პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან
ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან

პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რის ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტიც მი­ა­ტო­ვა და თა­ვად ქუ­თა­ი­სიც.

"ქუ­თა­ი­სი თქვენ­თვის გახ­და გერი. პარ­ლა­მენ­ტის გა­რეთ რომ გა­ვი­დეთ, ამას კარ­გად და­ვი­ნა­ხავთ. ბუ­კო­ლი­კუ­რი იდი­ლია შექ­მე­ნით: ზა­ფხულ­ში თი­ვის ზვი­ნე­ბი, ძრო­ხე­ბის ბღა­ვი­ლი, ცხე­ნე­ბის ჭიხ­ვი­ნი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ავ­ტო­სად­გო­მე­ბი. აი ეს არის სახე, რო­მე­ლიც თქვენ ქუ­თა­ისს გა­და­უ­წყვი­ტეთ. პარ­ლა­მენ­ტიც და ქუ­თა­ი­სიც უპატ­რო­ნოდ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ბიზ­ნე­სიც აღარ მო­დის ქუ­თა­ი­სის­კენ, რად­გან არ იცის, იქ­ნე­ბა თუ არა ამ ქა­ლაქ­ში პარ­ლა­მენ­ტი და სხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტი იხი­ლავს დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ონ 155.6 ათა­სი ლარი ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის ავ­ტო­პარ­კინ­გის­თვის, ავ­ტო­სად­გო­მის ფართს შე­ი­ძენს. სა­უ­ბა­რია პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის ფა­რე­ხის ნა­წი­ლის შეს­ყიდ­ვა­ზე. თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის­თვის ავ­ტო­ფა­რე­ხის შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის­თვის. რო­გორც პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ით­ქვა, მან­ქა­ნე­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად ფული არ უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს იქ, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ არის.

ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან

ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქუთაისში პარლამენტიც მიატოვა და თავად ქუთაისიც.

"ქუთაისი თქვენთვის გახდა გერი. პარლამენტის გარეთ რომ გავიდეთ, ამას კარგად დავინახავთ. ბუკოლიკური იდილია შექმენით: ზაფხულში თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, გაფუჭებული ავტოსადგომები. აი ეს არის სახე, რომელიც თქვენ ქუთაისს გადაუწყვიტეთ. პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი იხილავს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება. აღნიშნული თანხით ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის ავტოპარკინგისთვის, ავტოსადგომის ფართს შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახლად აშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე. თბილისში პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის. როგორც პლენარულ სხდომაზე ითქვა, მანქანების დასაყენებლად ფული არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი არ არის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა