ფლორიდელმა მამაკაცმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებამდე, შვილი და ექვსი შვილიშვილი მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას კრიმინალური წარსული ჰქონდა და რამდენიმე წლის წინ, საკუთარი 9 წლის ვაჟი შემთხვევით, ნადირობის დროს შემოაკვდა. უბედური შემთხვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარ იარაღს წმენდდა. იარაღმა შემთხვევით გაისროლა და მის შვილს თავში მოხვდა. ბიჭუნა ადგილზევე გარდაიცვალა.
ამჟამინდელ ტრაგედიას 28 წლის სარა ლორეინ სფირითი, 11 წლის კალებ კულმანი, 9 წლის კაილი კულმანი, 5 წლის დესტინი სტუარტი, 8 წლის ჯონათან კულმანი, 4 წლის ბრენდონ სტიუარტი და და ივნისში დაბადებული ალანა სტიუარტი ემსხვერპლნენ.
1990-1996 წლებში, 51 წლის დონალდ სფირითი სხვადასხვა დანაშაულების გამო, 7-ჯერ იყო ნასამართლევი.
მომზადებულია www.miamiherald.com-ის მიხედვით