ყველას გსმენიათ ან წაგიკითხავთ, რომ დიეტური გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ დიეტური სასმელები ჩვეულებრივ გაზიან სასმელებს კალორიების დაბალი როდენობით ჯობს, ისინი სავსეა ხელოვნური დამატკბობლებით, რის გამოც მედიცინის ექსპერტები ღელავენ, რომ სამომავლო ეფექტები საგანგაშო იქნება.
კვლევები ცხადყოფს, რომ კონკრეტულმა ხელოვნურმა დამატკბობლებმა შეიძლება კიბო გააჩინონ, მაგრამ ვინაიდან კვლევები თაგვებზე ტარდება და არა ადამიანებზე, არ არსებობს სერიოზული მტკიცებულება, რის გამოც ხელოვნური დამატკბობლების ხმარებიდან ამოღება მოხდება.
ახალმა კვლევებმა უჩვენა, როგორ მოქმედებს ეს დამატკბობლები ადამიანის მეტაბოლიზმზე: ხელოვნური დამატკბობლების მიღებამ შესაძლოა, მიგიყვანოთ გლუკოზის შეუკავებლობამდე, რაც პირველი ნიშანია მეორე სტადიის დიაბეტის და საგრძნობლად ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგები სრულ სურათს არ იძლევა იმ ადამიანებზე, ვინც დიეტურ გაზიან სასმელებს სვამს და ხელოვნური დამატკბობლების შემცველ საკვებს იღებს (დაბალკალორიულ იოგურტებს და უშაქრო ტკბილეულს), ამიტომ ექსპერტები აცხადებენ, რომ მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, სანამ გადამჭრელ პასუხამდე მივლენ.
უმჯობესი იქნება თუ თქვენს მენიუში შეამცირებთ ხელოვნურ დამატკბობლებს და დიეტური გაზიანი სასმელების მაგივრად, წყალს მიეტანებით ან ისეთ საკვებს მიიღებთ, რომელიც ბუნებრივი დამატკბობლებით იქნება გამდიდრებული, მაგალითად თაფლით.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.