მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"
"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"

ჭყონ­დი­დე­ლი ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე პეტ­რეს (პა­ა­ტა ცა­ა­ვა) დათვს სა­ხე­ლი მას შემ­დეგ გა­უ­ვარ­და, რაც სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში, რაც 75 წლის სე­ნა­კელ­მა პა­ტი­კო გუ­ლორ­და­ვამ დათვსა და სა­კუ­თა­რი 13 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის, დიმა კა­კუ­ლი­ას შო­რის მომ­ხდა­რი "ინ­ცი­დენ­ტის" შე­სა­ხებ პრე­სა­ში გა­ნა­ცხა­და:

"ჩვე­ნი სოფ­ლის ახალ­გაზ­რდე­ბი და მათ შო­რის ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, დიმა კა­კუ­ლია სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში იყ­ვნენ და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. მე­უ­ფე პეტ­რეს რე­ზი­დენ­ცი­ას­თან რომ მი­სუ­ლან, დათ­ვის გა­ლი­ას­თან და­უ­წყი­ათ სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. გა­ლი­ის გი­სო­სე­ბი ისე ყო­ფი­ლა და­შო­რე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან, რომ დათ­ვი ტო­რებს გა­ლი­ის გა­რეთ ჰყოფ­და. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, დიმა რომ დამ­დგა­რა გა­ლი­ას­თან, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დათვმა გა­ლი­ი­დან ტორი გა­მო­ყო, რო­მე­ლიც ბავ­შვს ფეხ­ში გა­მოს­დო და დიმა წა­აქ­ცია. წაქ­ცე­უ­ლი ბავ­შვი დათვმა მარ­ჯვე­ნა ფე­ხით შე­ათ­რია გა­ლი­ის­კენ და მარ­ჯვე­ნა ფეხ­ში ჩა­აფ­რინ­და. ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა რკი­ნის ნა­ჭე­რი დას­ცხო დათვს ცხვირ­ზე და ასე გა­აგ­დე­ბი­ნა მხეცს ბავ­შვის მარ­ჯვე­ნა ფეხი პი­რი­დან. მარ­ტვილ­ში ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად რომ ჩა­ვე­დი, ექიმ­მა მი­ხე­ილ გა­ბი­სო­ნი­ამ მი­თხრა, რომ ეს უკვე მე­ო­თხე შემ­თხვე­ვაა, როცა მე­უ­ფე პეტ­რეს დათვმა ადა­მი­ა­ნი დაგ­ლი­ჯაო".

ამ შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის შემ­დეგ, მურა დათ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, სა­მა­გი­ე­როდ, შე­იც­ვა­ლა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ექი­მის ცხოვ­რე­ბა­ში. ამ უკა­ნას­კნელ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და: "ამ ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბამ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­მაგ­დო, - აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა თე­ბერ­ვალ­ში მოხ­და. ნამ­დვი­ლად ვუმ­კურ­ნა­ლე პა­ცი­ენტს, მაგ­რამ იმის თქმა აზ­რად არ მომ­სვლია, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მე­უ­ფის დათვმა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაგ­ლი­ჯაო. ან სა­ი­დან უნდა მომ­სვლო­და, როცა ასე­თი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა.

- აბა, რამ­დე­ნი დაგ­ლი­ჯა?

- ზო­გა­დად, დათ­ვის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვი დაფ­ლეთ­ვი­თი ჭრი­ლო­ბე­ბის ორი შემ­თხვე­ვა მქონ­და. მათ შო­რის აღ­ნიშ­ნულ პა­ცი­ენ­ტსაც ფეხ­ზე დაფ­ლეთ­ვი­თი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. ორი­ვე შემ­თხვე­ვა იმი­ტომ მოხ­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი დათვს ძა­ლი­ან მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, ისეთ მან­ძილ­ზე, რო­მელ­ზეც ნა­დირ­თან არ შე­იძ­ლე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბა. დათ­ვე­ბი ყველ­გან გა­ლი­ა­ში ჰყავთ, ყველ­გან სა­ში­ში არი­ან, სა­დაც ზო­მა­ზე მე­ტად მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი, შე­საძ­ლოა მსგავ­სი რამ მოხ­დეს. მაგ­რამ ყვე­ლა ადეკ­ვა­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წარ­წე­რა, რომ იქ მი­ახ­ლო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. არც "სალ­ხი­ნო­ე­ლი დათ­ვია" გა­მო­ნაკ­ლი­სი, იქაც ყვე­ლა ეს ატ­რი­ბუ­ტი იყო. ბავ­შვი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნეს, ვუმ­კურ­ნა­ლე და გა­მო­ჯან­მრთელ­და.

- თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ უნდა ჰყავ­დეს მე­უ­ფეს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დათ­ვი?

- ალ­ბათ ამა­ზე ჩემ­ზე უკე­თე­სად მე­უ­ფე გაგ­ცემთ პა­სუხს, მაგ­რამ მე რო­გორც ვიცი, მას ეს დათ­ვი მა­შინ აჩუ­ქეს, როცა პა­ტა­რა და ობო­ლი ბელი იყო.… არა მგო­ნია, ობო­ლი ბე­ლის გაზ­რდა და­ნა­შა­უ­ლი იყოს. ჩემი აზ­რით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უფ­რო­სე­ბი გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, რომ ბავ­შვე­ბი გა­ლი­ას­თან ახ­ლოს არ მი­ვიდ­ნენ"…

გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა, რის შემ­დე­გაც შე­ვე­ცა­დეთ მე­უ­ფე პეტ­რეს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით. თუმ­ცა მის­მა ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა გვი­თხრა, რომ მე­უ­ფე ამ ფაქ­ტზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს:

- მე­უ­ფე თა­ვად ქა­და­გებს მიმ­ტე­ვებ­ლო­ბას და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნულ ამ­ბავ­ზე დავა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"

"მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯა"

ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს (პაატა ცაავა) დათვს სახელი მას შემდეგ გაუვარდა, რაც სოფელ სალხინოში, რაც 75 წლის სენაკელმა პატიკო გულორდავამ დათვსა და საკუთარი 13 წლის შვილიშვილის, დიმა კაკულიას შორის მომხდარი "ინციდენტის" შესახებ პრესაში განაცხადა:

"ჩვენი სოფლის ახალგაზრდები და მათ შორის ჩემი შვილიშვილი, დიმა კაკულია სოფელ სალხინოში იყვნენ დადიანების რეზიდენციის დასათვალიერებლად. მეუფე პეტრეს რეზიდენციასთან რომ მისულან, დათვის გალიასთან დაუწყიათ სურათების გადაღება. გალიის გისოსები ისე ყოფილა დაშორებული ერთმანეთთან, რომ დათვი ტორებს გალიის გარეთ ჰყოფდა. ჩემი შვილიშვილი, დიმა რომ დამდგარა გალიასთან, მოულოდნელად დათვმა გალიიდან ტორი გამოყო, რომელიც ბავშვს ფეხში გამოსდო და დიმა წააქცია. წაქცეული ბავშვი დათვმა მარჯვენა ფეხით შეათრია გალიისკენ და მარჯვენა ფეხში ჩააფრინდა. ერთ-ერთმა მეზობელმა რკინის ნაჭერი დასცხო დათვს ცხვირზე და ასე გააგდებინა მხეცს ბავშვის მარჯვენა ფეხი პირიდან. მარტვილში ბავშვის სანახავად რომ ჩავედი, ექიმმა მიხეილ გაბისონიამ მითხრა, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯაო".

ამ შემზარავი ამბის შემდეგ, მურა დათვის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, შეიცვალა დასახელებული ექიმის ცხოვრებაში. ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: "ამ ადამიანის განცხადებამ უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო, - აღნიშნული შემთხვევა თებერვალში მოხდა. ნამდვილად ვუმკურნალე პაციენტს, მაგრამ იმის თქმა აზრად არ მომსვლია, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მეუფის დათვმა ოთხი ადამიანი დაგლიჯაო. ან საიდან უნდა მომსვლოდა, როცა ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

- აბა, რამდენი დაგლიჯა?

- ზოგადად, დათვის მიერ ადგილობრივი დაფლეთვითი ჭრილობების ორი შემთხვევა მქონდა. მათ შორის აღნიშნულ პაციენტსაც ფეხზე დაფლეთვითი ჭრილობა ჰქონდა. ორივე შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ პაციენტები დათვს ძალიან მიუახლოვდნენ, ისეთ მანძილზე, რომელზეც ნადირთან არ შეიძლება მიახლოება. დათვები ყველგან გალიაში ჰყავთ, ყველგან საშიში არიან, სადაც ზომაზე მეტად მიუახლოვდები, შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. მაგრამ ყველა ადეკვატურ სიტუაციაში არის გამაფრთხილებელი წარწერა, რომ იქ მიახლოება არ შეიძლება. არც "სალხინოელი დათვია" გამონაკლისი, იქაც ყველა ეს ატრიბუტი იყო. ბავშვი სამღვდელოების წარმომადგენლებმა მოიყვანეს, ვუმკურნალე და გამოჯანმრთელდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ჰყავდეს მეუფეს რეზიდენციაში დათვი?

- ალბათ ამაზე ჩემზე უკეთესად მეუფე გაგცემთ პასუხს, მაგრამ მე როგორც ვიცი, მას ეს დათვი მაშინ აჩუქეს, როცა პატარა და ობოლი ბელი იყო.… არა მგონია, ობოლი ბელის გაზრდა დანაშაული იყოს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება, თუ მსგავს სიტუაციაში უფროსები გაამახვილებენ ყურადღებას, რომ ბავშვები გალიასთან ახლოს არ მივიდნენ"…

განაცხადა ექიმმა, რის შემდეგაც შევეცადეთ მეუფე პეტრეს დავკავშირებოდით. თუმცა მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გვითხრა, რომ მეუფე ამ ფაქტზე კომენტარს არ გააკეთებს:

- მეუფე თავად ქადაგებს მიმტევებლობას და შემწყნარებლობას, ამიტომაც აღნიშნულ ამბავზე დავა მისთვის მიუღებელია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია