ბორტგამცილებელმა უარი თქვა ავტომატიზირებული დეფიბრილატორის გამოყენებაზე, რათა მამაკაცი სიკვდილისგან ეხსნა. მიზეზად კი, მისი ჭარბთმიანობა დაასახელა. 62 წლის ჯეკ ჯორდანს თვითმფრინავში გულის შეტევა დაემართა, მის გადარჩენას მედდა და ფიზიოთერაპევტი ცდილობდნენ. თუმცა, ამაოდ, ერთადერთი გამოსავალი დეფიბრილატორის გამოყენება იყო, რომელზეც ბორტგამცილებელმა კატეგორიული უარი განაცხადა. საკუთარი ქცევა ქალმა იმით ახსნა, რომ მამაკაცი ჭარბთმიანი იყო.
"მსგავსი სიტუაციების დროს, პირველი, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს დეფიბრილატორის გამოყენებაა",- აცხადებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დანადგარს სპეციალური ხელსაწყოებიც მოყვება, რომლებიც მსგავსი სიტუაციების დროს გამოიყენება.