პოპულარული მომღერალი, ლედი გაგა ათენში თითქმის შიშველი ჩავიდა. 28 წლის ეპატაჟური მომღერალი თვითმფრინავის ტრაპზე, შეიძლება ითქვას, შიშველი დაეშვა. მომღერალს მკერდს ნიჟარების ფორმის ბუსტჰალტერი უფარავდა, თეძოებზე გამჭვირვალე მოსახვევი ჰქონდა მოხვეული და ფეხზე მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელი ემოსა. ლედი გაგა ორმა გიგანტურმა მცველმა, აპლოდისმენტების თანხლებით, სასტუმრო "გრანდ ბრეტალში" გადაიყვანა.