პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები
იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები

ია­რა­ღის შე­სა­ხებ კა­ნონ­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ია­რა­ღის შე­ნახ­ვის წესს ამ­ტკი­ცებს.

რო­გორც მთავ­რო­ბის დღენ­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ია­რა­ღი უნდა იყოს დაშ­ლი­ლი, გან­მუხ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სხვა­დას­ხვა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით შე­ნა­ხუ­ლი.

"შე­ნახ­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლში შე­დის ცვლი­ლე­ბა. ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, მკაცრ­დე­ბა და ჯა­რი­მა აღარ იქ­ნე­ბა სან­ქცია. ამი­ე­რი­დან პირი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძენს ან შე­ი­ნა­ხავს ია­რაღს, მაქ­სი­მა­ლურ სას­ჯე­ლად, სა­მის მა­გივ­რად, ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას მი­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ ამა­ვე 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბას, ეს და­ნა­შა­უ­ლი აღარ იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და იქ­ნე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

"აქაც ჯა­რი­მის სან­ქცია უქ­მდე­ბა და შე­მო­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა არა 3-დან 5 წლამ­დე რო­გორც იყო, არა­მედ 4-დან 6 წლამ­დე, რა­საც ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­დაჰ­ყავს ნაკ­ლე­ბად მძი­მი­დან მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ში. წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, ეს იქ­ნე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და ეს უნდა გა­ი­გონ ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე. პირ­ვე­ლი ეხე­ბა პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ი­სა და შს სა­მი­ნის­ტრომ შე­ას­რუ­ლეს. კერ­ძოდ, შე­მუ­შავ­და ია­რა­ღის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მკაცრ­დე­ბა ია­რაღ­ზე წვდო­მის წე­სე­ბი - ნე­ბარ­თვის შემ­თხვევ­ში, დღეს 18 წლი­დან ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს, შე­ი­ნა­ხოს და ატა­როს ია­რა­ღი, ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნე­ბარ­თვას ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე, შე­ნახ­ვა­ზე ან ტა­რე­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს 23 წელს მიღ­წე­უ­ლი.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, 21 წლის ზღვა­რი დგინ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი, გა­ზი­სა და სა­ნა­დი­რო ია­რა­ღის შემ­თხვე­ვა­ში.

"ცე­ცხლას­რო­ლი ია­რა­ღის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლი ასა­კი იქ­ნე­ბა 23 წელი. მთავ­რო­ბა მი­იჩნვეს, რომ 18-დან 23 წლამ­დე ახალ­გაზ­რდას უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს სწავ­ლა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, და­ო­ჯა­ხე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა და არა - ია­რა­ღის ფლო­ბა. ჩვენ ჩავ­დეთ სა­ნა­დი­რო ია­რა­ღის შემ­თხვე­ვა­ში დათ­ქმა, რომ ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­საც არ მი­უღ­წე­ვია 21 წლის ასა­კის­თვის, მშო­ბელ­თან ან სხვა უფ­როს­თან ერ­თად სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, სა­ნა­დი­რო საქ­მი­ა­ნო­ბას მის­დი­ოს, თუკი ეს მის ინ­ტე­რე­სებ­ში იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ის პირი, რო­მელ­საც უნდა მო­ი­პო­ვოს ნე­ბარ­თვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ზე, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­ი­ა­როს გა­მოც­და - ის შე­მოწ­მდე­ბა პი­როვ­ნუ­ლად იმი­სათ­ვის, რათა გა­ი­ცეს ნე­ბარ­თვე­ბი მისი სან­დო­ო­ბის და ფსი­ქი­უ­რი თვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები

იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები

იარაღის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები იარაღის შენახვის წესს ამტკიცებს.

როგორც მთავრობის დღენდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.

"შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამავე 236-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას, ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში.

"აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. პირველი ეხება პრემიერის დავალებას, რომელიც იუსტიციისა და შს სამინისტრომ შეასრულეს. კერძოდ, შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები.

მინისტრის განმარტებით, ამ ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები - ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული.

წულუკიანის განმარტებით, 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში.

"ცეცხლასროლი იარაღის შემთხვევაში სავალდებული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა მიიჩნვეს, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა - იარაღის ფლობა. ჩვენ ჩავდეთ სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა