საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს
რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს

5 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მან-სან-კა­ნის გუნ­დი მოს­კოვს ეს­ტუმ­რა. ბი­ჭებს 24 გუნდთან მო­უხ­დათ პა­ექ­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნდა. ბი­ჭებ­მა პრე­მი­ერ­ლი­გა მო­ი­გეს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ წელს უმაღ­ლეს ლი­გა­ში ითა­მა­შე­ბენ.

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "კა­ვე­ენ­ში­კე­ბი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ერთ-ერთი ხუმ­რო­ბის­თვის გა­აკ­რი­ტი­კა, რო­მე­ლიც სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნახა მა­ყუ­რე­ბელ­მა. ქარ­თუ­ლი გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რის შე­კი­თხვა იყო, - ეში­ნია თუ არა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის. სოსო კი პა­სუ­ხობ­და, - ერს, რო­მელ­მაც 11 სა­ა­თის შემ­დეგ თა­ვად და­ი­წე­სა აკ­რძალ­ვა ალ­კოჰოლ­ზე, არაფ­რის არ ეში­ნი­აო. ჩვენს ცნო­ბილ იუ­მო­რის­ტებს, ყო­ფილ "კა­ვე­ეშ­ნი­კებს", სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვლის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ.

ნიკა ქავ­თა­რა­ძე:

- მათი გა­მოს­ვლა არ მი­ნა­ხავს, ვიცი, რომ მო­ი­გეს პრე­მი­ერ­ლი­გა და შემ­დეგ­ში უმაღ­ლეს­ში ითა­მა­შე­ბენ.

- თუ დრო გაქვს, ლინკს გა­მო­გიგ­ზავ­ნი, რომ ნახო, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა შენი შე­ფა­სე­ბა.

- არ მინ­და ნახ­ვა, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვუ­ლო­ცავ გა­მარ­ჯვე­ბას. მათ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ალ­ბათ.

- შენ­თვის არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის?

- არა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემ­თვის ახლა კა­ვე­ე­ნის თა­მა­ში, თან მოს­კოვ­ში, არა­ნა­ი­რად არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- უც­ნა­უ­რია, რომ არ გა­ინ­ტე­რებს, ეს ხომ შენი სფე­როა.

- ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რი პროგ­რა­მა ჰქონ­დათ და რა­ტომ მა­ძა­ლებთ (იცი­ნის).

- სუ­ლაც არა, უბ­რა­ლოდ, ასე კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის შე­ფა­სე­ბას შეძ­ლებ­დი. შენი ნე­ბაა. მად­ლო­ბა.

ვახ­ტანგ ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:

- ვნა­ხე ბი­ჭე­ბის გა­მოს­ვლა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. უმე­ტე­სო­ბას­თან ვმე­გობ­რობ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მათი გა­მარ­ჯვე­ბა. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ უმაღ­ლეს ლი­გა­ში ბი­ჭებს. და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც თუ და­იბ­რუ­ნე­ბენ, უფრო მაგ­რად გა­მი­ხარ­დე­ბა.

- რო­გო­რი პირი უჩანს, და­იბ­რუ­ნე­ბენ?

- არ ვიცი, ეს მათ ჰკი­თხეთ. მე მხო­ლოდ თა­მა­ში ვნა­ხე.

ზაალ წუ­ლუ­კი­ძე (ვინი):

- რო­მელ გუნ­დზე მე­კი­თხე­ბით, მოს­კოვ­ში რომ იყ­ვნენ? არ მინ­და მაგ გუნ­დზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

- თა­მა­ში მა­ინც თუ ნახე?

- თა­მა­ში მთლი­ა­ნად არ მი­ნა­ხავს, პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თე­ბი ვნა­ხე. მთლი­ა­ნად ჩემ­პი­ო­ნა­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში გუნ­დმა კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, მაგ­რამ ბო­ლო­ში იყო ერთი ხუმ­რო­ბა, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად არ მო­მე­წო­ნა. ამა­ზე დავ­წე­რე კი­დეც და ალ­ბათ, ეწყი­ნათ კი­დეც ბი­ჭებს, მაგ­რამ, რომ არ და­მე­წე­რა, არ შე­მეძ­ლო.

- რო­მელ ხუმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობ?

- ეს იყო ხუმ­რო­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, ეში­ნი­ათ თუ არა რუ­სებს სან­ქცი­ის. სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხი ამ ხუმ­რო­ბა­ზე იყო ჩემ­თვის, რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლი და არც ერთი იუ­მო­რის ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბო­და. არ მგო­ნია, ეს ხუმ­რო­ბა თავ­მოყ­ვა­რე და სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლის და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, უფრო რუსი სცე­ნა­რის­ტის ხელს ჰგავ­და.

- რა უპა­სუ­ხა სო­სომ?

- ერს, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს თა­ვად აუკ­რძა­ლა ღა­მის 11 სა­ა­თის შემ­დეგ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, არაფ­რის ეში­ნი­აო. პა­სუ­ხიც არის და პა­სუ­ხიც. ეს უნდა ნა­ხოთ, რომ მიხ­ვდეთ, რამ გა­მო­იწ­ვია ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. აი, ეს იყო, რაც არ მო­მე­წო­ნა და მთლი­ა­ნო­ბა­ში კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ მთლი­ა­ნად გუნ­დმა კარ­გი, კავ­კა­სი­უ­რი, ქარ­თუ­ლი გუნ­დის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ჭის ფეს­ტი­ვა­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი!

- სხვა გუნ­დებ­ზე რა შე­გიძ­ლია თქვა?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრა, ასე არ გან­მი­ხი­ლავს მოს­კო­ვის წლე­ვან­დე­ლი ლიგა. მაგ­რამ მგო­ნია, რომ ეს გუნ­დი უმაღ­ლეს ლი­გა­ში თა­ვის სი­ტყვას იტყვის.

მიშა ან­დღუ­ლა­ძე:

- ჩემ­თვის, რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის, ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლოა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ჩა­ტარ­დე­ბა ტურ­ნი­რი თუ შე­ჯიბ­რი და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­გე­ბენ ჩვე­ნე­ბი. მით უმე­ტეს, როცა საქ­მე "კა­ვე­ენ­სა" და იუ­მორს ეხე­ბა. "კა­ვე­ე­ნი-დან" მოვ­დი­ვარ მეც. მა­ში­ნაც მტე­რი იყოჩ­ვენ­თვის რუ­სე­თი, ჩვენ რომ ვთა­მა­შობ­დით და ვი­მარ­ჯვებ­დით. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის კი არაა, ვინ რას იტყვის ამა თუ იმ რუ­სულ სცე­ნა­ზე, ვის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს, არა­მედ ის, რომ ჩვენ თვი­თონ ვერ გა­დაგ­ვი­წყვე­ტია, ვინ არის ჩვე­ნი მტე­რი, რუ­სე­თი, ამე­რი­კა თუ ევ­რო­პა. როცა ამას გა­დავ­წყვეტთ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა. ჯერ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტოთ, რა გვინ­და, ვინ გვყავს მტე­რი და ვინ მოყ­ვა­რე და მერე მოვ­კი­თხოთ "კა­ვე­ენ­ში­კებს", სად რო­გორ იხუმ­რეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლებ­მა КВН-ში გა­ი­მარ­ჯვეს - მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ჟი­უ­რის­გან და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უმაღ­ლეს ლი­გა­ში

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს

რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს

5 სექტემბერს საქართველოს მან-სან-კანის გუნდი მოსკოვს ესტუმრა. ბიჭებს 24 გუნდთან მოუხდათ პაექრობა. საქართველოს ნაკრები საუკეთესო აღმოჩნდა. ბიჭებმა პრემიერლიგა მოიგეს და შესაბამისად, მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.

რუსეთ-საქართველოს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, გამარჯვებული ''კავეენშიკები'' საზოგადოების ნაწილმა ერთ-ერთი ხუმრობისთვის გააკრიტიკა, რომელიც სოსო პავლიაშვილის მონაწილეობით ნახა მაყურებელმა. ქართული გუნდის ერთ-ერთი წევრის შეკითხვა იყო, - ეშინია თუ არა რუსეთს სანქციების. სოსო კი პასუხობდა, - ერს, რომელმაც 11 საათის შემდეგ თავად დაიწესა აკრძალვა ალკოჰოლზე, არაფრის არ ეშინიაო.  ჩვენს ცნობილ იუმორისტებს, ყოფილ ''კავეეშნიკებს'', საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ.

ნიკა ქავთარაძე:

- მათი გამოსვლა არ მინახავს, ვიცი, რომ მოიგეს პრემიერლიგა და შემდეგში უმაღლესში ითამაშებენ.

- თუ დრო გაქვს, ლინკს გამოგიგზავნი, რომ ნახო, საინტერესო იქნება შენი შეფასება.

- არ მინდა ნახვა, არ მაინტერესებს, ვულოცავ გამარჯვებას. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ალბათ.

- შენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის?

- არა. სხვა შემთხვევაში მეც იმავეს გავაკეთებდი. ჩემთვის ახლა კავეენის თამაში, თან მოსკოვში, არანაირად არაა მნიშვნელოვანი.

- უცნაურია, რომ არ გაინტერებს, ეს ხომ შენი სფეროა.

- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროგრამა ჰქონდათ და რატომ მაძალებთ (იცინის).

- სულაც არა, უბრალოდ, ასე კონკრეტული გამოსვლების შეფასებას შეძლებდი. შენი ნებაა. მადლობა.

ვახტანგ ბიჭიკაშვილი:

- ვნახე ბიჭების გამოსვლა და ძალიან მომეწონა. უმეტესობასთან ვმეგობრობ და ძალიან გამიხარდა მათი გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ უმაღლეს ლიგაში ბიჭებს. დაკარგულ ტერიტორიებსაც თუ დაიბრუნებენ, უფრო მაგრად გამიხარდება.

- როგორი პირი უჩანს, დაიბრუნებენ?

- არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. მე მხოლოდ თამაში ვნახე.

ზაალ წულუკიძე (ვინი):

- რომელ გუნდზე მეკითხებით, მოსკოვში რომ იყვნენ? არ მინდა მაგ გუნდზე კომენტარის გაკეთება.

- თამაში მაინც თუ ნახე?

- თამაში მთლიანად არ მინახავს, პატარა მონაკვეთები ვნახე. მთლიანად ჩემპიონატის განმავლობაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბოლოში იყო ერთი ხუმრობა, რომელიც მე პირადად არ მომეწონა. ამაზე დავწერე კიდეც და ალბათ, ეწყინათ კიდეც ბიჭებს, მაგრამ, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.

- რომელ ხუმრობას გულისხმობ?

- ეს იყო ხუმრობა სოსო პავლიაშვილთან ერთად, სადაც საუბარი იყო იმაზე, ეშინიათ თუ არა რუსებს სანქციის. სოსო პავლიაშვილის პასუხი ამ ხუმრობაზე იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მიუღებელი და არც ერთი იუმორის ჩარჩოში არ ჯდებოდა. არ მგონია, ეს ხუმრობა თავმოყვარე და სამშობლოს მოყვარული ქართველის დაწერილი ყოფილიყო, უფრო რუსი სცენარისტის ხელს ჰგავდა.

- რა უპასუხა სოსომ?

- ერს, რომელმაც საკუთარ თავს თავად აუკრძალა ღამის 11 საათის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, არაფრის ეშინიაო. პასუხიც არის და პასუხიც. ეს უნდა ნახოთ, რომ მიხვდეთ, რამ გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება. აი, ეს იყო, რაც არ მომეწონა და მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთლიანად გუნდმა კარგი, კავკასიური, ქართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონატის განმავლობაში, სოჭის ფესტივალიდან მოყოლებული!

- სხვა გუნდებზე რა შეგიძლია თქვა?

- სიმართლე რომ გითხრა, ასე არ განმიხილავს მოსკოვის წლევანდელი ლიგა. მაგრამ მგონია, რომ ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში თავის სიტყვას იტყვის.

მიშა ანდღულაძე:

- ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის, ყველა ქართველის გამარჯვება სასიხარულოა. არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩატარდება ტურნირი თუ შეჯიბრი და რომელ ქვეყანაში მოიგებენ ჩვენები. მით უმეტეს, როცა საქმე ''კავეენსა'' და იუმორს ეხება. ''კავეენი-დან'' მოვდივარ მეც. მაშინაც მტერი იყოჩვენთვის რუსეთი, ჩვენ რომ ვთამაშობდით და ვიმარჯვებდით. მთავარი პრობლემა ის კი არაა, ვინ რას იტყვის ამა თუ იმ რუსულ სცენაზე, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, არამედ ის, რომ ჩვენ თვითონ ვერ გადაგვიწყვეტია, ვინ არის ჩვენი მტერი, რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა. როცა ამას გადავწყვეტთ, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ჯერ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ვინ გვყავს მტერი და ვინ მოყვარე და მერე მოვკითხოთ ''კავეენშიკებს'', სად როგორ იხუმრეს.

იხილეთ ვიდეო: ქართველებმა КВН-ში გაიმარჯვეს - მაღალი ქულები ჟიურისგან და გარანტირებული ადგილი უმაღლეს ლიგაში

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება