Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს
პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს

პარ­ლა­მენ­ტი, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან ავ­ტო­პარ­კინ­გის მო­წყო­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­სად­გო­მის ფართს 1 მი­ლი­ონ 155.6 ათასს ლა­რად შე­ი­ძენს. სა­უ­ბა­რია პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის ფა­რე­ხის ნა­წი­ლის შეს­ყიდ­ვა­ზე. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა 2014 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში პარ­ლა­მენ­ტის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბის 1 მი­ლი­ონ 155.6 ათა­სი ლა­რით შემ­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა და შეს­ყიდ­ვას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმით, შე­თან­ხმე­ბა პარ­ლა­მენ­ტსა და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას­თან ჯერ კი­დევ წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბობ­და. მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­ფა­რე­ბის შეს­ყიდ­ვის პი­რო­ბე­ბი, ხელ­საყ­რე­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს თბი­ლის­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც გა­ჩერ­დე­ბა მან­ქა­ნა. იცით იქ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა - არის სკო­ლა, და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ან თა­ნა­მაშ­რო­მელ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­როს. ჯერ კი­დევ წინა პარ­ლა­მენტს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი ჰქონ­და იმ მშე­ნებ­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ შე­თან­ხე­ბით აღე­ბუ­ლი იყო ვალ­დე­ბუ­ლა, რომ შე­ნო­ბის ფა­რე­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი პარ­ლა­მენტს ან იჯა­რით, ან იჯა­რა-გა­მოს­ყიდ­ვით გა­დას­ცე­მო­და. როცა პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ობს თბი­ლის­ში, ისე­ვე რო­გორც ქუ­თა­ის­ში, ცხა­დია არის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რონ. ამი­ტომ მი­ღე­ბუ­ლია გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა: - რად­გან არ­სე­ბობ­და წინა პარ­ლა­მენ­ტის მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მი­სა­ღე­ბი ფასი, სა­სურ­ვე­ლია იყოს შეს­ყიდ­ვა და პარ­ლა­მენ­ტმა ყო­ველ­წლი­უ­რად იჯა­რის თან­ხე­ბი არ იხა­დოს. ამი­ტომ შეს­ყიდ­ვა მოხ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ. ეს თან­ხა გა­და­ე­ცე­მა ცენ­ტრა­ლურ ბი­უ­ჯეტს და რო­დე­საც შე­ის­ყი­დი­ან, შეს­ყი­დუ­ლი ქო­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ბა­ლანსზე გად­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა.

თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის­თვის ავ­ტო­ფა­რე­ხის შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის­თვის. რო­გორც პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ით­ქვა, მან­ქა­ნე­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად ფული არ უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს იქ, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ არის. სა­კი­თხი დე­ბა­ტე­ბის სა­გა­ნია პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს

პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს

პარლამენტი, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ავტოპარკინგის მოწყობის მიზნით, ავტოსადგომის ფართს 1 მილიონ 155.6 ათასს ლარად შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახლადაშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის 1 მილიონ 155.6 ათასი ლარით შემცირების გადაწყვეტილება. აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება და შესყიდვას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.

აღნიშნულ თემაზე განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა გააკეთა, რომლის თქმით, შეთანხმება პარლამენტსა და სამშენებლო კომპანიასთან ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში არსებობდა. მისივე თქმით, ავტოფარების შესყიდვის პირობები, ხელსაყრელია.

"საქართველოს პარლამენტს თბილისში ესაჭიროება ადგილები, სადაც გაჩერდება მანქანა. იცით იქ რა მდგომარეობაა - არის სკოლა, დასახლებული ადგილი და შეუძლებელია პარლამენტის წევრმა ან თანამაშრომელმა მანქანა გააჩეროს. ჯერ კიდევ წინა პარლამენტს ხელშეკრულება დადებული ჰქონდა იმ მშენებლობასთან, რომელიც პარლამენტის გვერდით მიმდინარეობდა. ამ შეთანხებით აღებული იყო ვალდებულა, რომ შენობის ფარეხის გარკვეული ნაწილი პარლამენტს ან იჯარით, ან იჯარა-გამოსყიდვით გადასცემოდა. როცა პარლამენტი მუშაობს თბილისში, ისევე როგორც ქუთაისში, ცხადია არის საჭიროება, რომ პარლამენტის წევრებმა მანქანა გააჩერონ. ამიტომ მიღებულია გადაწვეტილება: - რადგან არსებობდა წინა პარლამენტის მიერ აღებული ვალდებულება და შემოთავაზებულია ძალიან მისაღები ფასი, სასურველია იყოს შესყიდვა და პარლამენტმა ყოველწლიურად იჯარის თანხები არ იხადოს. ამიტომ შესყიდვა მოხდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ეს თანხა გადაეცემა ცენტრალურ ბიუჯეტს და როდესაც შეისყიდიან, შესყიდული ქონება პარლამენტის ბალანსზე გადმოვა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

თბილისში, პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის. როგორც პლენარულ სხდომაზე ითქვა, მანქანების დასაყენებლად ფული არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი არ არის. საკითხი დებატების საგანია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა