მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი იმ ქო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც ყო­ფილ პრე­ზი­დენტს და მის ოჯახს და­უ­ყა­დაღ­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა ოთარ კა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მისი მე­უღ­ლის, შვი­ლე­ბის, დე­დის, მა­მის და ბე­ბი­ის ქო­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ა­ყა­და­ღე­ბუ­ლია ყვა­რელ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 2 ჰექ­ტარ­ზე ნაკ­ლე­ბია, ასე­ვე ყვარ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი 75 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თით; ბე­ბი­ის მზია წე­რეთ­ლის 500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ნაკ­ვე­თი ოზურ­გეთ­ში და მისი 10 წლის ავ­ტო­მო­ბი­ლი "ტო­ი­ო­ტა რავ" 4; ასე­ვე გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 0.2 ჰექ­ტარ­ზე ნაკ­ლე­ბი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი ყვა­რელ­ში; მე­უღ­ლის სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბინა და მან­სარ­და თბი­ლის­ში; ბე­ბი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე ბინა თბი­ლის­ში და 17 წლის "ჰონ­და აკორ­დი".

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის გად­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად, 29 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგლო­მო­ბით სა­სა­მარ­თლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღა.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რის მიერ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლად და­ტო­ვა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბა გას­ხვი­სე­ბის და ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 8 837 461.34 ლა­რის გაფ­ლან­გვა, რი­თაც მან სა­ხელ­მწი­ფოს მი­ა­ყე­ნა დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი. ვი­ნა­ი­დან, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას, არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქო­ნებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, იგი გა­ას­ხვი­სებ­და ან სხვაგ­ვა­რად გა­და­მა­ლავ­და მისი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­ზე რი­ცხულ ქო­ნე­ბას, რაც ხელს შე­უშ­ლი­და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას. ამ მიზ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 29 აგ­ვის­ტო­სა და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 3 სექ­ტემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბე­ბით, ყა­და­ღა და­ე­დო ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას.

კერ­ძოდ:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას:

1) ქ. ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 2 332 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს

2) ქ.ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 1 316 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს.

3) ქ.ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 2 441 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს

4) ქ.ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 1 207 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს.

5) ქ. ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 6 820 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს 97 კვ.მ. შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბით.

6) ქ. ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 682 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს

7) ქ.ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 1 668 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს

8) ქ. ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 2 637 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს.

9) HONDA ACCORD-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას, (გა­მოშ­ვე­ბის წელი 1988).

სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას:

ქ. თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის N9-ში მდე­ბა­რე 154 კვ.მ. ბი­ნას და 164 კვ.მ. მან­სარ­დას.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას და წილს სა­წარ­მო­ში:

1) ქ. ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებს.

2) ქ. ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუჩა N5-ში მდე­ბა­რე 172.80 კვ.მ. ბი­ნას

3) შპს "იუჯი ბაღ­ში" გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ 50 %-იან წილს.

მზია წე­რეთ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას:

1) ქ. თბი­ლის­ში. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. N37-ში მდე­ბა­რე 197 კვ.მ. მშე­ნე­ბა­რე ბი­ნას.

2) ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში მდე­ბა­რე 500 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს.

3) TOYOTA RAV4 -ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას (გა­მოშ­ვე­ბის წელი 2010).

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას:

TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას (გა­მოშ­ვე­ბის წელი 2014)

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რის მიერ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი იქნა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, რაც არ დაკ­მა­ყო­ფილ­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმ ქონების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.

ადვოკატის თქმით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადწყვეტილება თავდაპირველად, 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

შესაბამისი შუამდგლომობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააკაშვილის და მისი ოჯახის გარკვეული ქონება დააყადაღა.

ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. არსებული ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლობლების ქონების დაყადაღება გასხვისების და ქონების გადამალვის ვარაუდის საფუძველზე მოხდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ambebi.ge პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას.

კერძოდ:

მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

4) ქ.ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით.

6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

7) ქ.ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანას, (გამოშვების წელი 1988).

სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინას და 164 კვ.მ. მანსარდას.

გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს საწარმოში:

1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინას

3) შპს "იუჯი ბაღში" გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილს.

მზია წერეთლის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინას.

2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

3) TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2010).

ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2014)

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა