"ებოლას" ვირუსის კუთხით მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, საქართველოში 73 ადამიანია შემოსული, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, შემოსულთაგან უმეტესობა ნიგერიელია. "46 მათგანზე უკვე მოხსნილია ზედამხედველობა, რადგან ინკუბაციური პერიოდი გავიდა", - განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის.
"ინტერპრესნიუსი"