პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის თანამდებობა დატოვა.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში განმარტავენ, ღარიბაშვილის ადგილი მერაბ მაძღარაშვილმა დაიკავა. მანამდე ის ამავე ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა.
შეგახსენებთ, ტარიელ ღარიბაშვილი ამ თანამდებობას "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც, 2011 წლის ოქტომბრამდეც იკავებდა.