საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"
ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"

გა­ზე­თი "ვერ­სია" უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტორ ქარ­თველ მეც­ნი­ერს თა­მაზ ნა­ნი­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ამინ­დის კო­რექ­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას, ნო­ბე­ლის ორი პრე­მი­ის ღირ­სია", - ეს ფრა­ზა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯონ კე­ნე­დიმ 50-ზე მეტი წლის წინ თქვა. 50 წლის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის დე­ვი­ზის, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მსოფ­ლიო დო­ნის გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი და პა­ტენ­ტმფლო­ბე­ლი თა­მაზ ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი გა­მო­გო­ნე­ბის (პრო­ექ­ტის) სა­შუ­ა­ლე­ბით, მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს აი­რი­დებს თა­ვი­დან. გახ­დე­ბა თუ არა ამ გა­მო­გო­ნე­ბით ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, დრო გვიჩ­ვე­ნებს, მა­ნამ­დე კი, უნი­კა­ლუ­რი იდე­ის ავ­ტო­რი "ვერ­სი­ას"თა­ვად უამ­ბობს იმ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც წლე­ბი შე­ა­ლია და რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც, გა­მომ­გო­ნებ­ლის მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, პრო­ექ­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­თვის მი­გე­ძღვნათ?

- იმი­ტომ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, გახ­შირ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში. დე­და­მი­წა­ზე გა­მოვ­ლე­ნილ სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნა­თა სპექტრი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ბოლო პე­რი­ოდ­ში, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­სა და უყა­ი­რა­თო ბუ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბას­თან. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნი მათ შე­ჩე­რე­ბას ვერ ახერ­ხებს. სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად კა­ცობ­რი­ო­ბი­სად­მი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ხოლო ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლი - ასე­ულ ათა­სო­ბით.

მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას და სწო­რედ მის გა­და­საჭ­რე­ლად ვთა­ვა­ზობ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემ გა­მო­გო­ნე­ბას.

- იქ­ნებ უფრო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბოთ თქვე­ნი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

- ჩემი გა­მო­გო­ნე­ბა (პრო­ექ­ტი), მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. პრო­ექ­ტი ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე და მას რამ­დე­ნი­მე წლის ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა მო­ვან­დო­მე. ამ გა­მო­გო­ნე­ბას შე­უძ­ლია აგ­ვა­რი­დოს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ისე­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გრი­გა­ლი­სებ­რი ქარი, ციკ­ლო­ნუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი, ტორ­ნა­დო, ტა­ი­ფუ­ნი, ზვა­ვი, მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბა, ძლი­ე­რი წვი­მა, სე­ტყვა, გვალ­ვა, ხან­ძა­რი... ჩემი გა­მო­გო­ნე­ბა - "დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სივ­რცის გაწ­მენ­დის ხერ­ხი", გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა ატ­მოს­ფე­როს სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აი­რე­ბის, უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის შე­წო­ვა, მისი გარ­დაქ­მნა უსაფრ­თხო, სუფ­თა, და­დე­ბით ბი­ო­ე­ნერ­გი­ად, შემ­დეგ, კი მისი უკან­ვე, ატ­მოს­ფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­წყო­ბი­ლო­ბის დად­გმის წუ­თი­დან მუდ­მი­ვად, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სწრა­ფად, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე, აღ­ვად­გი­ნოთ და ბუ­ნებ­რივ ნორ­მებ­ში და­ვი­ჭი­როთ ატ­მოს­ფე­რუ­ლი ბი­ო­ე­ნერ­გი­ის ბა­ლან­სი, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი სივ­რცის ფარ­გლებ­ში.

ორ­გა­ნუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რე­ბის სიმ­ძლავ­რე გან­სა­ზღვრავს დე­და­მი­წის იმ ფარ­თობს, რაც ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, და­ი­ცავს მას ყო­ველ­გვა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის­გან (აღად­გენს ბუ­ნებ­რივ ბა­ლანსს დე­და­მი­წა­სა და ატ­მოს­ფე­როს შო­რის). ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, 1 კმ კვად­რა­ტი­დან 15 000 კმ კვად­რა­ტი დე­და­მი­წის ფარ­თო­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

5 კომ­პლექ­ტი მო­წყო­ბი­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნად და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია ყო­ველ­გვა­რი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მის­გან. ამ გა­მო­გო­ნე­ბის და­ნერგვა და მისი რე­ა­ლი­ზა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნას მის­ცემს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გა­იზ­რდე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის მკვეთრ აღ­მავ­ლო­ბას.

მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნა კი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­დო­და, ხმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­მეწვდი­ნა და იმე­დია, ამ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­ცე­ნა­ტი თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყობს. ვფიქ­რობ, შე­უძ­ლია ამ გა­მო­გო­ნე­ბის სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ჩე­ნა, მისი დაც­ვა და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და­ნერგვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"

ქართველი მეცნიერის გამოგონება ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ - "ამ პროექტს საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია"

გაზეთი "ვერსია" უნიკალური გამოგონების ავტორ ქართველ მეცნიერს თამაზ ნანიტაშვილს ესაუბრა.

"ადამიანი, რომელიც შეძლებს ამინდის კორექციის პრობლემის გადაჭრას, ნობელის ორი პრემიის ღირსია", - ეს ფრაზა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ 50-ზე მეტი წლის წინ თქვა. 50 წლის შემდეგ, ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინტელექტუალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს სახელმწიფო გერბის დევიზის, ასევე რამდენიმე მსოფლიო დონის გამოგონების ავტორი და პატენტმფლობელი თამაზ ნანიტაშვილი აცხადებს, რომ მისი გამოგონების (პროექტის) საშუალებით, მსოფლიო ბუნებრივ კატაკლიზმებს აირიდებს თავიდან. გახდება თუ არა ამ გამოგონებით ნობელის პრემიის ლაურეატი ნანიტაშვილი, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, უნიკალური იდეის ავტორი "ვერსიას"თავად უამბობს იმ პროექტის შესახებ, რომელსაც წლები შეალია და რომლის დამსახურებითაც, გამომგონებლის მტკიცებით, საქართველოს შემოსავალი რამდენიმე მილიარდი დოლარით გაიზრდება.

- ბატონო თამაზ, რატომ გადაწყვიტეთ, პროექტი მაინცდამაინც სტიქიური მოვლენებისთვის მიგეძღვნათ?

- იმიტომ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები, გახშირდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. დედამიწაზე გამოვლენილ სტიქიურ მოვლენათა სპექტრი მრავალფეროვანია. ბოლო პერიოდში, სტიქიური მოვლენების გააქტიურება, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია გლობალურ დათბობასა და უყაირათო ბუნებით სარგებლობასთან. თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ადამიანი მათ შეჩერებას ვერ ახერხებს. სტიქიური მოვლენების შედეგად კაცობრიობისადმი მიყენებული ყოველწლიური მატერიალური ზარალი ასეულობით მილიარდი დოლარით განისაზღვრება, ხოლო ადამიანთა მსხვერპლი - ასეულ ათასობით.

მსოფლიო გლობალური პრობლემების წინაშე დგას და სწორედ მის გადასაჭრელად ვთავაზობ მსოფლიო საზოგადოებას ჩემ გამოგონებას.

- იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ თქვენი უნიკალური პროექტის შესახებ.

- ჩემი გამოგონება (პროექტი), მართლაც უნიკალურია, რადგან მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. პროექტი ახლახან დავასრულე და მას რამდენიმე წლის ტიტანური შრომა მოვანდომე. ამ გამოგონებას შეუძლია აგვარიდოს ბუნებრივი კატაკლიზმების დიდი ნაწილი, ისეთები, როგორიცაა: გრიგალისებრი ქარი, ციკლონური ქარიშხალი, ტორნადო, ტაიფუნი, ზვავი, მეწყერი, წყალდიდობა, ძლიერი წვიმა, სეტყვა, გვალვა, ხანძარი... ჩემი გამოგონება - "დედამიწის ატმოსფეროში დაბინძურებული სივრცის გაწმენდის ხერხი", გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ორგანული გენერატორების გამოყენებით ხდება ატმოსფეროს სივრცეში არსებული დაბინძურებული აირების, უარყოფითი ენერგიის შეწოვა, მისი გარდაქმნა უსაფრთხო, სუფთა, დადებით ბიოენერგიად, შემდეგ, კი მისი უკანვე, ატმოსფეროში დაბრუნება. პროცესი მიმდინარეობს მოწყობილობის დადგმის წუთიდან მუდმივად, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად, ყოველგვარი ზედმეტი მომსახურების გარეშე, აღვადგინოთ და ბუნებრივ ნორმებში დავიჭიროთ ატმოსფერული ბიოენერგიის ბალანსი, წინასწარ განსაზღვრული სივრცის ფარგლებში.

ორგანული გენერატორების სიმძლავრე განსაზღვრავს დედამიწის იმ ფართობს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება საჭირო, დაიცავს მას ყოველგვარი სტიქიური უბედურებისგან (აღადგენს ბუნებრივ ბალანსს დედამიწასა და ატმოსფეროს შორის). ამ მოწყობილობის გამოყენებით, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, 1 კმ კვადრატიდან 15 000 კმ კვადრატი დედამიწის ფართობის დაცვა იქნება შესაძლებელი.

5 კომპლექტი მოწყობილობით შეიძლება მთლიანად დავიცვათ საქართველოს ტერიტორია ყოველგვარი ბუნებრივი კატაკლიზმისგან. ამ გამოგონების დანერგვა და მისი რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას მისცემს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს. საქართველოს შემოსავალი რამდენიმე მილიარდი დოლარით გაიზრდება, რაც განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის მკვეთრ აღმავლობას.

მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანა კი, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

პირველ რიგში, მინდოდა, ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიმეწვდინა და იმედია, ამ უნიკალური გამოგონების შესახებ მეცენატი თქვენი გაზეთის საშუალებით შეიტყობს. ვფიქრობ, შეუძლია ამ გამოგონების სათანადოდ წარმოჩენა, მისი დაცვა და მსოფლიო მასშტაბით დანერგვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია