პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LONDON EVENING POST, 1761 - "მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მმართველი"
LONDON EVENING POST, 1761 - "მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მმართველი"

"ჩვენ ყო­ველ­თვის წარ­მო­ვა­ჩენთ ჩვენს სწრაფ­ვას ევ­რო­პი­სა­კენ, მაგ­რამ თურ­მე ევ­რო­პაც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. რად­გან ევ­რო­პუ­ლი პრე­სა მთა­ვარ გვერ­დებ­ზე წერ­და მეფე ერეკ­ლეს შე­სა­ხებ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პა თა­ვის უკი­დუ­რეს სა­ზღვრად სა­ქარ­თვე­ლოს აღიქ­ვამ­და. მას აღიქ­ვამ­და ევ­რო­პულ კედ­ლად და ამ კედ­ლის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო დამ­ცვე­ლი - მე­ცი­ხოვ­ნე ერეკ­ლე მე­ო­რე იყო"... ამ­ბობს ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის,მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი - გი­ორ­გი კა­ლან­დია..

- არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ ერეკ­ლე მე­ო­რეს ბე­თჰო­ვენ­მა მე­ცხრე სიმ­ფო­ნია მი­უ­ძღვნა. ეს ოდ­ნავ სა­ეჭ­ვოა, რად­გან ბე­თჰო­ვე­ნის დროს ერეკ­ლე მე­ო­რე აღარ იყო ისე­თი ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლიც არ არის, რად­გან ბრი­ტა­ნუ­ლი და სა­ერ­თოდ ევ­რო­პუ­ლი პრე­სა დიდი იმე­დე­ბით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს ერეკ­ლე მე­ფის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას და სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას.

- რას გვაც­ნობს ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა?

- მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ არის 1642 წლი­დან 1798 წლის ჩათ­ვლით. ვი­ცით რომ ერეკ­ლე მე­ო­რე და­ი­ბა­და 1720 წელს და მისი სა­ხე­ლი ბრი­ტა­ნულ პრე­სა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა 1752 წლი­დან. 1752 წლი­დან მთა­ვარ გვერ­დებ­ზე ყო­ველ­თვის არის ინ­ფორ­მა­ცია ერეკ­ლე მე­ო­რის შე­სა­ხებ... აი მა­გა­ლი­თად: PUBLIC ADVERTISER. LONDON. 15. 11. 1772 წერს: - პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან არის სპარ­სე­თის ტახ­ტის პრე­ტენ­დენ­ტი, რო­მელ­მაც გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად და­ა­მარ­ცხა ბრძო­ლა­ში შაჰ-სეფი და ის­პა­ჰან­ში მისი ტახ­ტი და­ი­კა­ვა... რა თქმა უნდა ეს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, იმი­ტომ რომ ერეკ­ლეს არ და­უ­კა­ვე­ბია ის­პა­ჰან­ში ტახ­ტი და არც სპარ­სე­თის ტახ­ტის პრე­ტენ­დენ­ტი ყო­ფი­ლა. თუმ­ცა მან ბრძო­ლა­ში ირა­ნის ტახ­ტის ორი პრე­ტენ­დენ­ტი და­ა­მარ­ცხა და ამას რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან დიდი იმე­დით შე­ხე­და ევ­რო­პულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. 1754 წელს შემ­დეგ წე­რენ: ჩვენ გვაც­ნო­ბეს სპარ­სე­თი­დან, რომ პრინცმა ჰე­რაკ­ლი­უს­მა, რომ­ლის გმი­რო­ბებ­მაც მთელს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია, გა­და­ის­რო­ლა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი კას­პი­ის ზღვის ნა­პი­რებ­თან. ხოლო Dublin 1744 year წერს: სა­ქარ­თვე­ლო აზი­ის უდი­დე­სი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც კას­პი­ის ზღვის ნა­პი­რე­ბამ­დეა გა­და­ჭი­მუ­ლი... - ანუ იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლია ერეკ­ლე მე­ო­რე, რომ მის ქვე­ყა­ნა­ზეც ლე­გენ­დე­ბი და­დის. LONDON EVENING POST, 1761 წერს: შაჰ ნა­დი­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მთელ იმ­პე­რი­ა­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლია პრინ­ცი

ჰე­რაკ­ლი­უ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც დი­დე­ბა იმ­პე­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომში მო­იხ­ვე­ჭა... ერეკ­ლე მე­ო­რე არ იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ვი­ცით რომ ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ამარ­ცხებს სპარ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ მტერს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და ეს მოვ­ლე­ნა რო­გორც ჩანს ევ­რო­პულ პრე­სა­ში დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას პო­უ­ლობ­და... იგი­ვე გა­ზე­თი წერს: ამ­სტერ­და­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი ბოლო წე­რი­ლის თა­ნახ­მად, პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი - სპარ­სე­თის ახა­ლი დამ­პყრო­ბე­ლია.

- რო­გორც ზე­მოთ გვი­თხა­რით, არა­მარ­ტო ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა წერ­და ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ...

- დიახ... ასე­ვე: "სპარ­სე­თი­დან მო­სუ­ლი ბოლო ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, რა­საც ას­ტრა­ხან­შიც გვი­დას­ტუ­რე­ბენ პრინცმა ჰე­რაკ­ლი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან თა­ვის ძლე­ვა­მო­სილ არ­მი­ას­თან ერ­თად უკვე და­ი­პყრო რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი და ნა­ხე­ვა­რი ის­პა­ჰა­ნი" - ჰამ­ბურ­გი, 1752, 13 მარ­ტი... ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მხრივ, რომ მეფე ერეკ­ლეს შე­სა­ხებ არა­მარ­ტო ინ­გლის­ში იცი­ან, არა­მედ იცი­ან ჰამ­ბურ­გშიც, ას­ტრა­ხან­შიც, ამ­სტერ­დამ­შიც... მთე­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან დიდი იმე­დით შეჰ­ყუ­რებ­და ერეკ­ლე მე­ო­რეს. თა­ვის­თა­ვად ცნო­ბე­ბიც ძა­ლი­ან გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია. იმ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ფაქ­ტი­უ­რად გა­ა­ნად­გუ­რა ერ­თის მხრივ სპარ­სეთ­მა და მე­ო­რეს მხრივ ოს­მა­ლეთ­მა, (რო­მე­ლიც ლა­მის ვე­ნამ­დე იყო მი­სუ­ლი თა­ვის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბით), ამ დროს გა­მოჩ­ნდა ქარ­თლ-კა­ხე­თის მმარ­თვე­ლი, ქრის­ტი­ა­ნი მეფე, რო­მე­ლიც ახერ­ხებს და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბრძო­ლას. სწო­რედ ამი­ტომ იყო დიდი იმე­დით გან­მსჭვა­ლუ­ლი ერეკ­ლე მე­ო­რეს მი­მართ ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა: ამის ერთ-ერთი გა­მო­ძა­ხი­ლია 1766 წელს და­ბეჭ­დი­ლი ცნო­ბა: პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რობ­და ლე­ი­ტე­ნან­ტის ხა­რისხში პრუ­სი­ის მე­ფის, ფრიდ­რიხ დი­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იწყებს გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ ბრძო­ლას ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ... მეფე ერეკ­ლეს არა­სო­დეს არ უმ­სა­ხუ­რია პრუ­სი­ის მე­ფის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, მაგ­რამ პრუ­სი­ის მე­ფის ფრიდ­რიხ დი­დის ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბია - მსოფ­ლი­ოს ორი მმარ­თვე­ლი ჰყავს, და­სავ­ლეთ­ში ეს მე ვარ და აღ­მო­სავ­ლეთ­ში პრინ­ცი ერეკ­ლე... მარ­ტო ლე­გენ­დე­ბი და გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი არ არის, აი, ეს უკვე სი­მარ­თლეა: ლე­გჰო­რა­ნი­დან მო­სუ­ლი პი­რა­დი წე­რი­ლე­ბი­დან ჩანს, რომ პრინცმა ჰე­რაკ­ლი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან, მო­ი­პო­ვა სრუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ერ­ზე­რუ­მის ფა­შის 50 ათას კა­ცი­ა­ნი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

LONDON EVENING POST, 1761 - "მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მმართველი"

LONDON EVENING POST, 1761 - "მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი, საქართველოს მმართველი"

"ჩვენ ყოველთვის წარმოვაჩენთ ჩვენს სწრაფვას ევროპისაკენ, მაგრამ თურმე ევროპაც არაერთხელ ყოფილა საქართველოთი დაინტერესებული. რადგან ევროპული პრესა მთავარ გვერდებზე წერდა მეფე ერეკლეს შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა თავის უკიდურეს საზღვრად საქართველოს აღიქვამდა. მას აღიქვამდა ევროპულ კედლად და ამ კედლის ყველაზე საუკეთესო დამცველი - მეციხოვნე ერეკლე მეორე იყო"... ამბობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი - გიორგი კალანდია..

- არსებობს ლეგენდა, რომ ერეკლე მეორეს ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია მიუძღვნა. ეს ოდნავ საეჭვოა, რადგან ბეთჰოვენის დროს ერეკლე მეორე აღარ იყო ისეთი ცნობილი და პოპულარული. თუმცა გამორიცხულიც არ არის, რადგან ბრიტანული და საერთოდ ევროპული პრესა დიდი იმედებით ადევნებდა თვალყურს ერეკლე მეფის პოლიტიკურ ცხოვრებას და სამხედრო კარიერას.

- რას გვაცნობს ბრიტანული პრესა?

- მასალები, რომელიც ერეკლე მეორეს შესახებ ჩამოვიტანეთ არის 1642 წლიდან 1798 წლის ჩათვლით. ვიცით რომ ერეკლე მეორე დაიბადა 1720 წელს და მისი სახელი ბრიტანულ პრესაში პოპულარული ხდება 1752 წლიდან. 1752 წლიდან მთავარ გვერდებზე ყოველთვის არის ინფორმაცია ერეკლე მეორის შესახებ... აი მაგალითად: PUBLIC ADVERTISER. LONDON. 15. 11. 1772 წერს: - პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან არის სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი, რომელმაც გამანადგურებლად დაამარცხა ბრძოლაში შაჰ-სეფი და ისპაჰანში მისი ტახტი დაიკავა... რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია, იმიტომ რომ ერეკლეს არ დაუკავებია ისპაჰანში ტახტი და არც სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი ყოფილა. თუმცა მან ბრძოლაში ირანის ტახტის ორი პრეტენდენტი დაამარცხა და ამას როგორც ჩანს ძალიან დიდი იმედით შეხედა ევროპულმა საზოგადოებამ. 1754 წელს შემდეგ წერენ: ჩვენ გვაცნობეს სპარსეთიდან, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობებმაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, გადაისროლა თავისი ძალები კასპიის ზღვის ნაპირებთან. ხოლო Dublin 1744 year წერს: საქართველო აზიის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც კასპიის ზღვის ნაპირებამდეა გადაჭიმული... - ანუ იმდენად აქტუალური და პოპულარულია ერეკლე მეორე, რომ მის ქვეყანაზეც ლეგენდები დადის. LONDON EVENING POST, 1761 წერს: შაჰ ნადირის სიკვდილის შემდეგ მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი

ჰერაკლიუსი, საქართველოს მოქმედი მმართველი, რომელმაც დიდება იმპერიის სამოქალაქო ომში მოიხვეჭა... ერეკლე მეორე არ იყო სამოქალაქო ომში ჩართული, მაგრამ ვიცით რომ ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს სპარსეთიდან გამოგზავნილ მტერს საქართველოს წინააღმდეგ და ეს მოვლენა როგორც ჩანს ევროპულ პრესაში დიდ გამოხმაურებას პოულობდა... იგივე გაზეთი წერს: ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი - სპარსეთის ახალი დამპყრობელია.

- როგორც ზემოთ გვითხარით, არამარტო ბრიტანული პრესა წერდა ერეკლე მეორეს შესახებ...

- დიახ... ასევე: "სპარსეთიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად, რასაც ასტრახანშიც გვიდასტურებენ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან თავის ძლევამოსილ არმიასთან ერთად უკვე დაიპყრო რამდენიმე ქალაქი და ნახევარი ისპაჰანი" - ჰამბურგი, 1752, 13 მარტი... ეს ინფორმაცია საინტერესოა იმ მხრივ, რომ მეფე ერეკლეს შესახებ არამარტო ინგლისში იციან, არამედ იციან ჰამბურგშიც, ასტრახანშიც, ამსტერდამშიც... მთელი ევროპული საზოგადოება ძალიან დიდი იმედით შეჰყურებდა ერეკლე მეორეს. თავისთავად ცნობებიც ძალიან გაზვიადებულია. იმ ეპოქაში, როდესაც დასავლური ცივილიზაციის ღირებულებები ფაქტიურად გაანადგურა ერთის მხრივ სპარსეთმა და მეორეს მხრივ ოსმალეთმა, (რომელიც ლამის ვენამდე იყო მისული თავის ძლევამოსილებით), ამ დროს გამოჩნდა ქართლ-კახეთის მმართველი, ქრისტიანი მეფე, რომელიც ახერხებს დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნებას და ამ ცივილიზაციისთვის ბრძოლას. სწორედ ამიტომ იყო დიდი იმედით განმსჭვალული ერეკლე მეორეს მიმართ ევროპული საზოგადოება: ამის ერთ-ერთი გამოძახილია 1766 წელს დაბეჭდილი ცნობა: პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან, რომელიც მსახურობდა ლეიტენანტის ხარისხში პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის შეიარაღებულ ძალებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს განმათავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ... მეფე ერეკლეს არასოდეს არ უმსახურია პრუსიის მეფის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ცნობილი სიტყვებია - მსოფლიოს ორი მმართველი ჰყავს, დასავლეთში ეს მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე... მარტო ლეგენდები და გაზვიადებული ცნობები არ არის, აი, ეს უკვე სიმართლეა: ლეგჰორანიდან მოსული პირადი წერილებიდან ჩანს, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან, მოიპოვა სრული გამარჯვება ერზერუმის ფაშის 50 ათას კაციანი არმიის წინააღმდეგ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია