პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ
	 რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ

ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "ნა­ნუ­კას შოუს" პრო­დი­უ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე "იმედ­ზე" გა­და­ვი­და. ინგა გრი­გო­ლი­ას ყო­ფილ­მა პრო­დი­უ­სერ­მა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა "ნა­ნუ­კას შო­უ­ში". ახლა ამ­ბობს, რომ თავი ამო­წუ­რა და ახა­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა უნდა. რას გვიმ­ზა­დებს გა­მოც­დი­ლი პრო­დი­უ­სე­რი გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერ­თად და რა მი­ზე­ზე­ბის გამო და­ტო­ვა მა­ი­ამ მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- მაია, "ნა­ნუ­კას შოუ" სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვე, რო­გორც ნა­ნუ­კამ თქვა - მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო, მხო­ლოდ ეს იყო მი­ზე­ზი?

- არა­მარ­ტო. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრა, რომ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ჩემი თავი ამოვ­წუ­რე. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც საქ­მის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. "ნა­ნუ­კას შოუ" ჩემი მე­ო­თხე შვი­ლია. ჩემი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლიც ხუთი წლი­საა. ნა­ნუ­კას­თა­ნაც ზუს­ტად ეს პე­რი­ო­დი ვი­მუ­შა­ვე. ასე რომ, ეს შოუც და თვი­თონ ნა­ნუ­კაც შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. შვი­ლით რომ ამა­ყობ და ტრა­ბა­ხობ, ზუს­ტად ისე ვტრა­ბა­ხობ­დი ამ შო­უ­თიც და მისი წამ­ყვა­ნი­თაც.

- თუმ­ცა იყო შო­უ­ე­ბი, რო­მელ­საც კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე. ამ დროს ალ­ბათ ნა­ნუ­კა­საც არ ჰქონ­და კარ­გი გან­წყო­ბა...

- დიდი ხა­ნია, პრო­დი­უ­სე­რი ვარ, მი­მუ­შა­ვია ინგა გრი­გო­ლი­ას­თან და მივ­ხვდი, რომ თუ ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მომ­თხოვ­ნი არ არის და პა­ტარ-პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვუ­რი თვი­სე­ბე­ბიც არ აქვს ხა­სი­ათ­ში, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს. უჩხუ­ბია კი­დეც ნა­ნუ­კას, უჯა­ჯღა­ნია კი­დეც, ორი­ვე ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვართ, ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც გვი­ჯა­ჯღა­ნია, მაგ­რამ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნი პრო­ცე­სია. ახლა, რაც დრო გა­დის, ის ცუდი მო­მენ­ტე­ბი, გუ­ლის­წყვე­ტა აღარც მახ­სოვს. მას მერე, რაც და­ვის­ვე­ნე, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე, არა­ფე­რიც აღარ მახ­სოვს. ბოლო სე­ზონ­ზე თავს ვა­ტყობ­დი, რომ ვე­ღარ ვი­ღებ­დი სი­ა­მოვ­ნე­ბას, ძა­ლით ვა­კე­თებ­დი საქ­მეს. ეს დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვინც მიც­ნობს, და­მე­თან­ხმე­ბა, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ. როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, არ მომ­წონს, არ მინ­და, გული გა­მი­ბო­როტ­დეს, ცუდი ემო­ცი­ე­ბით ვიყო დატ­ვირ­თუ­ლი. ამი­ტომ, რომ და­ვი­ნა­ხე, და­დე­ბითს ჩემ­ში უარ­ყო­ფი­თი მი­ფა­რავ­და, წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მერ­ჩივ­ნა, ნა­ნუ­კა, რო­გორც მე­გო­ბა­რი, შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და სხვა საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. ამ დე­და­მი­წა­ზე იმ­დე­ნი საქ­მეა სა­კე­თე­ბე­ლი...

- და­უ­წუ­წუ­ნია ნა­ნუ­კას შენ­თან, რომ გა­და­ცე­მა აღარ იყო ისე­თი, რო­გო­რიც ადრე და რომ შენი თავი ამო­წუ­რე?

- ჩემ­თვის ხელი არას­დროს და­უ­დია, თუ გა­და­ცე­მა არ გა­მო­სუ­ლა ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლას გვინ­დო­და. ტრა­ბახ­ში არ მინ­და ჩა­მეთ­ვა­ლოს, მარ­ტო ხომ არ ვა­კე­თებ­დი გა­და­ცე­მას, მთე­ლი გუნ­დი ვი­ყა­ვით და სულ ვცდი­ლობ­დით, არ გავ­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. მეტ-ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ­დით.

- მაია, ჯერ ნა­ნუ­კას­გან წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე და მერე შე­მოგ­თა­ვა­ზეს სამ­სა­ხუ­რი "იმედ­ში"?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მი­მი­ღია. მქონ­და ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს შევ­თა­ვა­ზე. იმე­დი მაქვს, ეს პრო­ექ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გი­ორ­გიმ მი­თხრა, კარ­გი პრო­ექ­ტია, მაგ­რამ ეს მო­მავ­ლის­თვის შე­ი­ნა­ხე და ახლა გია ჯა­ჯა­ნი­ძის შო­უ­ზე დაგ­ვეხ­მა­რეო. გია ჯა­ჯა­ნი­ძეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვიც­ნობ, უარს არაფ­რით ვი­ტყო­დი. ამ დროს ნა­ნუ­კას­თვის უკვე ნათ­ქვა­მი მქონ­და, რომ პრო­ექ­ტი­დან წა­ვე­დი.

- რო­გორ შეხ­ვდა ნა­ნუ­კა შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- გული დას­წყდა, ისე­ვე, რო­გორც მე. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, სა­ნამ ამას ვე­ტყო­დი. ნა­ნუ­კა რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩემი უფ­რო­სი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უფ­რო­სი, პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და, არ მინ­დო­და, ნა­ნუ­კას, რო­გორც მე­გო­ბარს, რამე სწყე­ნო­და ჩემ­გან. მას ჩემი ცხოვ­რე­ბის იმ­დე­ნად ბევ­რი და­დე­ბი­თი ემო­ცია უკავ­შირ­დე­ბა, ჩემ­გან წყე­ნას ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და. მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ი­გო.

- იმა­ვე არხზე რა­ტომ არ დარ­ჩი?

- მო­რა­ლუ­რად არ ვიქ­ნებ­დი მარ­თა­ლი. სად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მა­ი­ას­თან? მარ­თა­ლი უნდა ვიყო სა­კუ­თარ თავ­თან, ჩემს სინ­დის­სა და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ისიც, მისი მე­უღ­ლეც, შვი­ლე­ბიც, მშობ­ლე­ბიც, მთე­ლი მისი ოჯა­ხი მიყ­ვარს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ

	 რატომ დატოვა ''ნანუკას შოუ'' მაია სტეფნაძემ

ახალი სეზონიდან ''ნანუკას შოუს'' პროდიუსერი მაია სტეფნაძე ''იმედზე'' გადავიდა. ინგა გრიგოლიას ყოფილმა პროდიუსერმა 5 წლის განმავლობაში იმუშავა ''ნანუკას შოუში''. ახლა ამბობს, რომ თავი ამოწურა და ახალი საქმის გაკეთება უნდა. რას გვიმზადებს გამოცდილი პროდიუსერი გია ჯაჯანიძესთან ერთად და რა მიზეზების გამო დატოვა მაიამ მეგობარი ჟურნალისტი, თავად გიამბობთ.

- მაია, ''ნანუკას შოუ'' საკუთარი სურვილით დატოვე, როგორც ნანუკამ თქვა - მეტი ანაზღაურების გამო, მხოლოდ ეს იყო მიზეზი?

- არამარტო. თამამად შემიძლია გითხრა, რომ ''ნანუკას შოუში'' ჩემი თავი ამოვწურე. მე ვარ ადამიანი, რომელიც საქმისგან სიამოვნებას იღებს. ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ''ნანუკას შოუ'' ჩემი მეოთხე შვილია. ჩემი უმცროსი ქალიშვილიც ხუთი წლისაა. ნანუკასთანაც ზუსტად ეს პერიოდი ვიმუშავე. ასე რომ, ეს შოუც და თვითონ ნანუკაც შვილივით მიყვარს. შვილით რომ ამაყობ და ტრაბახობ, ზუსტად ისე ვტრაბახობდი ამ შოუთიც და მისი წამყვანითაც.

- თუმცა იყო შოუები, რომელსაც კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. ამ დროს ალბათ ნანუკასაც არ ჰქონდა კარგი განწყობა...

- დიდი ხანია, პროდიუსერი ვარ, მიმუშავია ინგა გრიგოლიასთან და მივხვდი, რომ თუ ადამიანი გარკვეული დოზით მომთხოვნი არ არის და პატარ-პატარა ვარსკვლავური თვისებებიც არ აქვს ხასიათში, წარმატებას ვერ მიაღწევს. უჩხუბია კიდეც ნანუკას, უჯაჯღანია კიდეც, ორივე ემოციური ადამიანი ვართ, ერთმანეთთანაც გვიჯაჯღანია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საქმიანი პროცესია. ახლა, რაც დრო გადის, ის ცუდი მომენტები, გულისწყვეტა აღარც მახსოვს. მას მერე, რაც დავისვენე, რაღაცები გადავაფასე, არაფერიც აღარ მახსოვს. ბოლო სეზონზე თავს ვატყობდი, რომ ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას, ძალით ვაკეთებდი საქმეს. ეს დისკომფორტს მიქმნიდა. ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ, ვინც მიცნობს, დამეთანხმება, სულ კარგ ხასიათზე ვარ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, არ მომწონს, არ მინდა, გული გამიბოროტდეს, ცუდი ემოციებით ვიყო დატვირთული. ამიტომ, რომ დავინახე, დადებითს ჩემში უარყოფითი მიფარავდა, წამოსვლა გადავწყვიტე. მერჩივნა, ნანუკა, როგორც მეგობარი, შემენარჩუნებინა და სხვა საქმე მეკეთებინა. ამ დედამიწაზე იმდენი საქმეა საკეთებელი...

- დაუწუწუნია ნანუკას შენთან, რომ გადაცემა აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე და რომ შენი თავი ამოწურე?

- ჩემთვის ხელი არასდროს დაუდია, თუ გადაცემა არ გამოსულა ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა. ტრაბახში არ მინდა ჩამეთვალოს, მარტო ხომ არ ვაკეთებდი გადაცემას, მთელი გუნდი ვიყავით და სულ ვცდილობდით, არ გავმეორებულიყავით. მეტ-ნაკლებად ვახერხებდით.

- მაია, ჯერ ნანუკასგან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღე და მერე შემოგთავაზეს სამსახური ''იმედში''?

- შემოთავაზება არ მიმიღია. მქონდა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც გიორგი ბახტაძეს შევთავაზე. იმედი მაქვს, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. გიორგიმ მითხრა, კარგი პროექტია, მაგრამ ეს მომავლისთვის შეინახე და ახლა გია ჯაჯანიძის შოუზე დაგვეხმარეო. გია ჯაჯანიძეს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, უარს არაფრით ვიტყოდი. ამ დროს ნანუკასთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ პროექტიდან წავედი.

- როგორ შეხვდა ნანუკა შენს გადაწყვეტილებას?

- გული დასწყდა, ისევე, როგორც მე. ძალიან ბევრი ვინერვიულე, სანამ ამას ვეტყოდი. ნანუკა რომ ყოფილიყო ჩემი უფროსი, ჩვეულებრივი უფროსი, პრობლემა არ იქნებოდა, არ მინდოდა, ნანუკას, როგორც მეგობარს, რამე სწყენოდა ჩემგან. მას ჩემი ცხოვრების იმდენად ბევრი დადებითი ემოცია უკავშირდება, ჩემგან წყენას ნამდვილად არ იმსახურებდა. მიხარია, რომ ყველაფერი სწორად გაიგო.

- იმავე არხზე რატომ არ დარჩი?

- მორალურად არ ვიქნებდი მართალი. სად გადავსულიყავი, მაიასთან? მართალი უნდა ვიყო საკუთარ თავთან, ჩემს სინდისსა და იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს. ნანუკა ძალიან მიყვარს, ისიც, მისი მეუღლეც, შვილებიც, მშობლებიც, მთელი მისი ოჯახი მიყვარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება