სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დამტკიცდა
უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დამტკიცდა

მთავ­რო­ბამ უცხო­ე­ლებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის გას­ხვი­სე­ბის ახა­ლი წე­სე­ბი და­ამ­ტკი­ცა. რო­გორც მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ამ ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ შე­ის­ყი­დის უცხო­ეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ან სხვა იუ­რი­დი­უ­ლი პირი.

"სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბა უცხო­ელ ფი­ზი­კურ პირ­ზე ან უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ზე, თუნ­დაც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ვერ მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე ხუთ­კი­ლო­მეტ­რი­ან ზოლ­ში და მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნილ შე­სა­ბა­მის ზო­ნა­ში. სა­სა­ზღვრო ზოლ­სა და ამ­გვარ ზო­ნებ­ში ვერც ერთი ფი­ზი­კუ­რი პირი ან უცხო­უ­რი კომ­პა­ნია სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წას ვერ შე­ის­ყი­დეს. სა­მა­გი­ე­როდ, უცხო­ე­ლი, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღებს სა­სოფ­ლო მი­წას, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ამ მი­წის მე­სა­კუთ­რე. ეს ბევრ ჩვენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, რო­მელ­მაც და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მაგ­რამ მი­ი­ღო სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და დღეს უცხო­ე­ლად ით­ვლე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მისი წი­ნაპ­რე­ბის მიერ მემ­კვიდ­რე­ო­ბით და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბი მი­ი­ღონ სა­კუთ­რე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არის ერთი მე­უღ­ლე, ხოლო მე­ო­რე მე­უღ­ლე არის უცხო­ე­ლი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს მე­უღ­ლე­თა სა­კუთ­რე­ბა­ში. წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა უპი­რა­ტე­სი შეს­ყიდ­ვის წე­სით და­ე­უფ­ლოს თა­ვი­სი ყო­ფი­ლი უცხო­ე­უ­ლი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც არის სა­სოფ­ლო მიწა.

"ყო­ფილ უცხო­ელ მე­უღ­ლეს ეკის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­ას­ხვი­სოს ამ­გვა­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა, რო­მელ­საც ის ფლობ­და ქარ­თველ მე­უღ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დამტკიცდა

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დამტკიცდა

მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ ცვლილების თანახმად, სასოფლო სამეურნეო მიწებს საქართველოში ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი.

"სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერც ერთი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდეს. სამაგიეროდ, უცხოელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეიძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე. ეს ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მიიღონ საკუთრებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. წულუკიანის განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას, რომელიც არის სასოფლო მიწა.

"ყოფილ უცხოელ მეუღლეს ეკისრება ვალდებულება, რომ გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ