პროცესშია, მანამდე კი ბარებსა და კაფეებში გაჰყავს დრო.

სააკაშვილი უილიამსბურგის მაღალ ფასებზე ჩივის, როგორც თავად ამბობს, ის ღარიბი არაა, მაგრამ ფასები ძალიან "იკბინება". გასულ კვირას მაღაზიაში რეტრო წიგნები შეიძინა. "50 ცალი ვიყიდე და უკან, ჩემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გავაგზავნე. იმ მაღაზიაში, სადაც ვიყავი, ხუთი თვით ადრე ლეონარდო დიკაპრიო ყოფილა. ცოტა ხნის მერე მანჰეტენზე ქართველი ქალი შემხვდა, მომიახლოვდა და მკითხა: "თქვენ მიხეილ სააკაშვილი ხართ?" ამ დროს თავი დიკაპრიოდ ვიგრძენი", - ამბობს კმაყოფილი სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ძირითადად მანჰეტენზე ქართულ რესტორნებს სტუმრობს. ყველაზე ხშირად "პეპელასა" და "ოდა ჰაუსში" დადის. ამ უკანასკნელის მეპატრონეს ის მოწონს, მიმტანს - არა. იქ სააკაშვილი 2004 წლის მშრალ ქართულ ღვინოს უკვეთავს და ... ცოტა ხნის წინ ბილ კლინტონთან ერთადაც ისადილა.

ამჟამად მისი მეუღლე სანდრა რულოვსი თბილისში იმყოფება უმცროს ვაჟთან ერთად. უფროსი ვაჟი, რომელმაც ერთხელ "აიპადზე" სწრაფად ბეჭდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, პენსილვანიაში, სვართმორის კოლეჯში სწავლობს. აგვისტოში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი წაუყენა საბიუჯეტო თანხების ფლანგვაში, მათ შორის იყო პერსონალური სტილისტის სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება, ბოტოქსის ხარჯები, იტალიაში იახტის დაქირავება და ლონდონელი მხატვრის, მერედიტ ოსტრომის ნამუშევრების შეძენა. თუ სააკაშვილს ბრალი დაუმტკიცდება, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

ბატონ სააკაშვილს ასევე ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებაში მასაჟისტის, დოროთი შტეინის საქართველოში ვიზიტისას 2009 წელს. თავად სააკაშვილი ამბობს, რომ დოროთი შტეინის მასაჟით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, თუმცა ქალბატონი შტეინი აცხადებს, რომ ორი ათასი ევრო მიიღო, მათ შორის "კბენითი მასაჟის" სეანსებისთვის.

გამოცემა ციტირებს დოროთი შტეინის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ უამრავი საჩუქარი მიიღო მიხეილ სააკაშვილისგან - "მითხრა, რომ მისი ცოლი არ იყო წინააღმდეგი. ასევე მაჩუქა ოქროს ყელსაბამი რელიგიური გულსაკიდით, თუმცა ჩემი ღმერთი ფრენკ ზაპაა და ამ ყელსაბამის ტარებას არ ვაპირებ".

თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა