პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები
ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო მომ­დევ­ნო კვი­რი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ხმა­უ­რის­თვის ჯა­რი­მის შე­მო­ღე­ბის სა­კი­თხზე და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას. სა­უ­ბა­რია რეს­ტორ­ნებ­ში, კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­ში ხმა­მა­ღალ მუ­სი­კა­სა და ხმა­ურ­ზე. აკ­რძალ­ვა შე­საძ­ლოა და­წეს­დეს ასე­ვე ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის გაშ­ვე­ბა­ზეც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლია, რო­მელ­საც ambebi.ge ესა­უბ­რა.

- რამ გა­ნი­პი­რო­ბა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ხმა­ურ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა?

- აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მუ­შა­ო­ბა 2 დღის წინ და­ი­წყო ურ­ბა­ნულ და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ამ. ჩემი საკ­რე­ბუ­ლო­ში მოს­ვლის დღი­დან არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ვი­და პი­რა­დად ჩემს სა­ხელ­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვ­და ხმა­უ­რის აღ­კვე­თას, რად­გან ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან რეს­ტორ­ნე­ბი­დან, ბა­რე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი ხმა­უ­რით, ასე­ვე შუ­ა­ღა­მეს გაშ­ვე­ბუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის, მო­ტო­ციკ­ლე­ბი­სა და მა­ყუ­ჩის გა­რე­შე მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბის ხმა­უ­რით. ამ ყვე­ლა­ფე­რის გამო, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ვიმ­სჯე­ლოთ ამ სა­კი­თხზე.

- რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი დღემ­დე?

- არ­სე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ის 2001 წელს მი­ღე­ბუ­ლი და 2004 წელს კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბაა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ მას­ში არა­ნა­ირ სან­ქცი­ებ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. შე­წუ­ხე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ, ისი­ნი კი მხრებს აი­ჩე­ჩავ­დნენ და მი­დი­ოდ­ნენ. ამას ჭირ­დე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა, ღამე მშვი­დად ეძი­ნოთ. 11:00-დან დი­ლის 7 სა­ა­თამ­დე უნდა აიკ­რძა­ლოს ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კა და სა­ერ­თოდ ხმა­უ­რი. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს პრო­ექ­ტი. რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ ზე­დამ­ხე­დე­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით გა­ზო­მავს ხმა­ურს და თუ ხმა­უ­რის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­დე­ბა, სო­ლი­დურ ჯა­რი­მას გა­მო­წე­რენ. 11:00 სა­ა­თამ­დე, ვი­საც უნდა, იხ­მა­უ­რებს. კა­ფე­ე­ბი­სა და ბა­რე­ბის მფლო­ბე­ლებს ექ­ნე­ბათ ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა 11:00 სა­ა­თამ­დე, ან კე­თი­ლი ინე­ბონ და ხმის იზო­ლა­ცია მო­ახ­დი­ნონ. მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ებ­ში, ტე­ლევ­ზი­ებ­ში კედ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით ფუ­თა­ვენ, შიგ­ნით რაც არ უნდა იხ­მა­უ­რო, გა­რეთ ხმა არ გა­მო­დის. ან ხმის იზო­ლა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნონ ან 11:00 სა­ათ­ზე და­ამ­თავ­რონ კონ­ცერ­ტი.

- კი­დევ რა სა­ხის ხმა­ურ­ზე იქ­ნე­ბა ჯა­რი­მე­ბი?

- ნე­ბის­მი­ე­რი ხმა­უ­რი უნდა გა­ი­ზო­მოს. იქ­ნე­ბა ეს უა­ბან­ში ხმა­უ­რი, თუ ბარ-რეს­ტორ­ნე­ბის ხმა­უ­რი. თუ ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი­მე "პა­ვა­რო­ტი" ზის და რამ­დე­ნი­მე "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეც" მი­უჯ­და, და­ი­წყეს ხალ­ხის შე­წუ­ხე­ბა, მა­თაც გა­უ­ზო­მა­ვენ ხმას და 41 დე­ცი­ბელ­ზე მეტი თუ ექ­ნე­ბათ, მა­თაც და­ა­ჯა­რი­მე­ბენ. ცალ­კე და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის შე­დე­გად წარ­მოქ­ნი­ლი ხმა­უ­რი. უამ­რავ ად­გი­ლას მი­დის მშნე­ბე­ლო­ბა და ბო­ძე­ბის ჩას­მა ღამე - ესეც უნდა გა­ი­ზო­მოს... ასე­ვე უნდა გა­ი­ზო­მოს მო­ტო­ციკ­ლე­ბის ხმუ­რი, ფო­ი­ერ­ვერ­კებ­ზეც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ის და­წე­სე­ბა. ჩვენ არ გვქონ­და სა­ერ­თოდ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ბაზა, ამი­ტომ ვნა­ხავთ ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა. მე ვიცი, რომ სპე­ცი­ა­ლურ ნე­ბარ­თვებს იღე­ბენ.

- და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლია თუ არა სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი და თუ არის მი­ახ­ლო­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა?

- ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მე­ბის მომ­ხრე ვარ. მე პი­რა­დად ვემ­ხრო­ბი, რომ მი­ნი­მუმ იყოს 1000 ლარი ჯა­რი­მა. გო­მის ქუ­ჩა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას ვე­ლა­პა­რა­კე, უკვე მე­ო­რე წე­ლია ამ ხალ­ხს არ სძი­ნავს. წინ არის თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ღა­მის კლუ­ბი და დღე­და­ღა­მე უკ­რა­ვენ იქ მუ­სი­კას, დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე ზის ეს ხალ­ხი, არის და­ნერ­ვო­ზე­ბუ­ლი და დას­ტრე­სი­ლი, იგი­ვე ხდე­ბა ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე. ვი­ღა­ცას რომ ბარი აქვს და ღამე უნდა დახ­ტა­დუ­ბა­რა რა­ღა­ცე­ბი და­უკ­რას, ამი­ტომ მე რა და­ვა­შა­ვე, ხომ არ უნდა გავ­ყი­დო სახ­ლი და გა­და­ვი­დე იმის გამო, რომ იქ ვი­ღაც უტიფ­რე­ბი არი­ან. 23:00 სა­ა­თამ­დე რაც უნ­დათ ის ქნან. 11:00-ის მერე კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და მი­ვეჩ­ვი­ოთ ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას.

თეა ბი­თა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები

ღამის საათებში ხმაურისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით? - ახალი რეგულაციის დეტალები

თბილისის საკრებულო მომდევნო კვირიდან საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურისთვის ჯარიმის შემოღების საკითხზე დაიწყებს მუშაობას. საუბარია რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში ხმამაღალ მუსიკასა და ხმაურზე. აკრძალვა შესაძლოა დაწესდეს ასევე ფოიერვერკების გაშვებაზეც. აღნიშნული ინიციატივის ავტორი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც ambebi.ge ესაუბრა.

- რამ განიპირობა ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციების შემოღება?

- აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა 2 დღის წინ დაიწყო ურბანულ და იურიდიულ საკითხთა კომისიამ. ჩემი საკრებულოში მოსვლის დღიდან არაერთი განცხადება შემოვიდა პირადად ჩემს სახელზე, სადაც მოსახლეობა ითხოვდა ხმაურის აღკვეთას, რადგან ძალიან შეწუხებულები არიან რესტორნებიდან, ბარებიდან მომავალი ხმაურით, ასევე შუაღამეს გაშვებული ფოიერვერკების, მოტოციკლებისა და მაყუჩის გარეშე მავალი მანქანების ხმაურით. ამ ყველაფერის გამო, გადავწყვიტეთ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.

- როგორ რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი დღემდე?

- არსებული დებულების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის 2001 წელს მიღებული და 2004 წელს კორექტირებული დებულებაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მასში არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი. შეწუხებული მოქალაქეები ზედამხედველობისა და პატრულის თანამშრომლებს გამოიძახებდნენ, ისინი კი მხრებს აიჩეჩავდნენ და მიდიოდნენ. ამას ჭირდება დარეგულირება, რადგან ადამიანებს აქვთ უფლება, ღამე მშვიდად ეძინოთ. 11:00-დან დილის 7 საათამდე უნდა აიკრძალოს ხმამაღალი მუსიკა და საერთოდ ხმაური. ამას ემსახურება ეს პროექტი. რეგულაციის შემოღების შემდეგ, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეები გამოიძახებენ ზედამხედეველობის სამსახურს, რომელიც სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურს და თუ ხმაურის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება, სოლიდურ ჯარიმას გამოწერენ. 11:00 საათამდე, ვისაც უნდა, იხმაურებს. კაფეებისა და ბარების მფლობელებს ექნებათ ცოცხალი მუსიკა 11:00 საათამდე, ან კეთილი ინებონ და ხმის იზოლაცია მოახდინონ. მუსიკალურ სტუდიებში, ტელევზიებში კედლებს სპეციალური მასალით ფუთავენ, შიგნით რაც არ უნდა იხმაურო, გარეთ ხმა არ გამოდის. ან ხმის იზოლაციაზე იზრუნონ ან 11:00 საათზე დაამთავრონ კონცერტი.

- კიდევ რა სახის ხმაურზე იქნება ჯარიმები?

- ნებისმიერი ხმაური უნდა გაიზომოს. იქნება ეს უაბანში ხმაური, თუ ბარ-რესტორნების ხმაური. თუ ქუჩაში რამდენიმე "პავაროტი" ზის და რამდენიმე "პაატა ბურჭულაძეც" მიუჯდა, დაიწყეს ხალხის შეწუხება, მათაც გაუზომავენ ხმას და 41 დეციბელზე მეტი თუ ექნებათ, მათაც დააჯარიმებენ. ცალკე დასარეგულირებელია მშენებლობის პროცესის შედეგად წარმოქნილი ხმაური. უამრავ ადგილას მიდის მშნებელობა და ბოძების ჩასმა ღამე - ესეც უნდა გაიზომოს... ასევე უნდა გაიზომოს მოტოციკლების ხმური, ფოიერვერკებზეც აუცილებელია რეგულაციის დაწესება. ჩვენ არ გვქონდა საერთოდ მარეგულირებელი ბაზა, ამიტომ ვნახავთ ევროპულ ქალაქებში როგორ რეგულირდება. მე ვიცი, რომ სპეციალურ ნებართვებს იღებენ.

- დაკონკრეტებულია თუ არა სანქციების საკითხი და თუ არის მიახლოებით დადგენილი ჯარიმების ოდენობა?

- ძალიან სოლიდური ჯარიმების მომხრე ვარ. მე პირადად ვემხრობი, რომ მინიმუმ იყოს 1000 ლარი ჯარიმა. გომის ქუჩაზე მოსახლეობას ველაპარაკე, უკვე მეორე წელია ამ ხალხს არ სძინავს. წინ არის თინეიჯერული ღამის კლუბი და დღედაღამე უკრავენ იქ მუსიკას, დილის 6 საათამდე ზის ეს ხალხი, არის დანერვოზებული და დასტრესილი, იგივე ხდება ტაბიძის ქუჩაზე, ქიაჩელის ქუჩაზე. ვიღაცას რომ ბარი აქვს და ღამე უნდა დახტადუბარა რაღაცები დაუკრას, ამიტომ მე რა დავაშავე, ხომ არ უნდა გავყიდო სახლი და გადავიდე იმის გამო, რომ იქ ვიღაც უტიფრები არიან. 23:00 საათამდე რაც უნდათ ის ქნან. 11:00-ის მერე კეთილი ვინებოთ და მივეჩვიოთ ერთმანეთის პატივისცემას.

თეა ბითაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ