პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე
აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე

გა­მოც­დი­ლი მშობ­ლე­ბი, ექი­მე­ბი და ფარ­მა­ცევ­ტე­ბი ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ წამ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა დედა ბავ­შვს არას­წორ დო­ზას, ვა­და­გა­სულ წა­მალს აძ­ლევს, ან ისეთ პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც იმ კონ­კრე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში პი­რი­ქით, სა­ზი­ა­ნოც კია. ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვს ხელი მი­უწ­ვდე­ბა წამ­ლებ­ზე, ყლა­პავს ან ღე­ჭავს აბებს და ამას არა­ერ­თხელ საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბიც მოჰ­ყო­ლია. სწო­რედ ამ და სხვა სა­ში­ში შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, როცა წამ­ლებ­თან გაქვთ საქ­მე:

* აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის, დო­ზი­რე­ბის, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­სტრუქ­ცია. თუ თქვე­ნი წა­კი­თხუ­ლი არ ემ­თხვე­ვა იმას, რაც ექიმ­მა გიხთ­რათ, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, და­უ­რე­კეთ და კი­დევ ერთხელ და­ა­კონ­კრე­ტეთ, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ. თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რა დოზა უნდა მის­ცეთ ბავ­შვს, ჯობს, წა­მა­ლი სა­ერ­თოდ არ და­ა­ლე­ვი­ნოთ. ნუ გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბათ ექიმ­თან და­რეკ­ვის, გა­იხ­სე­ნეთ, ეს თქვე­ნი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა.

* გახ­სოვ­დეთ, არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გახ­სნის შემ­დეგ ერთი კვი­რა ან უფრო ნაკ­ლე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა აქვთ. ხში­რად გა­და­ა­მოწ­მეთ ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა. არა მხო­ლოდ კო­ლოფ­ზე და­წე­რი­ლი ვადა, არა­მედ თა­ვად წამ­ლის გახ­სნი­დან ვადა.

"მომ­ხმა­რე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა, მო­ი­თხო­ვოს წამ­ლის ანო­ტა­ცია ქარ­თულ ენა­ზე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი აფ­თი­ა­ქის პერ­სო­ნა­ლი თა­ვად აწ­ვდის მყიდ­ველს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამა თუ იმ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის შე­სა­ხებ. დო­ზი­რე­ბას კი ექი­მი წყვეტს. წამ­ლის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მშობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად გვე­კი­თხე­ბი­ან და ძი­რი­თა­დად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ენ­დო­ბი­ან", - ამ­ბობს ფარ­მა­ცევ­ტი სა­ლო­მე იმე­და­ძე.

* აფ­თი­აქ­ში თვით­ნე­ბუ­რად ნა­ყიდ წა­მალს ბავ­შვს ნუ და­ა­ლე­ვი­ნებთ, თუნ­დაც ის თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ბავ­შვებს "ძა­ლი­ან მო­უხ­დათ". აუ­ცი­ლებ­ლად ჰკი­თხეთ რჩე­ვა პე­დი­ატრს, რო­მელ­მაც იცის ბავ­შვის ის­ტო­რია, რე­აქ­ცია პრე­პა­რა­ტებ­ზე და სხვა. სა­სურ­ვე­ლია, რომ ბავ­შვს ჰყავ­დეს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პე­დი­ატ­რი და არა სხვა­დას­ხვა.

* თუ ექიმს და ფარ­მა­ცევტს და­ა­ვი­წყდათ თქვენ­თვის წამ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა, მი­მარ­თეთ ყვე­ლა­ზე მარ­ტივ სა­შუ­ა­ლე­ბას - მო­ი­ძი­ეთ ინ­ტერ­ნეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და თა­ვად გა­ე­ცა­ნით. მშო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოს. გახ­სოვ­დეთ, არა­ვინ იზ­რუ­ნებს თქვენს შვილ­ზე ისე, რო­გორ თქვენ! ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეთ ის, რას ას­მევთ ბავ­შვებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა.

წამ­ლე­ბით მო­წამ­ვლა

ზო­გი­ერთ წა­მალს ძა­ლი­ან კარ­გი გემო აქვს, ბევრ ბავ­შვს აქვს ინ­ტე­რე­სი ფე­რა­დი ტაბ­ლე­ტე­ბის ან ტკბი­ლი სირო­ფე­ბის მი­მართ. რა უნდა ვქნათ, თუ ბავ­შვმა წამ­ლე­ბი და­ლია?

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე

აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე

გამოცდილი მშობლები, ექიმები და ფარმაცევტები ხშირად განიხილავენ წამლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირია შემთხვევები, როცა დედა ბავშვს არასწორ დოზას, ვადაგასულ წამალს აძლევს, ან ისეთ პრეპარატს, რომელიც იმ კონკრეტულ ვითარებაში პირიქით, საზიანოც კია. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს ხელი მიუწვდება წამლებზე, ყლაპავს ან ღეჭავს აბებს და ამას არაერთხელ საკმაოდ მძიმე შედეგებიც მოჰყოლია. სწორედ ამ და სხვა საშიში შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც აუცილებელია, როცა წამლებთან გაქვთ საქმე:

* აუცილებლად წაიკითხეთ წამლის გამოყენების, დოზირების, გვერდითი მოვლენების შესახებ ინსტრუქცია. თუ თქვენი წაკითხული არ ემთხვევა იმას, რაც ექიმმა გიხთრათ, ნუ მოგერიდებათ, დაურეკეთ და კიდევ ერთხელ დააკონკრეტეთ, რაც გაინტერესებთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა დოზა უნდა მისცეთ ბავშვს, ჯობს, წამალი საერთოდ არ დაალევინოთ. ნუ გეუხერხულებათ ექიმთან დარეკვის, გაიხსენეთ, ეს თქვენი შვილის ჯანმრთელობას ეხება.

* გახსოვდეთ, არსებობს პრეპარატები, რომლებსაც გახსნის შემდეგ ერთი კვირა ან უფრო ნაკლები გამოყენების ვადა აქვთ. ხშირად გადაამოწმეთ ამა თუ იმ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა. არა მხოლოდ კოლოფზე დაწერილი ვადა, არამედ თავად წამლის გახსნიდან ვადა.

"მომხმარებელს აქვს უფლება, მოითხოვოს წამლის ანოტაცია ქართულ ენაზე, ხშირ შემთხვევაში კი აფთიაქის პერსონალი თავად აწვდის მყიდველს ინფორმაციას ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების, ვარგისიანობის ვადის შესახებ. დოზირებას კი ექიმი წყვეტს. წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ მშობლები ნაკლებად გვეკითხებიან და ძირითადად ექიმის დანიშნულებას ენდობიან", - ამბობს ფარმაცევტი სალომე იმედაძე.

* აფთიაქში თვითნებურად ნაყიდ წამალს ბავშვს ნუ დაალევინებთ, თუნდაც ის თქვენი ახლობლების ბავშვებს "ძალიან მოუხდათ". აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს, რომელმაც იცის ბავშვის ისტორია, რეაქცია პრეპარატებზე და სხვა. სასურველია, რომ ბავშვს ჰყავდეს ერთი კონკრეტული პედიატრი და არა სხვადასხვა.

* თუ ექიმს და ფარმაცევტს დაავიწყდათ თქვენთვის წამლის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მიმართეთ ყველაზე მარტივ საშუალებას - მოიძიეთ ინტერნეტში აღნიშნული წამლის შესახებ ინფორმაცია და თავად გაეცანით. მშობელი ვალდებულია ყურადღებიანი და დაკვირვებული იყოს. გახსოვდეთ, არავინ იზრუნებს თქვენს შვილზე ისე, როგორ თქვენ! ამიტომ, მაქსიმალურად შეისწავლეთ ის, რას ასმევთ ბავშვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა.

წამლებით მოწამვლა

ზოგიერთ წამალს ძალიან კარგი გემო აქვს, ბევრ ბავშვს აქვს ინტერესი ფერადი ტაბლეტების ან ტკბილი სიროფების მიმართ. რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვმა წამლები დალია?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია