ხარაგაულის რაიონის სოფელ პატარა სახვლარში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში ელექტროენერგია არასოდეს ყოფილა. სოფელს ამ დრომდე 5 ოჯახი შემორჩა და მათთვის ყველაზე საჭირო ნივთები: ნახშირის უთო, ლამფა და რადიოა.
"პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილები ვართ. ნახშირის უთოთი ვაუთოვებთ ტანსაცმელს. ტელევიზორისათვის უკვე რამდენიმე ათეული წელია აღარ მიყურებია. ამ სოფელში რომ ამოხვიდე, 5 კმ ფეხით უნდა იარო. დახმარებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ანთებულ ნათურაზე ოცნებობდე",- აცხადებს ნინელი ტაბატაძე.