სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მართავს უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი
"საქართველოს მართავს  უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი ქო­ნე­ბა კი არ და­ა­ყა­და­ღეს, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ყა­და­ღეს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­შინგტო­ნი­დან მისი და მისი ოჯა­ხის წევრთა ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი ღერ­ძი მო­ი­შა­ლა.

"ეს ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში ივა­ნიშ­ვილ­მა წა­ი­ღო, არის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში იმი­სა, თუ რას ნიშ­ნავს არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რას ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც არ იპა­რავს, პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ახ­მარს ფულს ხალ­ხს და არც ერთ თეთ­რს სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯახს. მაჩ­ვე­ნეთ ერთი პრე­ზი­დენ­ტი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც 9 წელი იყო პრე­ზი­დენ­ტი და უფრო პა­ტა­რა სახ­ლი აქვს, ვიდ­რე ჩემი სახ­ლია – ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა, რაც მე შევ­ქმე­ნი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. წყალ­საც წა­უ­ღია ეს ქო­ნე­ბა, ჩემ­თვის სკა­მი არა­ფერს ნიშ­ნავს, ეს სახ­ლი არა­ფერს ნიშ­ნავს - მიყ­ვარს, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემს პი­რად ემო­ცი­ებს. რა­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად მტკი­ვა გული ისაა, რომ ჩემი ქო­ნე­ბა კი არ და­ა­ყა­და­ღეს, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ყა­და­ღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ჩე­რეს ყვე­ლა პრო­ცე­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ის უკა­ნო­ნო­ბა, რაც დღეს ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ის დე­გე­ნე­რა­ტიზ­მი, რაც დღეს ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მისი და მისი ოჯა­ხის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უშუ­ა­ლოდ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უკავ­ში­რებს და ფიქ­რობს, რომ ყვე­ლას დღეს სწო­რედ ის მარ­თავს.

"პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, რომ მე ქო­ნე­ბა და­მი­ყა­და­ღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა რა­ღა­ცა­შია საქ­მე – დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მთა­ვა­რი რამე მო­ი­შა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თავს ერთი უწიგ­ნუ­რი, მო­ბან­დი­ტო, და­უ­ლა­გე­ბე­ლი, და­ბოღ­მი­ლი, მა­ხინ­ჯი სუ­ლის პატ­რო­ნი ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც შე­მომ­ჯდა­რა მთა­ზე, უზარ­მა­ზარ სა­სახ­ლე­ში და თვი­თონ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვის რა ქო­ნე­ბა წა­არ­თვას და ვის რა და­უბ­რუ­ნოს, ვინ ჩას­ვას და ვინ გა­მო­უშ­ვას, ვინ გა­რი­ცხოს და ვინ მი­ი­ღოს, "პო­ლის­ჯო­ხით" და­ნიშ­ნოს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მოშ­ლი­ლია მთა­ვა­რი ღერ­ძი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ დიდი და­ნა­ზო­გი არ აქვს. "მინ­და გან­ვმარ­ტო რა ქო­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რად­გან მთე­ლი სა­ღა­მო ატ­რი­ა­ლე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ნაკ­ვე­თე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მან­ქა­ნე­ბიო. რა არის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში? – ეს არის ყვარ­ლის სახ­ლი და რაც არ უნდა თქვას ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რომ იქ არის 9 თუ 10 ნაკ­ვე­თი, ეს არის სა­ერ­თო ჯამ­ში 2 ჰექ­ტა­რი მიწა ყვა­რელ­ში, ეს არის 75 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ეს არის სან­დრას ბინა, რო­მე­ლიც მა­მა­მის­მა უყი­და 90-იან წლებ­ში და ეს არის ბე­ბი­ა­ჩე­მის ბინა მშე­ნე­ბა­რე, რო­მე­ლიც 10 წე­ლია შენ­დე­ბა და ვერ დამ­თავ­რდა, ეს არის დე­და­ჩე­მის და ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ან­გა­რი­შებს, არა­ნა­ი­რი დიდი და­ნა­ზო­გე­ბი არ მაქვს - ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­ვი­პო­ვე და მო­ვაგ­რო­ვე, ჩავ­დე საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ბე­ბი­ა­ჩე­მი მზია წე­რე­თე­ლი დე­და­ჩემ­თან ერ­თად დღეს პე­კინ­ზე სა­წყო­ბად ქცე­ულ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს – იქ, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: |მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი - პრო­კუ­რა­ტუ­რის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი

- სან­დრა რუ­ლოვ­სის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ბი­ნის და­ყა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"საქართველოს მართავს უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი

"საქართველოს მართავს  უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონიდან მისი და მისი ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, საქართველოში სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი მოიშალა.

"ეს ქონება, რომელიც ამ დღეებში ივანიშვილმა წაიღო, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია – ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში. წყალსაც წაუღია ეს ქონება, ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს, ეს სახლი არაფერს ნიშნავს - მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პირად ემოციებს. რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი, საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, საქართველოში ხდება ის დეგენერატიზმი, რაც დღეს ხდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მისი და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას უშუალოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და ფიქრობს, რომ ყველას დღეს სწორედ ის მართავს.

"პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე ქონება დამიყადაღეს, საქართველოში ისედაც ვერ ჩამოვდივარ ჯერჯერობით, სხვა რაღაცაშია საქმე – დღეს საქართველოში მთავარი რამე მოიშალა, საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, დაბოღმილი, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა მთაზე, უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს, ვინ ჩასვას და ვინ გამოუშვას, ვინ გარიცხოს და ვინ მიიღოს, "პოლისჯოხით" დანიშნოს ამ თანამდებობაზე თუ იმ თანამდებობაზე. მოშლილია მთავარი ღერძი სახელმწიფოებრიობის", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ საბანკო ანგარიშებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდი დანაზოგი არ აქვს. "მინდა განვმარტო რა ქონებაზეა საუბარი, რადგან მთელი საღამო ატრიალებენ სააკაშვილის ქონება, სააკაშვილის სახლები, სააკაშვილის ნაკვეთები, სააკაშვილის მანქანებიო. რა არის ჩამონათვალში? – ეს არის ყვარლის სახლი და რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის პროკურატურამ, რომ იქ არის 9 თუ 10 ნაკვეთი, ეს არის საერთო ჯამში 2 ჰექტარი მიწა ყვარელში, ეს არის 75 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი, ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისმა უყიდა 90-იან წლებში და ეს არის ბებიაჩემის ბინა მშენებარე, რომელიც 10 წელია შენდება და ვერ დამთავრდა, ეს არის დედაჩემის და ოჯახის კუთვნილი ძველი მანქანები. რაც შეეხება ანგარიშებს, არანაირი დიდი დანაზოგები არ მაქვს - ყველაფერი, რაც მოვიპოვე და მოვაგროვე, ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ბებიაჩემი მზია წერეთელი დედაჩემთან ერთად დღეს პეკინზე საწყობად ქცეულ ბინაში ცხოვრობს – იქ, სადაც გავიზარდე", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დაგაინტერესებთ: |მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

- სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი ბინის დაყადაღებასთან დაკავშირებით

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა