პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა
ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა

ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ვით კო­დუ­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან. პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე და­ვით კო­დუ­ას დე­დამ, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დი აქვს, სა­სა­მარ­თლო ნა­მო­რა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას - პა­ტიმ­რო­ბას არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბით არ შე­უც­ვლის. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ღა­ჭა­ვას თქმით, ეს უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა.

"ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უც­ვა­ლეს ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე გარ­კვე­ვით ჩანს, რომ ეს იყო ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმა, მოწ­მე­ე­ბიც ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ. საქ­მის მა­სა­ლებ­შია ის, რომ ძიძა შე­ა­ში­ნეს და უთხრეს, რომ თუ ხმას ამო­ი­ღებ­და, ეს­როდ­ნენ. ვინც მას ემუქ­რე­ბო­და, ეს არ იყო ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე, ესე­ნი იყ­ვნენ კე­პი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­თოს ურტყამ­დნენ. ჩემი შვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და სას­წრა­ფო თუ არ მი­ვი­დო­და, იგი გარ­და­იც­ვლე­ბო­და. უკვე მე­ო­თხე თვეა მკურ­ნა­ლობს", - გა­ნა­ცხა­და ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მის მე­ო­რე ვაჟს, ირაკ­ლი კო­დუ­ას 9 წლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა, თუკი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

"ირაკ­ლი კო­დუ­ას, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მა­ში, 9 წლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე კი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თა­ვად სცე­მა და­ვით კო­დუა, შე­საძ­ლოა, დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ეს იქ­ნე­ბა დიდი უსა­მარ­თლო­ბა. ასე­ვე არ მჯე­რა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის, დას­კვნა ერთ დღე­ში არ იწე­რე­ბა. არ მინ­და, რომ იგი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, რად­გან და­თოს და ჩემს უკან არ­მია დგას. იმე­დი მაქვს, სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რა სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, - გა­ნა­ცხა­და ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ.

სა­სა­მარ­თლო­ში იმ­ყო­ფე­ბა ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლე ნინო სუ­თი­ძეც, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე. მისი თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად არ და­დას­ტურ­და ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რის გა­მოც მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მოხ­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამის სა­ფუძ­ველ­ზე იგი ელო­დე­ბა, რომ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

ამას­თან, ნინო სუ­თი­ძე და­ვით კო­დუ­ას ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ირაკ­ლი კო­დუ­ა­სა და ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს შო­რის შე­და­რე­ბას აკე­თე­ბენ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ ირაკ­ლი კო­დუა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო და მისი და­ნა­შა­უ­ლი ბევ­რად მძი­მეა, ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვს მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის – პა­ტიმ­რო­ბის არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვლას.

პრო­ცე­სის და­წყე­ბის წინ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის ახ­ლობ­ლებ­სა და ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა

ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესს დავით კოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან. პროცესის დაწყებამდე დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, სასამართლო ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას არასაპატიმრო ღონისძიებით არ შეუცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღაჭავას თქმით, ეს უსამართლობა იქნება.

"ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეუცვალეს ნოშრევან ნამორაძეს წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია. ვიდეოჩანაწერებზე გარკვევით ჩანს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, მოწმეებიც ამაზე საუბრობენ. საქმის მასალებშია ის, რომ ძიძა შეაშინეს და უთხრეს, რომ თუ ხმას ამოიღებდა, ესროდნენ. ვინც მას ემუქრებოდა, ეს არ იყო ნოშრევან ნამორაძე, ესენი იყვნენ კეპიანი ადამიანები, რომლებიც დათოს ურტყამდნენ. ჩემი შვილი სასიკვდილოდ სცემეს და სასწრაფო თუ არ მივიდოდა, იგი გარდაიცვლებოდა. უკვე მეოთხე თვეა მკურნალობს", - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მის მეორე ვაჟს, ირაკლი კოდუას 9 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, უსამართლობა იქნება, თუკი ნოშრევან ნამორაძეს გაათავისუფლებენ.

"ირაკლი კოდუას, რომელსაც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ვალერი გელაშვილის ცემაში, 9 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ნოშრევან ნამორაძე კი, რომელიც ამბობს, რომ თავად სცემა დავით კოდუა, შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ. ეს იქნება დიდი უსამართლობა. ასევე არ მჯერა ექსპერტიზის დასკვნის, დასკვნა ერთ დღეში არ იწერება. არ მინდა, რომ იგი გაათავისუფლონ, რადგან დათოს და ჩემს უკან არმია დგას. იმედი მაქვს, სასამართლო და პროკურატურა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

სასამართლოში იმყოფება ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძეც, რომელმაც კომენტარი გააკეთა პროცესის დაწყებამდე. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად არ დადასტურდა ჯგუფური დანაშაული, რის გამოც მუხლის კვალიფიკაცია მოხდა. როგორც მან აღნიშნა, ამის საფუძველზე იგი ელოდება, რომ ნოშრევან ნამორაძეს გაათავისუფლებენ.

ამასთან, ნინო სუთიძე დავით კოდუას ახლობლების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ირაკლი კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს შორის შედარებას აკეთებენ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ირაკლი კოდუა თანამდებობის პირი იყო და მისი დანაშაული ბევრად მძიმეა, ნოშრევან ნამორაძე კი, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა სამართალდამცველებთან.

დღევანდელ პროცესზე ნოშრევან ნამორაძის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატი მოითხოვს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

პროცესის დაწყების წინ ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ